სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ბიუჯეტის გაზრდის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
შესაბამისად, მისი ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი საბჭოს სხდომაზე განხილული არ ყოფილა.
"მე მეგონი დღეს არ დგას დღის წერიგში თემა, რომ აუცილებლად უნდა გაეზრადოს დაფინანსება, თორემ ჩვენ ვერ ვასრულებთ ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობას. ასე რომ, ეს საკითხი დღეს არ განიხლება", - განაცხადა გომელაურმა.