შუა ხნის, სააკაშვილისეულად კი „ჩარეცხილობის“ ასაკის ადამიანებს გახსოვთ ალბათ ცნობილიჰიტი „ბილეთი ერთი მიმართულებით მთვარეზე“. ნატო–ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგრასმუსენის ვიზიტი სხვა ჩვენი მეგობრების ვიზიტისგან სწორედ ამ მაგიური სიტყვით „ბილეთით“გამოირჩეოდა. „ეს არის ჩვენი ბილეთი ნატო–ში“, „ჩიკაგოს სამიტზე ჩვენ მივიღებთ ბილეთსნატო–ში“, – ეს ფრაზები ორი დღის განმავლობაში ყოველ ერთ საათში გაისმოდა ნაციონალურიტელევიზიებით ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკე თავებისგან.
-„რა არის მერე ამაში ცუდი? აი, კიდევ ერთი ლუსტრირებული ვითომ „პროდასავლელიც“ აღმოვაჩინეთ“ – ვიცი, ასეთი შეფასებებიცბევრი იქნება, ამიტომ აქვე უნდა განვაცხადო: ნატო–ს გენერალური მდივნის ვიზიტსა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ელჩებისგასვლით სხდომას თბილისში მართლაც დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ყველაფერი ის, რისიმომსწრეც ჩვენ გავხდით ორი დღის განმავლობაში, კერძოდ, ნატო–ს გენერალური მდივნის უმნიშვნელოვანესი გზავნილებისტელესივრციდან გაუჩინარება, ჩიკაგო–ს მომავალ სამიტზე საქართველოსთვის განსაკუთრებული შემოთავაზების თაობაზებუქარესტის სამიტის მსგავსი მოლოდინების შექმნა – ყველაფერი ეს მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ბილეთსერთი მიმართულებით მთვარეზე უფრო ჰგავდა, ვიდრე საქართველოს ბილეთს ნატო–ში.
მე პირადად მართლა გულწრფელად მახარებს, რომ უკანასკნელ კვირებში დემოკრატიული თანამეგობრობის, ჩვენი ქვეყნისმეგობრების უმნიშვნელოვანესი ვიზიტები იმართება საქართველოში. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მაღალი დონის ვიზიტებიმომავალშიც გაგრძელდება. მახარებს პირველ რიგში იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ რაც შეიძლებახშირად, მკაფიოდ და ღიად უნდა მიიღოს გზავნილები საქართველოსთვის ორი გამოცდის – 2012–13 წწ.. საპარლამენტო დასაპრეზიდენტო არჩევნების მაღალ დონეზე ჩაბარების აუცილებლობასა და ისტორიულ მნიშვნელობაზე, აგრეთვე ხელისუფლებისარჩევნების გზით სრულად და დემოკრატიულად გადაცემაზე. მახარებს ასევე იმის გამოც, რომ ჩვენი მეგობრების გზავნილებისრულად ემთხვევა ოპოზიციის მოთხვნებს მედია სივრცის დამოუკიდებლობაზე, ბიზნესის სახელისუფლებო წნეხისგანგათავისუფლებაზე, ზოგადად საარჩევნო გარემოს თვისობრივ გაუმჯობესებაზე და სხვ.
ჰ.რასმუსენმა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანიდადასტურება მოხდა ბუქარესტის სამიტის ცნობილი გადაწყვეტილების, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო–ს წევრი.
უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ნატო–ს გენერალური მდივნის სტუმრობა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფოუნივერსიტეტში, შეხვედრა ახალგაზრდებთან და იქ განცხადებული მიმართვა ახალგაზრდებისადმი. გზავნილი იმის თაობაზე, რომახალგაზრდებმა ისეთივე სიმამაცე, აქტიურობა და ენერგიულობა უნდა გამოიჩინონ, როგორც რვა წლის წინ მათმა თანატოლებმა, რომარჩევნები მხოლოდ ურნასთან მისვლა არ არის და მანამდე უნდა ჩაერთოს ახალგაზრდობა საზოგადოებრივ საქმიანობაში – ათეულათასობით ქართველს, მათ შორის მეც, მალამოსავით მოეცხო გულზე, მაგრამ სახელისუფლებო მედია ნაციონალურ მოძრაობასთანერთ ხმაში მხოლოდ იმ ნაწილის ტირაჟირებას ახდენდა, რომელშიც საქართველოში განხორციელებული რეფორმების წარმატებასა დამიღწევებზეა საუბარი.
გახსოვთ გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში ჩრდილოეთ კორეამ გოლი რომ გაუტანა ლეგენდარულ ბრაზილიას და მთელიორი დღე ჩრდილოეთ კორეის ბედკრულ მოსახლეობას რომ აზეიმებდნენ ძლევამოსილ ბრაზილიაზე გამარჯვებას. მომკალით დაპირველი, რაც გამახსენდა ხელისუფლების და მათ მიერ კონტროლირებად ტელევიზიების ქცევაზე, სწორედ ეს იყო. თუმცა, იმასაცშეგახსენებთ, ვისაც არ ახსოვს და შეგატყობინებთ, ვინც ამ ისტორიის ფინალი არ იცის: 21–ე საუკუნეა და სიმართლემ მაინც გაჟონა,რომ ბრაზილიამ დაამარცხა ჩრდილოეთ კორეა. ხოდა, მოხსნეს ინფორმაციის მინისტრი, დააპატიმრეს ტელევიზიის დირექტორი,ნაკრების მთავარი მწრთვნელისა და წამყვანი ფეხბურთელების ბედი დემოკრატიული თანამეგობრობისთვის დღემდე უცნობია.
ამიტომაც, ასე რომ არ მოუვიდეს ქვეყნის პრეზიდენტსა და მის მთავრობას, სმოკინგებში გამოწყობას და ბიძინა ივანიშვილისმხარდაჭერით რეკონსტრუირებულ რუსთაველის თეატრებში ბანკეტების მოწყობას, ურჩევნიათ ცხონებულ იპოლიტე ხვიჩიასმიბაძონ, ფეხბურთის მატჩზე მოსახვედრად ყველაფერს რომ აკეთებს და ფინიშის სწორთან საცვლების ამარა რომ მირბის. კაცმა რომთქვას საცურაო ტრუსის ამარა ტელეკამერების წინ პოზირება ხელისუფლებისთვის ნამდვილად არახალია, მაგრამ იმისათვის რომქვეყანამ შესძახოს „არის თუ არა ეს ბილეთი?!“, 2012 და 2013 წლების არჩევნების მარათონი ყველამ ღირსეულად უნდა ჩაატაროს,თუმცა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ.