ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ენერგოუსაფრთხოებაზე კონსულტაციას არავისთან აპირებს, რადგან ამის პრობლემა არ არსებობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კალაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რატომ არ უპასუხეს პრეზიდენტის ინიციატივას, მასთან ენერგოუსაფრთხოების საკითხზე კონსულტაციის გამართვასთან დაკავშირებით.
„ენერგოუსაფრთხოების კუთხით არანაირი პრობლემა არ არის. არ ვაპირებთ ამ კონსულტაციაში მონაწილეობის მიღებას. ყველამ, მინისტრებმა, პრემიერმა, პრეზიდენტმა, თავისი საქმე უნდა აკეთოს. ამით კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ ქვეყნის განვითარებას და არა შოუების და ქულების წერას“, - განაცხადა კალაძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 19 ნოემბერს 4 წერილი გაეგზავნა ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციის გამართვასთან დაკავშირებით, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღიათ.