გაკვრით რუსეთთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ

გაკვრით რუსეთთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ

რუსულ არქივებში ქართულ სამეფო-სამთავროებთან დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველიდიდძალი დოკუმენტური მასალაა დაცული, რომელიც სხვადასხვა წარმოშობის, დანიშნულებისა დაგანვითარების მქონე საბუთებისგან შედგება. ესენია: ელჩთა ანგარიშები, ანუ მუხლობრივი აღწერილობანი(”სტატეინიე სპისკი”); დარიგება-ინსტრუქციები, რომელთა აღსანიშნავადაც ქართულისტორიოგრაფიაში გამოიყენება ტერმინი ”დანასაქმი” (”ნაკაზ”); ოფიციალურ თუ კერძო პირთა მიმოწერა, მათ შორის თხოვნის წიგნები(”ჩელობიტნაია”); განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დოკუმენტებია ე.წ. ”ფიცის წიგნები” (”კრესტოცელოვალნაია ზაპის” ) და მათზედამყარებული ”წყალობის სიგელები” (”ჟალოვანნიე გრამოტი”), რომელთაც მეორენაირად ”ოქრობეჭდიანი” (ოქრობეჭდული”) სიგელებიეწოდებათ.

ქართულ ისტორიოგრაფიაში სამართლიანადაა აღიარებული, რომ დოკუმენტთა ბოლო ორი ტიპი ზუსტად განსაზღვრავსრუსეთ-საქართველოს შორის დამყარებულ ურთიერთობათა სამართლებრივ ხასიათს და მათი შემდგომი განვითარებაც  სწორედ ამგვარდოკუმენტებში დაფიქსირებული ფორმულებით ხორციელდება. ამდენად, აღნიშნული საბუთების შესწავლას პირველხარისხოვანიმნიშვნელობა ენიჭება.

პირველ რიგში, პასუხს მოითხოვს ლოგიკური კითხვა- რას წარმოადგენს ”ფიცის წიგნი” (იგულისხმება მისი ორგანული ნაწილიც, ანუოქროსბეჭდიანი სიგელი), როგორც იურიდიული დოკუმენტი?

წინა თავში, სადაც გაშუქებულია რუსეთ-კახეთის 1587-1589 წლების მფარველობითი ხელშეკრულების დადების ისტორია, მკითხველსგარკვეული წარმოდგენა შეექმნა იმის შესახებ, თუ რა ფუნქცია ეკისრებოდა საანალიზო დოკუმენტებს. ისტორიოგრაფიაში გარკვეულია,რომ, რომ ამგვარი საბუთების ტიპი რუსეთში გაცილებით ადრე არსებობდა და  იგი სპეციალურად კახეთისთვის არ შეუმუშავებიათ. XVIსაუკუნეში წყალობის სიგელმა, როგორც იურიდიულმა ძეგლმა, ჩამოყალიბებული სახე მიიღო და იგი უმნიშვნელო ცვლილებებით XVII საუკუნეშიც გამოიყენებოდა. იმის გამო, რომ გაძლიერებული მოსკოვის სახელმწიფოს მფარველობა-მოკავშირეობას არაერთი მეზობელი(ქრისტიანულიც და მაჰმადიანურიც) ეძიებდა, რუსეთის საგარეო საქმეთა საგანგიომ სპეციალური დიპლომატიური ფორმულა შეიმუშავა.მფარველობის მიღებამდე მისი მაძიებელი ხელისუფალი სათანადო რიტუალის შესრულებით ხელს აწერდა რუსეთში წინასწარშედგენილ ”ფიცის წიგნზე” (ზემოთ აღვნიშნეთ, ამგვარ დოკუმენტს ”კრესტოცელოვალნაია ზაპის” ეწოდებოდა. მაჰმადიან ხელისუფალთა”ფიცის წიგნების” აღსანიშნავად კი გამოიყენებოდა ტერმინი ”შერტნაია გრამოტა”, რომელიც მძევლის წაყვანასაც ითვალისწინებდა). ესიყო დიპლომატიური ეტიკეტით განსაზღვრული პროცედურის პირველი ეტაპი, რომელსაც გარკვეული პერიოდის შემდეგ მოსდევდამომდევნო საფეხური, ანუ წყალობის სიგელების გაცემა. ეს, ფაქტობრივად, ხელშეკრულების რატიფიცირებას ნიშნავდა. მხოლოდ ამისშემდეგ ითვლებოდა ესა თუ ის სახელმწიფო ოფიციალურად რუსეთის მოკავშირედ, მის მფარველობაში მყოფ პოლიტიკურ სუბიექტად დაძალაში შედიოდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ორმხრივი უფლება-მოვალეობანი.

 ”ფიცის წიგნსა” და ”წყალობის სიგელს” შორის არსებული დროითი განსხვავება გამოსაცდელ ვადასთან არ იყო დაკავშირებული.მფარველობის მაძიებლის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მოსკოვში ჩატანასა და განხილვას გარკვეული პერიოდი სჭირდებოდა. ”წყალობის სიგელებიც”, ცხადია, დროის ამ მონაკვეთის გავლის შემდეგ იწერებოდა.

ჯერ კიდევ მოსკოვის ცენტრალიზებული სახელმწიფოს წარმოშობამდე, ე.წ. ”საუფლისწულოების პერიოდში” რუს მთავართა შორისურთიერთობის დასარეგულირებლად გამოიყენებოდა სპეციალური სახელშეკრულებო წიგნები, თუმცა, გადაჭრით მტკიცება, რომ მომავალი”ფიცის წიგნები” სწორედ ამ დოკუმენტების ბაზაზე ჩამოყალიბდა, ძნელია. პირველ რიგში, იმის გამო, რომ მთავართა ხელშეკრულებებშიკონტრაგენტები სოციალურად და პოლიტიკურად თანასწორუფლებიან მხარეებს წარმოადგენდნენ, ”ფიცის წიგნში” კი რუსეთიკონტრაგენტთან ურთიერთობაში აშკარად დომინანტური პარტნიორია. თუმცა, ისიც აშკარაა, რომ კახეთის მეფის ”ფიცის წიგნი” გარკვეულნათესაობას მაინც ამჟღავნებს რუს მთავართა სახელშეკრულებო სიგლებთან, რადგან ამ დოკუმენტის მეშვეობით ხდებოდა სახელმწიფოებრივურთიერთობებში წამოჭრილი უმნიშვნელოვანესი საკითხების დარეგულირება.

ჩანს, სახელშეკრულებო სიგელების კონტრაგენტთა სოციალურ-პოლიტიკურ სტატუსში მომხდარი ცვლილებანი მოსკოვის სახელმწიფოსგაძლიერებასა და ტერიტორიულ ზრდასთან იყო დაკავშირებული. XII-XIII  საუკუნეთა ”ფიცის წიგნებში” ხელშეკრულების დამდები ორივემხარე პარტნიორის აღსანიშნავად იყენებდა ტერმინს- ”ძმა” (”ბრატ”). ამ მომენტს იურიდიულ დოკუმენტებში დიდი მნიშვნელობაენიჭებოდა. რუსი მთავრები, თუ დარწმუნებული არ იყვნენ ”ძმობის” მოსურნე პარტნიორთა სუვერენობაში, ისე თავს არიდებდნენხელშეკრულებაში მათ ძმად მოხსენიებას.

რუს მთავართა ურთიერთშორის, ან მეზობელ სუვერენულ გვირგვინოსნებთან დადებული ხელშეკრულებანი ”ფიცის წიგნებისგან”რამდენიმე არსებითი დეტალით განსხვავდება. პირველ რიგში, იგულისხმება დოკუმენტის ცალმხრივობა და კონტრაგენტთაარათანასწორუფლებიანობა. დოკუმენტურ დაფიქსირებას რომ თავი დავანებოთ, ამგვარ არათანასწორუფლებიანობაზე თვით ხელმოწერისწესიც მეტყველებს, რადგან პირობათა შემცველ საბუთზე ხელის მომწერი იქვე ვერ ღებულობდა ასეთივე ფიცით შემაგრებულ სანაცვლოხელწერილს.

ცხადია, რომ ”ფიცის წიგნის” ხელმომწერი სუბიექტი ექვემდებარებოდა მეორე მხარეს და თმობდა სუვერენობას მთლიანად, ან  ნაწილობრივ.

XV-XVI  საუკუნეთა რუსულ ”ფიცის წიგნებში” ტერმინი ”ბრატ” შეიცვალა ჯერ ტერმინით ”სლუგა”,, ხოლო შემდეგ- ”ხოლოპ”. ასეეწოდებოდა ყველა იმ ხელისუფალს, ვინც სხვადასხვა ხასიათის ხელშეკრულებას დებდა მოსკოვის მთავართან, მოგვიანებით კი- რუსეთისგოსუდართან. სწორედ ამ პერიოდის დოკუმენტებში გაჩნდა  პირველად გამოთქმა-  ”ჩელომ ბილი” (”ჩელობიტნაია”). ცხადია, ამ ერთიშეხედვით ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებებში კარგად ჩანს ის სოციალურ-პოლიტიკური ძვრები, რაც აღნიშნულ პერიოდში მოხდამოსკოვის სახელმწიფოში.

მოსკოვის მთავრის სამსახურში ჩადგომისა და ”ფიცის წიგნის” ხელმოწერის შემდეგ შემუშავდა ვასალთათვის წყალობის სიგელებისბოძების დიპლომატიური ფორმულაც. ტერმინი ”ხოლოპ” რუსული ფიცის წიგნებში გამოიყენებოდა ქართველ ხელისუფალთა მიმართაც,მხოლოდ, ცხადია, არა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ამ შემთხვევაში ”ხოლოპ”-ს გააჩნდა ქვეშევრდომის მნიშვნელობა და იმავესნიშნავდა, რასაც ”პოდდანნიი” (ანალოგია ქართულ  ყმასა და ყმადნაფიცობასთან).

მოსკოვის მთავრები თავიანთი კონტრაგენტებისგან, პირველ რიგში, მოითხოვდნენ სამუდამო ერთგულებას და უკრძალავდნენ სხვახელმწიფეებთან წასვლას. რუსულ ”ფიცის წიგნებში” ხშირად გვხვდება ასეთი ფორმები: ”ნი კ ინიმ გოსუდარემ ნი ხ კომუ ნიკაკ ნეოტიეხატი”, ”ნი ხ კოტორიმ გოსუდარევიმ ნედრუგომ ნე პრისტავატი”, ”ბიტ ნეოტსუპნო... ი ნი ხ კომუ ნე პრისტავატი”. ამათგან, საკუთრივრუს ქვეშევრდომებთან ურთიერთობაში გამოიყენებოდა გამოთქმა ”ნე ოტიეხატი”, რითაც მათ ეკრძალებოდათ პატრონის არჩევისსაუკუნეობით განმტკიცებული უფლება. ქართველ მეფეთა ”ფიცის წიგნებში” კი ”ნე ოტიეხატი”-ს ნაცვლად გამოიყენებოდა ”ნე პრისტავატი”.ცხადია, აქ მხოლოდ უმნიშვნელო ტერმინოლოგიურ სხვაობასთან გვაქვს საქმე, როდესაც იგივე აზრი შედარებით ნაკლებ კატეგორიულიფორმითაა გადმოცემული.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ ”ფიცის წიგნის”, როგორც იურიდიული დოკუმენტის ტიპი შემუშავდარუსეთში, მოსკოვის სამთავროს დაწინაურების პერიოდში (XIV-XV  საუკუნეები), როდესაც იგი სათავეში ჩაუდგა რუსული მიწებისშემოკრებისა და ცენტრალიზებული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესს. მოსკოვის ამ პერიოდის ურთიერთობანი მეზობელ პოლიტიკურერთეულებთან მისი დომინანტობის ნიშნით მიმდინარეობდა, რაც სათანადოდ აისახა კიდეც იურიდიულ ძეგლებში. შიდა რუსულისოციალურ-პოლიტიკური ურთიერთობების მოსაწესრიგებლად შექმნილი სამართლებრივი ძეგლის ფუნქცია თანდათან გაიზარდა დაშეიძინა ის თვისება, რომლის შესახებაც ზემოთ აღვნიშნეთ (იგულისხმება არათანასწორუფლებიანობა). ასე რომ, XVI საუკუნის მეორენახევრისთვის ”ფიცის წიგნის”, როგორც სამართლებრივი დოკუმენტის ტიპი უკვე საბოლოოდ იყო ჩამოყალიბებული და კახეთთანურთიერთობაში მოსკოველმა დიპლომატებმა სწორედ ეს მზა მოდელი გამოიყენეს.

რუსეთთან ხანგრძლივი დიპლომატიური ურთიერთობის მანძილზე არაერთმა ქართველმა მეფემ მოაწერა ხელი ფიცის წიგნს, რომელთაგანშვიდმა დოკუმენტმა ჩვენამდე მოაღწია. ესენია: 1587 წლის 28 სექტემბრისა- ალექსანდრე II მიერ მიცემული თევდორე ივანეს ძისადმი; 2)1602 წლის 1 ივლისისა- ალექსანდრე II  და მისი ვაჟის დავითის მიერ მიცემული ბორის გოდუნოვისადმი; 3) 1605 წლის პირველიიანვრისა- გიორგი ბატონიშვილის (ალექსანდრე II  ვაჟის) მიერ მიცემული ბორის გოდუნოვისადმი; 4) 1605 წლის 10 მაისისა- ქართლისმეფე გიორგი X მიერ მიცემული ბორის გოდუნოვისადმი; 5) 1639 წლის 25 აპრილისა- თეიმურაზ I მიერ მოცემული მიხეილ თევდორესძისადმი; 6) 1639 წლისა- ოდიშის მთავრის ლევან

II  დადიანისათვის გამზადებული პროექტი (იგი პროექტადვე დარჩა, რადგან სამეგრელოს მთავარმა მას ხელი აღარ მოაწერა) და 7) 1651წლის 14 სექტემბრისა- იმერეთის მეფე ალექსანდრე III  მიერ მიცემული ალექსი მიხეილის ძისადმი (ამ ხელშეკრულებათა შესახებთანმიმდევრობით მომდევნო სტატიებში გიამბობთ)

ქრონოლოგიური თვალსაზრისით აშკარად იკვეთება ”ფიცის წიგნების” ორი ჯგუფი. პირველი მოიცავს 1587-1605 წლებს, მეორე კიშედარებით გვიანდელი ხანისა- 1635-1651 წლებს. დაახლოებით, ასევე შეიძლება დაიყოს ეს ძეგლები შედგენილობის თვალსაზრისით,თუმცა მათ შორის აშკარად გამოირჩევა და ცალკე დგას გიორგი X  ”ფიცის წიგნი”. 


სამეცნიერო ლიტერატურაში გამოყოფენ ”ფიცის წიგნის” შემადგენელ რამდენიმე პირობით მუხლს. პირველია ე.წ. შესავალი ნაწილი,რომელშიც ვასალი ადასტურებს თავის ნებაყოფლობით სურვილსა და თხოვნას სიუზერენისადმი მფარველობის ძიების შესახებ. ამასმოსდევს ძირითადი ტექსტი, რომელშიც ასევე გამოიყოფა ცალკეული მუხლები. მფარველობის მაძიებელი მხარე საზეიმოდ აცხადებს, რომმოსკოვის დიდმა ხელმწიფემ იგი ”პრინიალ პოდ სვოიუ ცარსკუიუ ვისოკუიუ რუკუ”... შემდეგ მოდის ქართველ მეფე-მთავართა საფიცარიპირობების ცამოთვლა (ერთგულად სამსახური, სხვათა მიმართ მიუდგომლობა, რუსეთის მეფის ორგულთა დასჯა...), რითაც მთავრდებატექსტის ძირითადი ნაწილი. დასკვნით მუხლში ქართული მხარე კიდევ ერთხელ იმეორებს პირობას ბოლომდე ერთგული სამსახურის (”იდო სვოეგო ჟივოტა”) შესახებ და საკუთარი ხელრთვით ადასტარებს ყოველივე ამას. ზოგიერთ ”ფიცის წიგნზე” კი მეფის ბეჭდის გარდაგვხვდება სამეფო ოჯახის წევრთა და ყველაზე გავლენიან დიდებულთა ხელმოწერებიც. 

ჩვენამდე მოღწეულ ”ფიცის წიგნებზე” დაფიქსირებულია ქართველ მეფეთა ბეჭდები, რომლებიც ქართული სფრაგისტიკის უნიკალურძეგლებს წარმოადგენენ.

დასახელებული შვიდი წიგნიდან მხოლოდ პირველი (1587 წლისა) შეიცავს ქართული მხარისთვის სავალდებულო მისართმევლის (ე.წ. ”პომინკი”) მოხსენიებას, რომელიც მოგვიანებთ გაცემულ ”წყალობის სიგლებში” იცვლება ტერმინით ”დან”. ქართულ ისტორიოგრაფიაშიგარკვეულია, რომ ამ სინონიმური ცნებების უკან იგულისხმება არა კლასიკური ხარკი, არამედ ძღვენი, საჩუქარი. 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ”ფიცის წიგნის” ტექსტი წინასწარ იწერებოდა მოსკოვში და საგანგებო ინსტრუქციით ელჩებს მკაცრად ჰქონდათ აკრძალული პარტნიორთა თხოვნის გათვალისწინებით მასში რაიმე ცვლილების შეტანა. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათაისტორიამ იცის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული  წესი ნაწილობრივ  დაირღვა.  ეს მოხდა 1605 წლის მაისში, კახეთშიდარტიალებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ (იგულისხმება კონსტანტინე ბატონიშვილის მიერ მამის და ძმის მოკვლა), როდესაცელჩები მ. ტატიშჩევი და ა. ივანოვი ქართლში გადავიდნენ და მეფე გიორგი X  შესთავაზეს რუსეთის მფარველობაში შესვლა. ამ მომენტმაგანაპირობა 1605 წლის 10 მაისის დოკუმენტის რამდენიმე განმასხვავებელი ნიშანი. უმთავრესი კი გახლავთ ის, რომ მის შესავალნაწილში ქართველი მეფის მხრივ აღარაა აღნიშნული რუსეთის მფარველობის ნებაყოფლობითი ძიების შესახებ.

რუსი დიპლომატების მხრივ ასეთი უჩვეულო ინიციატივის საკუთარ თავზე აღება მათი საიდუმლო დიპლომატიური მისიით იყოგანპირობებული (იგულისხმება რუსეთისა და საქართველოს სამეფო კარს შორის დინასტიური ქორწინების საკითხი, რითაც განსაკუთრებითიყო დაინტერესებული ბორის გოდუნოვი)... 

რაც შეეხება წყალობის ოქრობეჭდიან სიგლებს, ჩვენამდე სამმა ასეთმა დოკუმენტმა მოაღწია. პირველი ეკუთვნის მეფე თევდორე ივანესძეს და შედგენილია 1589 წლის აპრილში. მეორე სიგელი მიხეილ თევდორეს ძის მიერაა გაცემული 1641 წლის 31 მაისს, მესამე კი ალექსიმიხეილის ძის მიერ 1653 წლის 19 მაისს. ფორმით აღნიშნული დოკუმენტები თითქმის არ განსხვავდებიან რუსეთში გავრცელებულიჩვეულებრივი წყალობის სიგელებისგან, რომელთა მეშვეობით მოსკოვის მთავრები და მეფეები არეგულირებდნენ, ვთქვათ,საადგილმამულო ბოძების საკითხს. როგორც ვხედავთ, ეს საუკუნეთა განმავლობაში განმტკიცებული ფორმა წყალობის სიგელებისათითქმის უმტკივნეულოდ გადაინერგა საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში.

სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ქართველ მეფეთა სახელზე გაცემული წყალობის ოქრობეჭდული სიგელები შედგებადიპლომატიკაში კარგად ცნობილი ყველა ელემენტისგან (საღვთისმეტყველო შესავალი, ანუ ქანწილი, ვედრება-ინვოკაციო,სახელდება-ინტიტულაციო, დისპოზიციო, სანქციო და ა.შ.). 

1587 წლიდან  აღნიშნულ დოკუმენტებში უკვე გვხვდება რუსეთის მეფეთა ტიტულატურის შემადგენელი ელემენტი- ”გოსუდარივერსკოი ზემლი, კარტალინსკიხ ი გრუზინსკიხ ცარეი”. ფრიად საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამგვარი ტიტულატურა არ ფიგურირებსმაჰმადიანი მმართველებისათვის გაგზავნილ წერილებში. ჩანს, რუსეთის ხელისუფლება იმ დროისათვის ჯერ კიდევ ერიდებოდაისლამური სამყაროს გაღიზიანებას და არ ახდენდა კახეთთან თავისი ურთიერთობის აფიშირებას.