პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს მონაწილეობა მიიღო მცხეთაში „ქართული ოცნების“ ოფისის გახსნაში. მან მოუწოდა „ქართული ოცნების“ მცხეთის ოფისის წარმომადგენლებს, აქტიურად ჩაებან კოალიციის პოლიტიკურ საქმიანობაში და საჭიროების შემთხვევაში, დაიცვან ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლების ძალადობისგან.
დღესვე, ოფისის გახსნის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის ელჩთან.
ამჟამად „ქართული ოცნების“ ლიდერი საგარეჯოშია, სადაც კიდევ ერთი რეგიონალური ოფისის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას.