რატომ ერჩი ამ ხალხს, მიშა?

რატომ ერჩი ამ ხალხს, მიშა?

„რას გეტყვი იცი მე შენ? წაიღე ეს... და მიაწებე ვისაც საჭიროა გავაზე“. ორი სიტყვა – შეწყალების ფურცელი აკლიაამ ფრაზას, რომ ადამიანმა იფიქროს, ეს ხომ ნიკანდრო ქირიას და დათა თუთაშხიას დიალოგია გენიალური ჭაბუას„დათა თუთაშხიადან“-ო. მაგრამ არა. სამწუხაროდ, ეს თანამედროვე რეალობაა და ის ორი მაგიური სიტყვასადაზღვევო პოლისია. ორი კვირის განმავლობაში, ეს ფრაზა გაისმოდა შიდა ქართლში, გურიაში, სამეგრელოშიდა სვანეთში. მისი ადრესატიც არა მეფისნაცვალი, არამედ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა. ამდენისასოწარკვეთილი ადამიანი ერთად დიდი ხანია არ მინახავს. წამლებისა და მკურნალობის კატასტროფულიფასები, ინვალიდი მოხუცები და ბავშვები, და... მათ ხელში ფარატინა ქაღალდად ქცეული დაზღვევის პოლისები– აი ეს არის ამ ხელისუფლების მიერ განხორციელებული „წარმატებული“ ჯანდაცვის რეფორმის რეალური შედეგები. ცოტა ხნის წინ, მორიგი წითელილენტის გაჭრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ამ საავადმყოფოში ადამიანი მოვა თავისი პოლისით და მიიღებს უმაღლესი დონისმომსახურებასო. პოლისებს რომ თავი დავანებოთ, როგორ უნდა მიიღოს ადამიანმა უმაღლესი ხარისხის მომსახურება, როდესაც, მაგ. სამეგრელოში,ექიმებს, ექთნებს, სამედიცინო პერსონალს აპრილის შემდეგ ხელფასი არ მიუღიათ. ძველ სენაკში, ერთმა ქალბატონმა შემოგვჩივლა, ათასობით ლარიმიჯდება ჩემი მეუღლის მკურნალობა, თუ რამე მქონდა გასაყიდი, ყველაფერი გავყიდე, ექიმები უფულოდ მკურნალობენ, ხელისუფლებას კიდევ, თუარჩევნები არ მოდის, არ ვახსოვართ. კიდევ რამდენ ხანს უნდა გვატყუოს ამ ხელისუფლებამ, სანამ ჩვენი სიკვდილით არ დავიხოცებითო?

ისე, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს არ უმკურნალებ და ისე გაისტუმრებ ამ ქვეყნიდან, თუ შიმშილით ამოხდი სულს. სამეგრელოს ერთ–ერთ ულამაზესსოფელ სქურში, ადამიანები, რომლებისთვისაც ფილოსოფიურ თემებზე და მაღალ მატერიებზე საუბარი ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელიელემენტი იყო, დღეს სიმწრით, მაგრამ გაუსაძლისობის გამო, მაინც პირველ რიგში შიმშილზე საუბრობენ. ასე იყო სოფელ მუხურჩაშიც. საუბარიწიგნებისა და რვეულების სიძვირეზე, განათლებისა და სკოლების პრობლემებზე ეხებოდა, როდესაც ერთმა მოხუცმა, უაღრესად სათნო ქალბატონმაგულიდან ამოხეთქა, რომელ სწავლაზეა ლაპარაკი, სახლში მშიერი შვილიშვილი მიზის და საჭმელი რა მივუტანო, დღე და ღამე იმაზე ვფიქრობო.

ხელისუფლება უტიფრად იტყვის, რა აშიმშილებს ამ ხალხს, მიწა მაგათ აქვთ და ჰიბრიდული სიმინდიო. სამწუხაროდ, კვლავ ტყუის ხელისუფლება.საძოვრები ჰქონდა ამ ხალხს. არსებობის რეალურია, შეიძლება ითქვას, უმრავლესობისთვის ერთადერთი საარსებო წყარო იყო მეცხოველეობა, მაგრამ,მაგალითად, მარტვილის რაიონში, აიღო გოროზიების კლანმა და ეს მიწები ჩუმად, ქურდულად გაუყიდა ხალხს და გადასცა უცხოელებს თხილისმოსაყვანად. ლენტეხში, შეხვედრისას, ერთმა ღირსეულმა და ბრძენმა კაცმა - ბატონმა ვაჟამ გვითხრა, თუ საძოვარი მიწების წართმევის პროცესი არშევაჩერეთ, უკვე ხვალ ამ ადამიანებს დაუდგებათ საკუთარი ოჯახების გამოკვების პრობლემა. აღარც ახალგაზრდა გაჩერდება მთაში და აღარც მოხუცი.არადა, „მთა აბჯარია ბარისაო“.

გახსოვთ ალბათ, ცოტა ხნის წინ, როგორ არ ჩამოდიოდნენ ტელეეკრანებიდან მიხეილ სააკაშვილი და მისი სოფლის მეურნეობის შტაბს–კაპიტანი ბაკურკვეზერელი, ჰიბრიდული სიმინდი მოაგვარებს ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემასო. როგორც ბოლშევიკებიჰქმნიდნენ ძალით კოლმეურნეობებს, ისე ძალით დაათესინეს ხალხს ჰიბრიდული სიმინდიც. თანაც, ხვნა-თესვამდე ცოტა ხნით ადრე, სასუქიგაუძვირეს 48–50 ლარამდე, რაც 5–7 ლარით უფრო ძვირია, ვიდრე სომხეთში!! საწვავზე ხომ საუბარიც აღარაა. შედეგმაც არ დაახანა – ჰიბრიდულისიმინდის პროექტი ძვირად დაუჯდა ხალხს. ფული ფულად დაიხარჯა, შრომა – შრომად, მიწა მიწად მოცდა, ჰიბრიდული სიმინდის ვერგაზრდილიღეროები კი ვისაც ეკუთვნოდა, იმან შეჭამა – მღრღნელებმა და ჭიებმა.

თხილზე ვსაუბრობდით. თხილს მართლაც კარგი შემოსავალი მოაქვს და არც უცხოური ინვესტიციის წინააღმდეგია ვინმე, მაგრამ არა მხოლოდ ერთიკონკრეტული კლანისთვის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამეგრელოს რაიონებში აღდგენილია ფეოდალური წეს– ყობილება. ხალხი ჩურჩულით,აქეთ-იქეთ გახედვის შემდეგ ასახელებს ერთი და იმავე გვარ-სახელებს – ახალაიები, გოროზიები, მეგისი ქარდავა, ალიკა ქობალია… ყველაფერი მათხელშია. ყველაფერს ისინი აკონტროლებენ, მათ შორის სკოლებსაც.

მასწავლებლებს შევხვდით – დაჩაგრულს, შეურაცხყოფილს და დატერორებულებს. ისინი ამბობენ, მანდატურმა სკოლაში წესრიგს და უსაფრთხოებასრომ ადევნოს თვალ-ყური, მათდამი დამოკიდებულება ალბათ სხვაგვარი იქნებოდა, მაგრამ მანდატურების მისია და ამოცანები შორს სცდება ჩვენიშვილების უსაფრთხოებასო. როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა მათ სავსებით მართებულად უწოდა, „წითელი კომისრების“ უპირველეს სამიზნესმასწავლებელი წარმოადგენს. მისი ავტორიტეტის შელახვა, მუდმივი სტრესის ქვეშ ყოლა –  აი, რა არის მთავარი ამოცანა. პენიტენციალურ სისტემაშიმიღებული გამოცდილებით ამხანაგმა შაშკინმა დამსმენების ინსტიტუტის დანერგვა შუა და მაღალ კლასებში დაიწყო. აფერუმ პავლიკ, შენსმოხერხებულობას!

სოფელ თამაკონში, ორ სკოლას შორის მანძილი 4–5 კილომეტრია. ასეა, და უფრო მეტიც ბევრ სხვა სოფელში. ამხ. შაშკინის სწრაფვა ქამრებისშემოჭერისკენ მისასალმებელი იქნებოდა, ეს რომ მას, მის კოლეგა მინისტრებს და მათ პრეზიდენტს ეხებოდეს. მაგრამ ქამრების შემოჭერის პოლიტიკა,ანუ მათი სიტყვებით „ოპტიმიზაცია“ ეხება მხოლოდ ბავშვებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს. საინტერესოა, თავად ამხ. შაშკინი თუ შეძლებსზამთარშიმაღალმთიან სოფლებში ექსპერიმენტის სახით დღეში ათი კილომეტრის ფეხითგავლას თოვლში და წვიმაში და შემდეგ საშინაო დავალებებსშეასრულებს. თანაც, ის აქვე უნდა გავაფრთხილო, რომ თუმაინც გადაწყვეტს,  ძალიან ცუდი  გზებით მოუწევს სიარული. შეიძლება სადმე კისერიც კიმოიტეხოს. მის კისერს ვინ ჩივის, სისხლის სმა უყვარს, გამოძვრება რამენაირად, მაგრამ სოფელ რიყეში გვითხრეს, ადამიანი ცუდად თუ გახდა,საუკეთესო შემთხვევაში, სასწრაფოზუგდიდიდან საათნახევარში თუ მოვაო. აქვე „მადლობაც“ დაგვაბარეს ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარდეპუტატთან დაპირებების„პუნქტუალურად შესრულებისთვის“ და „მუდმივი  ყურადღებისთვის“. სხვათაშორის, მიხეილ სააკაშვილს, ასეთავგადაკლული რომიბრძოდა, რაიონს უმაჟორიტაროდ არ  დავტოვებო, მინდავუთხრა, რომ რაიონებში ხალხს მაჟორიტარი დეპუტატები ბოლოს 2008წლის არჩევნების ვინ ჰყავს ნანახი. ზოგან კი მათი სახელი და გვარი ოცი ათასლარიანი შეკითხვის ტოლფასია.

"ყურადღებასა და მზრუნველობაში“ განსაკუთრებით „გამოირჩევა“ მოწინავე ბოლშევიკიამხ. კობა სუბელიანი. ყველაფერი აქამდე  მოყოლილი, როგორციტყვიან, ჟურნალია იმასთან შედარებით, რა დღეშიც დევნილებიარიან. ჩემი აზრით, ყველაზე კარგად სიტყვა ლიკვიდაცია მიესადაგება იმ პოლიტიკას,რასაც ხელისუფლება  დევნილების მიმართ ატარებს. წყალტუბოში, ხალხი ითხოვს, გამოვალთ ამ სანატორიუმებიდან, მაგრამ თუ მაინც უნდა ააშენონახალი სახლები, აქ აგვიშენეთ,ნუ გვაქცევთ ხელახლა დევნილებად ჩვენსავე ქვეყანაშიო.

ფოთში ვნახეთ ახალაშენებული კორპუსები. 1100 ოჯახზეა გაანგარიშებული, მაგრამ ხშირად გაისმოდა ასევე 7000. ეს არის ადამიანების ის რაოდენობა,რომელიც ფოთში უნდა ჩაასახლონ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი სული ცხოვრობს ოჯახში – ყველანი ორ ოთახში!

ფოთის „ნოვი რაიონი“ (სწორედ ასე მონათლეს ფოთში ეს დასახლება და აქ მე ვხედავ, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს Mister Minister of Culture-s) მართლაც მონაკოა იმასთან შედარებით, რაც ვნახე ფოცხოში. ეს დასახლება საშინელებათა ფილმების გადასაღებად საუკეთესოადგილია. ბოლივუდი  კი არა, პირდაპირ ჰოლივუდი და რენე ჰარლინი უნდა ჩამოიყვანოს ხელისუფლებამ, აყიდინოს იქ ბინა და საშინელებათა ჟანრში აცდევინოს ბედი.გაცილებით შთამბეჭდავი გამოვა, ვიდრე „აგვისტოს 5 დღე“. თუმცა, ცოტა გაჭირდება პრეზიდენტისა და მთავრობის წევრებისთვის როლების შერჩევა.რატომ? იმიტომ, რომ, მას მერე, რაც ენგურჰესზე იმჟამინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა და ამჟამად პრემიერმა ნიკა გილაურმა შეიცხადა, აუ, რაგაავსებს ამასო, აღარც პრემიერი უნახავს ვინმეს და აღარც ვინმე სხვა. თუმცა, რაღას ნახავს! იყიდე, გაყიდე, ისევ იყიდე ჰესები, პორტები, მილსადენები,რკინიგზა, ვინ შეუშვებს მალე მთავრობას ან ერთგან  ან მეორეგან? კონცერტები, ძიგძიგი – კი ბატონო, სტრატეგიული ობიექტები კი  – Частная собственность! Вход запрещен!

იცით, პრაქტიკულად ყველა ადამიანის, ვისაც შევხვდით, მთავარი კითხვა რა იყო ? – რატომ მიგვატოვეს ბედის ანაბარა, ჩვენ რა, საქართველო არ ვართ,ჩვენ რა, ამ ქვეყნის შვილები არ ვართ, რას გვერჩის მიშაო.

მეც მინდა გკითხო – რატომ ერჩი ამ ხალხს, მიშა? არ გეშინია? რისიო, იკითხავს მკითხველი.რისი და, ეს ხალხი რომ აღარ დაელოდოს მიშას, და მისიუსახელო „ნაროდნი დეპუტატების“ არჩევნებისთვის მომარაგებულ „ფოჩიან კაფენტებს“ და შესძახოს : „თავისუფლება  სულს ისე მოსწყურდა...“!!!