რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიაში გამორჩეულ ფიგურას წარმოადგენს კახეთის მეფეალექსანდრე II. ბაგრატოვანთა, გნებავთ- ფარნავაზიანთა მრავალსაუკუნოვანი მართველობისპერიოდში ძნელად მოიძებნება მეორე მისებრ მოქნილი, ელასტიური პოლიტიკის გამტარებელიპოლიტიკოსი, რომელსაც არაჩვეულებრივად შეეძლო ამყოლის აყოლა და დამყოლის დაყოლა. ეს იყოადამიანი, რომელიც ცხოვრებაში რეალურად ახორციელებდა „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“-სპრინციპს, მეფე, რომლის მოღვაწეობა დაემთხვა ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის უაღრესად რთულეპოქას და ვინც ღირსეულ პარტნიორობას (ოპონენტობასაც) უწევდა თვით ირანის ლომს შაჰ აბას I-ს. ალექსანდრე II 15 წლის განმავლობაში ვირტუოზულად მანიპულირებდა რუსეთ-ირან-ოსმალეთს შორის და თუ ბოლოს ტრაგიკულად დაამთავრა სიცოცხლე, შექმნილი სიტუაციის შედეგი უფრო იყო, ვიდრე მისი შეცდომებიდან გამომდინარე ფატალური გარდუვალობა.რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიაში სწორედ ალექსანდრე II სახელთანაა დაკავშირებული იმდროინდელი საერთაშორისოსამართლის ნორმების დაცვით შედგენილი ხელშეკრულების დადება, რომელშიც, კონტრაგენტთა აშკარა უთანასწორობის მიუხედავად,კახეთის სამეფო ღირსეულ პარტნიორს უფრო წარმოადგენდა, ვიდრე მფარველობის მთხოვნელ უმწეო ქვეშევრდომს. გადაწყვეტილება რუსეთთან დაკავშირებისა და ქრისტიანი მეზობლის გამოყენებით ამიერკავკასიაში მისთვის ხელსაყრელი ბალანსისდამყარების შესახებ ალექსანდრე II უაღრესად რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში მიიღო. 1578 წელს დაიწყო ირან-ოსმალეთის ცნობილიომი, რომელშიც უპირატესობა აშკარად პორტას მხარეს იყო (ბრწყინვალე პორტას შემოკლებული ვარიანტია. ასეთი სახელწოდებითმოიხსენიებდნენ ევროპაში სტამბოლის სახელისუფლებო კარს. ზ.დ.) და ალექსანდრეც იძულებული გახდა, სულთნის სასარგებლოდეკისრა უმნიშვნელო წლიური მისართმეველი. ამასთან, ოსმალთა ჯარით მან შაქიც დალაშქრა, სადაც კახეთის ტახტზე მეოცნებე მისივე გამაჰმადიანებული ძმა იესე (ისა ხანი) იჯდა დამორჩილებაში მოაქცია ეს მხარე. თუმცა, მალე კახეთის მეფეს ირანის მიმართაც მოუხდა ვასალური დამოკიდებულების დემონსტრირება დამძევლად უმცროსი ვაჟი კონსტანტინე გაგზავნა შაჰის კარზე. ფრთხილი მეფე ფხიზლად ადევნებდა თვალს მოვლენათა განვითარებას დამეომარ მხარეთა საბოლოო არჩევანის გაკეთებას აჭიანურებდა. 1585 წელს, როდესაც ირან-ოსმალეთის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია და სულთნის ჯარებმა თავრიზის აღებაც მოახერხეს, კახეთშიმოსკოველი დესპანი რუსინ დანილოვი გამოჩნდა და მეფე ალექსანდრეს სრულიად კონკრეტული წინადადება შესთავაზა. რუსეთი კახეთისმფარველობას კისრულობდა და, ცხადია, სანაცვლოდ, გარკვეულ პირობებს აყენებდა. დანილოვის ელჩობის შესახებ მასალები პირველად სერგეი ბელოკუროვმა გამოაქვეყნა ცნობილ ნაშრომში - „სნოშჩენიე როსსიი სკავკაზომ“, თუმცა მან პუბლიკაციისას გარკვეული შეცდომა დაუშვა, რაც არასწორი დასკვნის გამოტანის საფუძველი გახდა. დიდხანს მიაჩნდათ, რომ დანილოვს დავალებული ჰქონდა სამხრეთიდან ასტრახანში ვაჭრების მიწვევა და ეს იყო მისი ელჩობისძირითადი დანიშნულება. შემდეგ გაირკვა, რომ აღნიშნული კომერციული მისია სინამდვილეში შეასრულა ვინმე რუსინკო პოლუეხტოვმა,დანილოვი კი საგანგებო პოლიტიკური დავალებით იყო მივლენილი კახეთში. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ რუსი ელჩი კახეთიდან 1586 წლის ივლისში გაბრუნდა. თუ იმდროინდელ საკომუნიკაციო საშუალებებსდა კავკასიონის გადალახვასთან დაკავშირებულ ტექნიკურ სირთულეს გავითვალისწინებთ, ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ დანილოვიკახეთში 1585 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე ჩავიდოდა. თავისთავად, უაღრესად საინტერესოა ფაქტი, რომ ამჯერად რუსეთსა და კახეთს შორის დიპლომატიური კავშირის დამყარებისინიციატივა მოსკოვიდან წამოვიდა. ლოგიკურად ისმის კითხვა- რა ფაქტორმა განაპირობა რუსეთის ამგვარი დაინტერესება? ქართულ ისტორიოგრაფიაში ყურადღებას ამახვილებენ მომენტის თავისებურებაზე, როდესაც განხორციელდა დანილოვის ელჩობა. რუსიდიპლომატები ფხიზლად ადევნებდნენ თვალს ირან-ოსმალეთის ომს, რომელშიც აშკარად გამოიკვეთა პორტას უპირატესობა. მოსკოვშიკარგად ხვდებოდნენ, რომ სულთნის სამხედრო წარმატებები რეალურ საფრთხეს უქმნიდა რუსეთის სამხრეთ საზღვარს (მაგალითისთვისშეიძლება გავიხსენოთ ოსმალთა 1569 წლის ლაშქრობა ასტრახანზე, რომლის გამეორებასაც დღე-დღეზე ელოდნენ რუსეთში). სულთნისხელისუფლებამ კატეგორიულად მოთხოვა რუსეთს, ჯარი გაეყვანა დონისა და თერგისპირეთიდან, აგრეთვე- მოეშალა ყოველგვარისიმაგრე ჩრდილო კავკასიაში. თურქთა ულტიმატუმის მოტივი ნათელია. ისინი აპირებდნენ ჩრდილოეთიდან შეეტიათ შირვანისა დადარუბანდისთვის, საამისოდ კი თავისუფალი სახმელეთო მაგისტრალი სჭირდებოდათ. რუსეთი, ცხადია, პასიურად ვერ შეხვდებოდა თერგზე და საშამხლოში ოსმალთა გავლენის გაძლიერებას. ამიტომ, მოსკოვში გადაწყვიტესკონტრღონისძიებათა განხორციელება და კავშირის დამყარება ამიერკავკასიის ყველა ანტითურქულად განწყობილ პოლიტიკურერთეულთან. ამ თვალსაზრისით, მოსკოვის იდეალურ მოკავშირედ შეიძლება სწორედ კახეთი მივიჩნიოთ, რადგან ქართლის ციხეებში იმდროს ოსმალური გარნიზონები იდგნენ. ფაქტობრივად, აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში კახეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თურქთა უშუალო ოკუპაცია არ განუცდია დარუსეთმაც არჩევანი შემთხვევით როდი შეაჩერა მასზე. თავის მხრივ, ალექსანდრე II დიდი კმაყოფილებით მიიღო რუსი ელჩი. ცხადია, მეფე შესანიშნავად იყო ინფორმირებული იმეპიზოდური კონტაქტების შესახებ, რომელთაც ადგილი ჰქონდათ რუსეთთან ურთიერთობაში მისი წინამორბედების მართველობისპერიოდში და არაფერია გასაოცარი იმაში, რომ იგი წინაპართა საგარეო პოლიტიკური კურსის ერთგული დარჩა. მეორე მხრივ, კახეთშიკარგად ესმოდათ, რომ ირან-ოსმალეთის ომი უსასრულოდ არ გაგრძელდებოდა და მისი დამთავრების შემდეგ გამარჯვებული მხარე, ვინცუნდა ყოფილიყო იგი, მთელი სიმწვავით დასვამდა კახეთის საკითხს. ამიტომ, მეზობელ ისლამურ მონსტრებთან ურთიერთობაში კახეთსსასიცოცხლოდ ესაჭიროებოდა ძლიერი ქრისტიანული მოკავშირის, თუნდაც სიმბოლური და მორალური, მაგრამ მაინც - დახმარება. ამმხრივ, ალექსანდრე II შემხვედრი ინტერესები გააჩნდა რუსეთთან ურთიერთობაში. კახეთის მეფე სერიოზულად მოეკიდა საქმეს და რუსეთში დაბრუნებულ დანილოვს თან გააყოლა თავისი ელჩები - იოაკიმე მღვდელი,კირილე ბერი და ყურშიტა ჩერქეზი. ისინი 1586 წლის ოქტომბერში მოსკოვში ჩავიდნენ. ჩანს, რუსეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდაკახეთის კეთილგანწყობას, რაზეც თვალნათლივ მეტყველებს ქართველ დესპანთა პომპეზური აუდიენცია. მოლაპარაკების დროსრუსეთის ხელისუფლება ცდილობდა, ისე წარმოეჩინა საქმე, თითქოს ინიციატივა ქართული მხარისგან მომდინარეობდა, მაგრამ ამას არცჰქონდა არსებითი მნიშვნელობა. კახელი დიპლომატები იმედოვნებდნენ, რეალურად მიეღწიათ რუსეთის მიერ ასტრახანიდანსაშამხლოზე გამავალი სავაჭრო მაგისტრალების დაცვისათვის. სერგეი ბელოკუროვის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში გადმოცემულია საგარეო საქმეთა საგანგიოს (პრიკაზი, დღევანდელი გაგებით-სამინისტრო; ზ.დ.) მოხელეებთან კახელი ელჩების მოლაპარაკების შეკვეცილი მიმოხილვა. ამის მიუხედავად, კარგადაა ცნობილი, რასეხებოდა საუბარი და რა მიზანს ისახავდა რუსეთის ხელისუფლება. ამაზე ნათლად მეტყველებს ის ფაქტი, რომ 1587 წლის აპრილში უკანდაბრუნებულ ქართველ დესპანებს მოსკოვიდან თან გამოაყოლეს საგარეო საქმეთა საგანგიოს მოხელეები - როდიონ ბირკინი, პეტრეპივოვი და სტეპან პოლუხანოვი. რუს დიპლომატებს მეფე ალექსანდრესთვის მოჰქონდათ „ფიცის წიგნის“ ტექსტი, რომელიც აუცილებელელემენტს წარმოადგენდა მფარველობის მიღების რიტუალში. მეფეს ოჯახის წევრებითა და დიდებულებით უნდა დაეფიცა რუსეთისგოსუდარის ერთგულებაზე და საკუთარი ხელმოწერით დაედასტურებინა იგი. რუსი ელჩები აღჭურვილი იყვნენ სათანადო ინსტრუქციით, თუ როგორ უნდა ეწარმოებინათ მოლაპარაკება და რა სახის შეკითხვებზეგაეცათ დადებითი პასუხი. 1587 წლის აგვისტოში ქართველი და რუსი ელჩები უკვე არაგვის საერისთაოს ტერიტორიაზე იყვნენ. ალექსანდრე II, რომელიც იმ დროსმთებში იყო გასული სანადიროდ, მათ წინ შეაგება საგანგებო ამალა თავისი დიდებულის ომანის (ჩოლოყაშვილი?) ხელმძღვანელობით. თითქმის ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა მოლაპარაკება, რომლის დროსაც რუსმა ელჩებმა სრულად ჩამოაყალიბეს საკუთარიხელისუფლების პოზიცია. მოსკოვი პირობას აძლევდა კახეთს, რომ მიიღებდა მფარველობაში, ააგებდა ციხე-სიმაგრეებს ჩრდილოკავკასიაში (თერგზე), სადაც გარნიზონს ჩააყენებდა და დაიცავდა რეგიონის უსაფრთხოებას. სამაგიეროდ, ალექსანდრე II უნდა ეკისრამეციხოვნე ჯარის სურსათით მომარაგება. ცხადია, სიშორისა და სხვა, ტექნიკური მიზეზების გამო კახეთს არ შეეძლო ამ პირობისშესრულება. ჩანს რუსეთის ხელისუფლებამ თავშივე გაითვალისწინა კახელთა შესაძლო უარი და ელჩებმა თანხმობა განაცხადესყოველწლიურ სიმბოლურ მისართმეველზე ცხენებისა და აბრეშუმის სახით. მიღწეული იქნა შეთანხმება თერგისპირეთიდან კახეთშიმეთოფეთა რაზმის („სტრელეცების“) გამოგზავნის შესახებ, რომლის უზრუნველყოფას საომარი აღჭურვილობითა და სურსათით კახეთისმხარე კისრულობდა. გარკვეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ალექსანდრე II დათანხმდა „ფიცის წიგნში“ ყოველწლიური მოსაკითხის („პომინკი“)მირთმევის ვალდებულების დაფიქსირებაზე და 1587 წლის 28 სექტემბერს, შვილებითა და გავლენიანი დიდებულებით, დაიფიცარუსეთის მეფის ერთგულებაზე. პროტოკოლით გათვალისწინებული ცერემონიალი ითვალისწინებდა ჯვარზე მთხვევას და „ფიცის წიგნზე“ხელმოწერას, რაც, ასევე, შესრულდა. საკუთარი ხელრთვა ალექსანდრე II ბეჭდის დასმითაც დაადასტურა. 1587 წლის 28 სექტემბრის ხელშეკრულებას გარკვეული შედეგი მოჰყვა. მომდევნო წელსვე რუსებმა ციხე ააგეს თერგისპირეთში, ხოლო 1589წელს კახეთში ჩამოიტანეს რუსეთის მეფის „წყალობის სიგელი“, რაც, ფაქტობრივად, ხელშეკრულების ფორმალურ რატიფიკაციასწარმოადგენდა. როგორ შეიძლება შეფასდეს რუსეთ-კახეთის ხელშეკრულება საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით და როგორი იყო კახეთის სამეფოსსტატუსი მისი გაფორმების შემდეგ? ამ საკითხზე სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა დიდი სხვაობაა. ზოგიერთი მკვლევარი თვლიდა, რომ საქმე გვაქვსვასალიტეტის ფორმით გამოხატულ მოკავშირეობასთან, ზოგი კი საუბრობდა კლასიკურ პროტექტორატზე. ბოლო პერიოდში მტკიცედმოიკიდა ფეხი შეხედულებამ, რომ ეს იყო კახეთის ნებაყოფლობით სურვილზე დამყარებული მფარველობითი ხელშეკრულება, რომელშიცაშკარად პრევალირებდა სარწმუნოებრივი ელემენტი. მართლაც, ხელშეკრულებაში ხაზგასმით იყო აღნიშნული მფარველის მიერერთმორწმუნეთა მიმართ ქრისტიანული ვალის მოხდის აუცილებლობაზე. ცხადია, 1587 წლის ხელშეკრულება არ შეიძლებოდა ყოფილიყო და არც წარმოადგენდა თანასწორ პარტნიორთა თანამშრომლობის ნიმუშს,მაგრამ ისიც ფაქტია, რომ იგი ორმხრივ ვალდებულებას აწესებდა კონტრაგენტებისთვის და მხოლოდ უმნიშვნელოდ ზღუდავდა კახეთისმეფის პრეროგატივას. რაც შეეხება „ფიცის წიგნში“ მოხსენიებულ ყოველწლიურ მისართმეველს, იგი, ფაქტობრივად, ძღვენს წარმოადგენდადა არა ხარკს. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავის მხრივ რუსეთის ხელისუფლებაც უგზავნიდა მდიდრულ საჩუქრებსკახეთის მეფესა და მის უახლოეს გარემოცვას. როგორც ვხედავთ, ქართველობისათვის ბრძოლის გრძელვადიანი გეგმა რუსეთის მონაწილეობით სწორედ ალექსანდრე II კარზე შემუშავდადა, აქედან მოყოლებული, ორი საუკუნის განმავლობაში, მცირეოდენი კორექტირებით, იგი სამოქმედო პროგრამად იქცა მომდევნო თაობათაქართველი პოლიტიკოსებისათვის. |