გაზპრომის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია

გაზპრომის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია

ენერგეტიკის მინისტრ, ვიცე-პრემიერ, კახა კალაძის განცხადებით, "გაზპრომის" ხელმძღვანელთან მომავალი შეხვედრის თარიღი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, როდესაც თარიღი ცნობილი გახდება, ეს საზოაგდოებასაც და ჟურნალისტებსაც ეცნობებათ.

რაც შეეხება აქციას, რომელიც "გაზპრომის" წინააღმდეგ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან გაიმართა, კალაძე თვლის, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით მოხდა, რომელსაც კანონის ფარგლებში ამის უფლება აქვს.

"ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" გარკვეული დაჯგუფება, მათ აქვთ ამის უფლება. ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოში, დღეს უკვე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ქვეყანაში არ იდევნებიან. შესაბამისად, მათ აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება კანონიერ ფარგლებსა და ჩარჩოებში, რა თქმა უნდა", - განაცხადა კახა კალაძემ.