“ქართული ეროვნული იდეის” თეორიული საფუძველი - ფსიქიკურ სტიქიათა თეორია

“ქართული ეროვნული იდეის” თეორიული საფუძველი - ფსიქიკურ სტიქიათა თეორია

ფსიქიკურ სტიქიათა თეორია, რომელიც წარმოადგენს “განწყობის შინაარსის საზოგადოდმოუცილებადი მომენტის” აღმოჩენის საფუძველზე დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიისგანვითარებას, გვაძლევს პიროვნებისერის და ცივილიზაციის კატეგორიების ზუსტ მეცნიერულდეფინიციას (ფსიქიკურ სტიქიათა თეორია სრულად არის წარმოდგენილი 2004 წელსგამოცემულ ავტორისეულ მონოგრაფიაში - “ქართველი ერი და მსოფლიო ცივილიზაცია”. მასვეეძღვნება მეორე მონოგრაფია - “ოპტიმალიზმი: ქართული ეროვნული იდეა და გლობალიზმისიმპერატიული პარადიგმა, რომელის ნახვაც შესაძლებელია პარლამენტის ბიბლიოთეკის ელექტონულ ბაზაში)

1. პიროვნება. ფიქიკურ სტიქიათა თეორიის მიხედვით, განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებად მომენტს ოთხიგანსხვავებული მნიშვნელობის მიღება შეუძლია, რომელთაც ფსიქიკურ სტიქიებს” ვუწოდებთ. ადამიანის გარდა, ნებისმიერიცოცხალი ინდივიდის მოქმედების პროცესში ფსიქიკურ სტიქიები ციკლური რიგის მიხედვით უწყვეტად ენაცვლებიანერთიმეორეს. განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მის ერთ-ერთ შესაძლო მნიშვნელობაზედაფიქსირებულობა, რასაც “განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობის მიხედვითგადაგვარებულობის მოხსნას” ვუწოდებთ, მხოლოდ ადამიანს ახასიათებს. ეს დეფინიცია სულის შთაბერვის კრეაციონისტულიკონცეფციის მეცნიერული ექვივალენტია: ხსენებული ფიქსაციის გამომხატველი გარდაქმნა არაპროცესუალურია, არახანიერია (იგი,ან არის რეალიზებული, ან არა: ან ფსიქიკურ სტიქიათა ციკლური მონაცველეობა გვაქვს ან მათი მონაცვლეობა შეჩერებულია,საშუალედო მდგომარეობა არ არსებობს) და, ამდენად, ადამიანის წარმოშობა მისი, როგორც ცოცხალი ბუნების ფენომენთაგანის,ევოლუციური განვითარების პროცესის, აღნიშნული მნიშვნელობით, გადაგვარებულობის მოხსნის რევოლუციური აქტითდაგვირგვინებაა. წინმსწრები ევოლუციური ზრდა ემსახურება აღნიშნული გარდაქმნისადმი დაქვემდებარებადობის მხოლოდპოტენციის ზრდას, რადგან საამისოდ აუცილებელია განსაკუთრებული სახის, კერძოდ, სუბიექტის იდენტიფიკაციის ამოსავალფსიქიკურ ფაქტორად ქცეული რეფლექსიის - ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის ტერმინოლოგიით - “თვითრეფლექსიის უნარი, რაცმხოლოდ მაღალგანვითარებულ ორგანიზმებს შეიძლება აღმოაჩნდეს. მაგრამ, ეს პოტენციაც აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისიპირობაა, აღნიშნული მნიშვნელობით, გადაგვარებულობის მოხსნის მოვლენისა, რომელსაც არამიზეზობრივი რეალიზაცია და,საზოგადოებრივად სტაბილიზაციის პირობებში, საფეხუროვანი თვითზრდა - “ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენურიგანვითარების საფეხურთა” რიგით გამოხატული “ნოოფილოგენეზი” ახასიათებს.
