"ისლამური სახელმწიფო" ნიუ-იორკზე თავდასხმებით იმუქრება. ისლამისტებმა ახალი ვიდეორგოლი გაავრცელეს, რომლის თანახმად, მათი სამიზნე თაიმს სქვერი და ჰერალდ სქვერი გახდება.
ისლამისტების მუქარებს აშშ-ში პირველი შეფასებები მოჰყვა. აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიუროში განაცხადეს, რომ უწყება ნიუ-იორკის პოლიციასთან და სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინირებულად მოქმედებს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საფრთხეების შესახებ ყველა ინფორმაციას ამოწმებს.
თავის მხრივ, ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ განაცხადა, რომ ტერორისტების მიზანი "დემოკრატიული საზოგადოების დაშინებაა", რასაც აშშ არ დაუშვებს. მისი თქმით, ნიუ- იორკს "კონკრეტული" საფრთხეები არ ემუქრება.
ნიუ-იორკის პოლიციის კომისარმა უილიამ ბრეტონმა კი განაცხადა, რომ ისლამისტების მუქარებში "ახალი არაფერია".