„თუ აქამდე პრემიები გაიცემოდა ყოველთვიურად, ჩვენ მას გავცემთ შეზღუდული რაოდენობით“

„თუ აქამდე პრემიები გაიცემოდა ყოველთვიურად, ჩვენ მას გავცემთ შეზღუდული რაოდენობით“

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მტკიცებით, ანაზღაურება არც ერთ უწყებაში არ გაზრდილა, პირიქით, შემცირება ფიქსირდება.

მინისტრის თქმით, თუ ჩავუღრმავდებით, ჩანს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში ხელფასებია გაზრდილი, სინამდვილში კი აღდგა ადრე გაუქმებული სამსახურები, რომლებიც იცავენ ბუნებას, მაგალითად სატყეო დეპარტამენტი.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, აქაც ასევე აღდგა ხარისხის კონტროლის სამსახურები, რამაც ფინასური მატება გამოიწვია.

“ჩვენთვის არ არსებობს დახურული ინფორმაცია. ყველა ინფორმაცია, რომელსაც მედია ან არასამთავრობო სექტორი ითხოვს, მათ აქვთ ეს ინფორმაცია და ყველამ ძალიან კარგად იცის. რაც შეეხება პრემიების საკითხს, ეს საკითხი თქვენი გადაწყვეტილებით და მთავრობის დადგენილებით არის მოწესრიგებული. თუ აქამდე პერემიები გაიცემოდა ყოველთვიურად ჩვენ მას გავცემთ შეზღუდული რაოდენობით. რაც შეეხება შრომის ანაზღაურების ფონდს, ის მართლაც გაზრდილია. მე მინდა გავიმეორო რა არის წყაროები შრომის ანაზღარურების ფონდის ზრდის. 113 მილიონი ლარით არის წლიურად გაზრდილი ჯარისკაცების ხელფასები, 106 მილიონი ლარით არის გაზრდილი პოლიციელების ხელფასები, რიგითი პოლიციელების, იმ ადამიანების, რომლებიც საზოგადობრივ წესრიგს იცავენ. სახელმწიფო ბიუჯეტში 46 მილიონი ლარი არის სახანძრო-სამაშველო სამსახურების ხელფასები, რომლებსაც 31 დეკემბრამდე ადგილობრივი მუნიციპალიტეტები იხდიან, ხოლო პირველი იანვრიდან გადაიხდის შს სამინისტრო. მოსამართლეების ხელფასების ზრდის პარალელურად, 10 მილიონი ლარით გაიზარდა გამომძიებლების ხელფასები, სასამართლოებში ხელფასები გაიზარდა 21 მილიონი ლარით. ძალიან ბევრი საუბარია დღეს, რომ კულტურის სამინისტროში რაღაც კოლოსალურ მატებაზე, აქ უბრალოდ არის ციფერებით მანიპულიერება. კულტურის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ხელფასები შემცირდა. რადგან იქ პრემიები დამსახურების მიხედვით გაიცემა და 14 ათასი ლარით შემცირდა, საუბარია მთლიანად შრომის ანაზღაურებაზე. ფინანსთა სამინისტროში ხელფასები შემცირდა 2 მილიონი ლარით. ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე პროექტი დაიწყო და ამ მიმართულებით დაიწყო გაზრდა, ისიც მიზერულად. პარლამენტს აქვს გაზრდილი შრომის ანაზღაურება, მაგრამ ეს გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ პარლამენტის წევრებს ქუთაისში უწევთ ბინების დაქირავება. ბინის ქირაობას სახელმწვბფო ახოპრციელებს და ეს შრომის ანაზღაურებაში ითვლება“, - განაცხადა ხადურმა და დასძინა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროში ხელფასები გაიზარდა, თუმცა, ეს 2012 წელს, ციხის კადრების გავრცელების შემდეგ მოხდა.