შვიდი წლის განმავლობაში ხელისუფლება საქართველოს სოფლის მეურნეობას, როგორც დარგს,მიზანმიმართულად ასამარებდა, აჩანაგებდა სახნავ–სათეს მიწებს (განახევრდა – ა.პ.) და გადასულიიყო „იყიდე, გაყიდეს“ პრინციპებზე, როგორც ზოგადად ქვეყანაში, ისე - სოფლის მეურნეობაში. „რასაჭიროა წარმოება, როდესაც შეიძლება ყიდვა და შემოტანა“ – ყველას გახსოვთ, ალბათ, ფსევდოლიბერტარიანელების ერთ დროს მთავარი იდეოლოგის, კახა ბენდუქიძის ეს ცნობილი სიტყვები.
მერე, უცებ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ აგრარული შტაბის შექმნისა და აგრარული მთავრობის გამოცხადების დრომოვიდა - გამოჩნდა მწკრივად ჩაყენებული კომბაინები და ზედ ამხედრებული პრეზიდენტი. კვლავ გაისმა ხმამაღალი დაპირებები. „ჩვენ მალე სიმინდს ექსპორტზე გავიტანთ“, „მთავრობა ამ პროგრამისთვის 40 მლნ ლარზე მეტს გამოჰყოფს“ და ა.შ.
ტელევიზიით ხალხმა იხილა სასოფლო-სამეურნეო ჭრილში დანახული უფასო გაკვეთილები ისტორიაში. თამარ მეფის და დავითაღმაშენებლის საქართველოში მიხეილ სააკაშვილს „რაღაც არ ახსოვს სიმინდის ყანები“, მისი და ნაციონალური მოძრაობისმმართველობის დროს კი გადაჰიბრიდდა საქართველოს განახევრებული სახნავ სათესი მიწები.
რით ვერ გაახილა ამ ოპოზიციამ თვალი? ნუთუ ვერ ხედავს საექსპორტოდ გამზადებულ ხორბლის მარაგებს? გაბაშვილი, ბობოხიძედა კვეზერელი თუ ხედავენ, ჩვენ რაღა დაგვემართა? გადავაქციოთ საქართველო მსოფლიოს ჰიბრიდული ხორბლით მომარაგებისბეღელად - ვაშააა!
ოპოზიცია, დავუშვათ, დაბრმავდა, მაგრამ გლეხს რაღა მოუვიდა - რა დაუნახაობა შეეყარა? არადა, ამ დროს, რა სასიხარულოინფორმაციაა! თუ ექსპორტზე გასატანად გვაქვს საქმე, ე.ი. ქვეყნის შიდა მარაგები გადავავსეთ, მოგებაზე გავდივართ და იმ სანთლითმოსაძებნი ყანების პატრონებსაც სადარდებელი არ აქვთ – მთავრობა მოგებიდან კომპენსაციასაც გადაუხდის და ბეჭებზეწამოკიდებულ კრედიტებსაც გაუბათილებს. ასეა, ხომ, ბატონო მიხეილ? მეტი არაა ჩემი მტერი.
ისე, საქართველოს პრეზიდენტის და მისი ხელისუფლების აზროვნებას, მოქმედებებსა და გატაცებებს თუ დავაკვირდებით, ესჰიბრიდები აშკარად იზიდავს მათ.
გახსოვთ მექსიკაში ჰიბრიდულ ავტომობილებში მოკალათებული მიხეილ სააკაშვილი და ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალიაგაბადრულ–გაჰიბრიდულები მექსიკის ქუჩებში რომ დაასრიალებდნენ ძვირადღირებულ ჰიბრიდებს და ამაზე მალე მთელიმთავრობა გადაჯდებაო.
აქვე მინდა მივმართო მიხეილ სააკაშვილს და მის მთავრობას: თუ მხოლოდ პიარი იყო და არ შეგიძენიათ, უმორჩილესად გთხოვთ,ჩვენი, ოპოზიციის ჯინაზე ნუ დახარჯავთ ნაგვის გადასახადის გაზრდით ხალხის ჯიბეებიდან ამოღებულ მილიონებს.
ჰიბრიდულ სიმინდს, თუ სწორად დათესავ და მოიყვან, არა უშავს, მოვა დრო და ჰიბრიდულ მანქანას თავისი პატრონისაქართველოშიც გამოუჩნდება, მაგრამ თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, როგორ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ ჩვენ და იცხოვრონჩვენმა შვილებმა, მაგის ექსპერიმენტირების უფლებას ვერც ერთ პოლიტიკურ ძალას, და მითუმეტეს - მის ავტორიტარ ლიდერს,ნამდვილად ვერ მივცემთ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სააკაშვილის განცხადებები მენტალური რევოლუციისა თუ ახალი კულტურისშესახებ ცხადჰყოფს, რომ როგორც სინგაპურში უნდათ მალაელისა და ჩინელისგან ახალი ჰიბრიდის შექმნა, ისე უნდახელისუფლებასაც რაღაც მსგავსის ჩადენა საქართველოში. რა ვქნათ? გავატანინოოთ?
მე მგონი, სანამ ჯერ კიდევ სანამ გვიან არ არის, ყველამ, ვისთვისაც ჩვენი იდენტობა ძვირფასია, ვისაც ჩვენი კულტურა და ტრადიცია,ჩვენი ქვეყნის ისტორია არ ემეტება დასაჰიბრიდებლად, ვისაც ამ ქვეყნის და საკუთარი შვილების მომავალზე გული შესტკივა, ერთადდა ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ:
ჰიბრიდი, რომლის გაკეთებაც მიხეილ სააკაშვილს საქართველოში უნდა, მიუღებელია და არ გამოვა;
სინგაპური და ევროპა ერთ ქვეყანაში განუხორციელებელი ჰიბრიდია;
ელიტური კორუფცია და ყოველი მესამე უმუშევარი – მძიმე ჰიბრიდია, რომელსაც მომავალი არ აქვს.
წარმატებული საპატრულო პოლიცია და კაცის მკვლელი ჯალათები ერთი ქოლგის ქვეშ, ციხის ახალი შენობები და ყოველი მეორასეპატიმარი პრეზიდენტის შეფასებით, ერთი ვნებიანი მინისტრის ქვეშ, ჰიბრიდი კი არა, კატასტროფაა.
ისე, თუ არჩევნებამდე ნაცმოძრაობის ლიდერის გონების დეჰიბრიდიზაცია არ მოხერხდა, საქმეს ისე მაინც ნუ გავაფუჭებინეთსააკაშვილს, რომ მთლად ვეღარავისთან ვერ გამოვიდეს ჩვენი შერწყმა. დავფიქრდეთ ამაზე ყველა ერთად!