ცხოველური ანუ “არაპიროვნული” მდგომარეობიდან  - ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის ტერმინოლოგიით ­ - “ფსიქიკურიინდივიდუალობის ფენომენური განვითარების ნულოვანი საფეხურიდან”  ანუ “ნოოფილოგენეზამდელი საფეხურიდან,გამოსვლა (ბიოსფეროს გარსის გარღვევა) თვითრეფლექსიურ თვითიდენტიფიკაციაში გარე სამყაროს ობიექტთაგანთანთვითასოცირების პრიმატულ ფსიქიკურ ფაქტორად გადაქცევას გულისხმობს, რაც გვაძლევს “პიროვნულობის” საწყის მოდუსს - “ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების პირველ საფეხურს” ანუ ნოოფილოგენეზის პირველ საფეხურს.ტრადიციული ტერმინოლოგიით მონიშნულ ფენომენებს შორის ამ საფეხურს შეესატყვისება ტოტემიზმად წოდებული ასპექტიკულტურისა, საყოველთაოდ წარმოდგენილი ყველა კულტურაში. ამას მოსდევს მორიგი ევოლუციური ეტაპი, ინფორმაციულ ზრდაში(კულტურული მემკვიდრეობის დაგროვებაში) გამოხატული, რასაც კვლავ ახალი რევოლუციური ნახტომი - “ფსიქიკურიინდივიდუალობის ფენომენური განვითარების მეორე საფეხური” ანუ “ნოოფილოგენეზის მეორე საფეხური”, აგვირგვინებს. ესსაფეხური თვითრეფლექსიურ თვითიდენტიფიკაციაში გარეგანი სინამდვილის სუბიექტური ინტერპრეტაციის მომენტის პრიმატულფსიქიკურ ფაქტორად გადაქცევით ხასიათდება. მას ტრადიციული ტერმინოლოგიით მონიშნულ ფენომენებს შორის შეესატყვისებამითოსად წოდებული ასპექტი კულტურისა, ასევე, საყოველთაოდ წარმოდგენილი ყველა კულტურაში, გარდა იზოლირებული მცირეეთნოსებისა, რომლებიც ჯერ კიდევ ტოტემიზმის საფეხურზე იმყოფებიან. მორიგი ევოლუცუირი ზრდის ეტაპს მოსდევს მორიგინახტომი - “ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების მესამე საფეხური ანუ “ნოოფილოგენეზის მესამესაფეხური”. ის თვითრეფლექსიურ თვითიდენტიფიკაციაში გარეშე სინამდვილესთან  მიმართების ნიველირების პრიმატულფსიქიკურ ფაქტორად გადაქცევით ხასიათდება. მას, ტრადიციული ტერმინოლოგიით მონიშნულ ფენომენებს შორის, შეესატყვისებარელიგიად წოდებული ასპექტი კულტურისა, წარმოდგენილი მეტწილ კულტურებში. შემდგომ ევოლუციურ ეტაპსმოჰყვაKკაცობრიობის ისტორიაში ჯერჯერობით უკანასკნელი რევოლუციური ნახტომი - “ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენურიგანვითარების მეოთხე საფეხური” ანუ “ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხური, რომელსაც ახასიათებს თვითრეფლექსიურთვითიდენტიფიკაციაში გარე სინამდვილისადმი მიმართების სხვისადმი სხვის მიმართების მნიშვნელობით წარმოდგენის მომენტისპრიმატულ ფსიქიკურ ფაქტორად გადაქცევა. ამ საფეხურს, ტრადიციული ტერმინოლოგიით მონიშნულ ფენომენებს შორის,შეესატყვისება მეცნიერებად წოდებული ასპექტი კულტურისა, რომელიც საკუთრივ ნაწილად არც თუ ისე მრავალ კულტურაშიაწარმოდგენილი სადღეისოდ. ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის მიხედვით, ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარებიასმეოთხე საფეხური არ არის საბოლოო საფეხური პიროვნების ფენომენის განვითრებაში, მაგრამ კაცობრიობის ყველაზედაწინაურებული ნაწილიც კი, სადღეისოდ, მხოლოდ, ამ, მეოთხე საფეხურის საწყის ეტაპზე იმყოფება.
ფსიქიკური ინდივიდუალობის  ფენომენური განვითარების ყოველი საფეხურიდამოუკიდებელი ინდივიდის ფსიქიკისაქტუალური ასპექტია მხოლოდ მაშინროდესაც მას ყველა წინა საფეხურის სათანადო ასპექტები შევსებული აქვსმათიშევსება ხდება აღზრდის პროცესშიკულტურული მემკვიდრეობის შეთვისებითადამიანი, დაბადებით, ისევ, მხოლოდ,ცოცხალი ბუნების ნაწილია, ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების ნულოვანი საფეხურზე იწყებს არსებობას ამქვეყნად. ამრიგად, პიეოვნების ფენომენში, ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების ყოველ საფეხურზე,შენარჩუნებულია ყველა წინა საფეხურის აქტუალურობა. საკითხის ზუსტად ჩამოყალიბება მოითხოვს მორიგი კატეგორიის - “ერი”მნიშვნელობის გათვალისწინებას.
2. ერი. ეს კატეგორია ასახავს იმ გარემოებას, რომ სუბიექტის განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტისმნიშვნელობის დაფიქსირება (განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობის მიხედვითგადაგვარებულობის მოხსნა) შესაძლებელია ოთხი განსხვავებული კონკრეტულობით განხორციელდეს. თითოეულ შემთხვევასშეესაბამება ოთხიდან ერთ-ერთი, “ფსიქიკური სტიქია და სათანადო, გარკვეული პირობით, დომინანტური, ფსიქიკურიკომპლექსი: “ფორმის მანიისა”, “ძლევის მანიისა”, “ცხრომის მანიისა”, “მართვის მანიისა” (ამ სახელებში ტერმინ - მანიასგამოყენება მათი დომინანტურობის ამსახველია). 
ამრიგად, ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების პირველი საფეხურიდანვე, ინდივიდებს შორის ბისფეროშიშეუძლებელი მოდუსის თვისებრივი სხვაობები განიცდიან აქტუალიზაციას, რომელთა ნიველირება, პიროვნების ფენომენისშენარჩუნების პირობით, შეუძლებელია. ერი წარმოადგენს ისეთ საზოგადოებრივ ერთობას, რომლის წევრების განწყობის შინაარსშიგანწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტი ერთიდაიგივე ფსიქიკური სტიქიის მნიშვნელობითაა დაფიქსირებული,ამდენად ერებს შორის თვისებრივი სხვაობები საწყისეული და წარუშლელია.
ფსიქიკური სტიქიები ერთი იდივიდით წარმოდგენილ სუბიექტის იდენტიფიკაციის (მისი მოქმედების აქტისმიმდინარეობის ხასიათის და შედეგის განმსაზღვრელ) დომინანტურ ფაქტორად გვევლინება მოქმედების აქტზე დამზერისდროის საკმარისი (- სუბიექტის განწყობის შინაარსის ნებისმიერი სხვა, ფსიქიკურ სტიქიათაგან განსხვავებული მომენტის მისისაპირისპირო ეფექტის მქონე მომენტით ჩანაცვლების ფაქტის დაფიქსირებისთვის საკმარისი) ხანგრძლივობის შემთხვევაში,ხოლო მრავლობითი სუბიექტის ანუ ერთობლივად მოქმედ ინდივიდთა ჯგუფის იდენტიფიკაციის (მისი მოქმედებისაქტის მიმდინარეობის ხასიათის და შედეგის განმსაზღვრელ) დომინანტურ ფაქტორად მისი დაფიქსირება შესაძლებელიადამზერის დროის ხანგრძლივობის ნებისმიერი მნიშვნელობისთვის ერთობლივად მოქმედ ინდივიდთა ჯგუფის წევრთარიცხვის სათანადო სიდიდის პირობით (- ეს რიცხვი დამზერის დროის სათანადო სიდიდისაა თუ ამ დროის განმავლობაშიერთობლივად მოქმედი ჯგუფის ნებისმიერი წევრისთვის და მისი განწყობის შინაარსის ნებისმიერ, ფსიქიკურ სტიქიათაგანგანსხვავებული მომენტისთვის მოიძებნება, ამ ჯგუფის წევრი, რომლის განწყობის შინაარსში, განწყობის შინაარსის აღნიშნულიმომენტი მისი საპირისპირო მნიშვნელობის მქონე მომენტით იქნება ჩანაცვლებული). ფსიქიკურ სტიქიათა დომინანტურობისორივე პირობა ერთდროულადაა წარმოდგენილი ისტორიულ საზოგადოებრივ ერთობათა ფენომენშირაც გულისხმობსთაობებს შორის ისეთ მემკვიდრეობით კავშირსროცა განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტისერთიდაიგივე მნიშვნელობით დაფიქსირებულობის პირობითყოველი თაობის ცხოვრება წარმოგვიდგება გაგრძელებადიმ შემოქმედების აქტისარომელმაც ამ დრომდე წინა თაობათა მონაპოვარი ღირებულებებისა და ფასეულობების შექმნამოიტანა და რომელიც ამაზე არ შეჩერდა.
კონკრეტული ფსიქიკური სტიქიის დომინანტურობის პირობით რეალიზებულ მოქმედების აქტს ვუწოდებთ ფსიქიკური სტიქიისინტეგრალური ეფექტის ფენომენს. ცხადია, რომ ასეთი ფენომენთაგანი არის ერი, რომელიც, შეიძლება წარმოდგენილი იყოსროგორც ინდივიდთა რაგინდ მრავალრიცხოვანი სიმრავლით, ასევე, დროის განსაზღვრულ მონაკვეთში, მხოლოდ ერთიინდივიდითაც.
ერი არსებობს ოთხი თვისებრივი მოდუსით: “ერთა ფორმის მანიის კლასი”, “ერთა ძლევის მანიის კლასი”, “ერთა ცხრომისმანიის კლასი” და “ერთა მართვის მანიის კლასი. გარდა ამისა, ერები განსხვავდებიან ფენომენური განვითარების საფეხურისანუ ნოოფილოგენეზის საფეხურის მიხედვით. ეს განსხვავება განისაზღვრება ერის ზრდასრულ თაობათა წარმომადგენელიპიროვნებების მიხედვით. თითეულ თვისებრივი მოდუსის ერთაგან შეიძლება დასახელდეს ფენომენური განვითარების ოთხგანსხვავებულ საფეხურზე მდგომთა მაგალითები.
ერი არის გარემო, რომელშიც ხდება ახალ თაობათა წარმომადგენელ ინდივიდთა განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადიმომენტის მნიშვნელობის მიხედვით გადაგვარებულობის მოხსნის გარდაქმნისადმი დაქვემდებარება ანუ პიროვნებად ქცევა. ამისრეალიზაციის ერთადერთი გზაა ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების  პროცესის ამსახველი კულტურულიმემკვიდრეობის ათვისება ერთ-ერთი ერის მემკვიდრეობაში წარმოდგენილი კონკრეტულობით და საფეხურთა რიგის ამსახველითანმიმდევრობით, რასაც ნოოონტოგენეზს ვუწოდებთ. ამრიგად, პიროვნება მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ერის წევრადშეიძლება ჩამოყალიბდეს. ფენიმენური განვითრების მეოთხე საფეხურზე ანუ ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე მდგომ ერებში,რომელთა რიცხვსაც მიეკუთვნება ქართველი ერი, აუცილებელია ოთხსაფეხურიანი აღზრდის სისტემა: ექვს წლამდე ასაკიტოტემიზმის ათვისებას უნდა დაეთმოს, შვიდიდან თერთმეტ წლამდე ასაკი - მითოსის ათვისებას, თორმეტიდან თექვსმეტ წლამდეასაკი - რელიგიის ათვისებას; ჩვიდმეტიდან ოც წლამდე ასაკი - მეცნიერების ათვისებას. ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზემდგომ ერებში პიროვნების ზრდასრულობის ასაკი ანუ ნოოონტოგენეზის ხანგრძლივობა ოცი წელიწადია. ამ ფაქტს ცხადყოფს მორიგიკატეგორიის ­- “ცივილიზაცია განხილვა.
3. ცივილიზაცია. ეს კატეგორია ასახავს იმ გარემოებას რომ ერიები არ წარმოადგენენ თვითკმარ ფენომენებს. ერს არ შეუძლიაგანსაზღვროს საკუთარი მდგომარეობა მისი აწმყო მდგომარეობის საფუძველზე. ერის პროდუქტიულობა და დაწინაურება ისტორიისკონკრეტულ ეტაპზე გარეგანი იმპულსით განპირობებულ მოვლენას წარმოადგენს. ამ ფაქტის საფუძველია, ის გარემოება, რომ ერიცივილიზაციად წოდებულ თვითრეგულირებადი სოციალური სისტემის ფუნქციური ელემენტია, რომელიც თავისი პროდუქტიულიაქტიურობით ასახავს თვითრეგულირების პროცესის კონკრეტული ფაზის რეალიზაციას, მის მომცავ ცივილიზაციაში. ე.ი.საზოგადოდ, ერის არსებობა აქტუალურია არა მუდმივად, არამედ, მხოლოდ მის მომცავ ცივილიზაციაში, სათანადო თვისებრივფაზაში, რომლის დასრულების შემდეგ ერი კარგავს მისი არსებობის გარეგან გამართლებულობას, იხსნება ახალი ფაზის სათანადოთვისებრივი ტიპის ერთა გავლენისადმი და მისი გადარჩენა მორიგ აქტუალურობის ფაზამდე, მხოლოდ მის წარმდგენსაზოგადოებაში ტრადიციის ინერციაზე და მის ხელთ არსებულ საარსებო რესურსების ოდენობაზე ხდება დამოკიდებული. სწორედ,ეს გარემოებაა განმაპირობებელი ისტორიის დასაბამიდან უკანასკნელ ხანამდე საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში “საარსებორესურსების დატაცების სტრატეგიის გაბატონებულობისა. ისტორიის ადრეულ ეტაპებზე ისტორიულ ცივილიზაციებში ფაზათაცვლის დაბალი ტემპისა და ცივილიზაციათა სიმრავლის პირობებში, აღნიშნული სტრატეგია კონსტრუქციული მნიშვნელობის,პროგრესის ტემპის მაჩქარებელ ფაქტორს წარმოადგენდა, როგორც ცივილიზაციათა ურთიერთშთანთქმით მათი მასშტაბის ზრდისდა, ცივილიზაციის კონკრეტულ ფაზაში მთელი რესურსების აქტუალური ერის განკარგულებაში გადასვლით ფაზის ხანგრძლივობისშემცირების ხელშეწყობი ფაქტორი. მაგრამ,  XX საუკუნის შუაწლებისთვის, როდესაც დასრულდა მსოფლიო ცივილიზაციებიდანერთ-ერთის გლობალურ ცივილიზაციად ჩამოყალიბება და ფაზის ხანგრძლივობა 2000 წელიწადიდან (ენეოლითური რევოლუციისხანაში) 20 წელიწადამდე (XX საუკუნის დასაწყისისთვის) შემცირდა, დადგა საერთაშორისო ურთიერთობების ახალ სტრატეგიაზე დამყარების აუცილებლობა. ფსიქიკურ სტიქიათა თეორიამ მოგვცა შესაძლებლობა ადექვატურად ვუპასუხოთ ახალი დროის ამმოთხოვნას, შევთავაზოთ მსოფლიო საზოგადოებას ახალ ვითარებაში ოპტიმალური და კონსტრუქციული სტრატეგია საერთაშორისოურთიერთობების საფუძვლად. ამ ახალ სტრატეგიას ვუწოდებთ “საარსებო რესურსების ოპტიმალური განაწილებისსტრატეგიას” ან მოკლედ - “ოპტიმალიზმს. მისი საზრისია ერებს შორის თვისებრივი სხვაობის ფუნქციური დანიშნულებისინსტიტუციონალიზაცია ანუ ერის საერთაშორისო ფუნქციისა და სტატუსის განსაზღბვრაში, ეროვნული სახელმწიფოს მოწყობაშიერის თვისებრივი ტიპის ადექვატური ასახვა. ეს ნიშნავს სახელმწიფოებრიობის ინსტიტუტის ერის შეუზღუდეველითვითრეალიზაციის ინსტრუმენტად გადაქცევა (ნაცვლად ცივილიზაციურ ფაზატა ცვლაზე რეაგირების ინსტრუმენტისა, როგორცაქამდეა, რომელიც ამ მნიშვნელობის საფუძველზე ერის საზიანოდ მოქმედებების გამტარებლადაც გამოდის ხოლმე).
გლობალიზმი დღეისთვის ცნობილი მისი სახესხვაობით, რომელსაც “ეკონომიკური მოდუსის მონგლობალიზმი” უნდავუწოდოთაღნიშნული, მოძველებული სტრატეგიის ინერციის გამოხატულებაა და შეიცავს საფრთხეს დაგვაბრუნოს ძველისტრატეგის მოქმედების ოპტიმალურობის პირობებში. ამას დღეს, მხოლოდ, ცივილიზაციის სისტემური თავდაცვით რეაქცია ეღობებაწინ, რაც გლაობალურ ცივილიზაციაში ფაზათა ხანგრძლივობის შემდგომი შემცირების შეჩერებაშია ასახული (XX საუკუნისდასაწყისიდან დღემდე ექვსმა ცივილიზაციურმა ფაზამ ერთნაირი, ოცწლიანი ხახნგრძლივობით ჩიარა. ფაზის დასრულებისუაკანასკნელი თარიღია 2008 წლის მიწურული): - 20 წელიწადი ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე მდგომ ერებში (ამერიკელები,რუსები, გერმანელები, ფრანგები, ჩინელები, იაპონელები, ქართველები და კიდევ მხოლოდ რამდენიმე ერი) პიროვნებისფსიქოლოგიური სიმწიფის ასაკია, ფაზის ხანგრძლივობის შემდგომი შემცირება, ემუქრება პიროვნების ფენომენის არსებობას.
22.06.2009.