რუსეთის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, რუსეთის საზოგადოებაში მომწიფებული ცვლილებები და პრეზიენტობის კანდიდატების პირადი ვნებები - ეს ნაწილია იმ თემებისა, რომელზეც საბჭოთა კავშირის ექსპრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი „ევრონიუსის“ მოსკოველ კორესპონდენტ ალექსანდრ შაშკოვთან საუბრობს.
შეკითხვაზე, გააგრძელებს თუ არა რუსეთის ახლადარჩეული პრეზიდეტნი წინა მმართველის მიერ აღებულ პოლიტიკური სისტემის რეფორმისა და დემოკრატიზაციის კურსს, გორბაჩოვმა აღნიშნა:
„პუტინს ამ საკითხებთან დაბრუნებაც რომ არ სურდეს და ძველებურად მოქმედების სურვილი ჰქონდეს - არ გამოუვა. მეტიც, ვფიქრობ, რომ დადგება საკითხი და თან ძალიან მალე იმის შესახებ, რომ ახალი პარლამენტის არჩევა აუცილებელია. რაგან ვიცით, როგორ პირობებში ხდებოდა ეს და როგორ კეთდებოდა ეს იქ“.
შეკითხვაზე - არჩევნებში მონაწილე კანდიდატებიდან თქვენი ყველაზე მეტი სიმპატია ვინ დაიმსახურა, გორბაჩოვმა უპასუხა:
„ მე პროხოროვი მომეწონა. შეიძლება იმიტომ, რომ სხვები ყელში ამოვიდნენ... ახალი აზროვნება.. მის მხრებზე მიზნესის მართვის დიდი გამოცდილებაა. ვფიქრობ ყველას, მათ შორის მასაც კიდევ ბევრი რამის გათავისება სჭირდებათ“.