დანაშაულები და სასჯელები - გუშინ და დღეს

დანაშაულები და სასჯელები - გუშინ და დღეს

საქართველოს ხელისუფლება თავს იწონებს მის მიერ ჩატარებული რეფორმებით, განსაკუთრებით - პოლიციის რეფორმით, პატრულის არაკორუმპირებულობით, გამჭვირვალე პოლიციის შენობებით და ა.შ. ვანო მერაბიშვილის სხვადასხვა ქვეყნებში ვიზიტად ყოფნის შემთვევაში სახელისუფლებო ტელეარხებით ფართოდ შუქდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი როგორ უზიარებს თავის გამოცდილებას რეფორმების გატარების საკითხში ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფალთ. სააკაშვილი კი მუდმივად დაგვძახის, რომ წავიდა კახა თარგამაძის კორუმპირებული მმართველობის ხანა, როდესაც პოლიციის შენობებიდან დაკავებული პირები ცვიოდნენ.

ჯერ ერთი, უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ საპატრულო პოლიცია არ არის პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ბევრი განყოფილება და დეპარტამენტია. მეორე - 28 თებერვალს ხაშურის პოლიციის შენობაში სოსო ქიმერიძის დაღუპვამ ცხადი გახადა, რომ მხოლოდ კახა თარგამაძის მინისტრობის დროს არ ცვიოდნენ პოლიციის შენობიდან ბრალდებულები. ქიმერიძის ასეთ ვითარებაში გარდაცვალებამ ყველას უნებურად გაახსენა ერთი ძველი საქმე, როდესაც პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი ბრალდებულის გამო პოლიციის, ლამის მთელი შემადგენლობა დაისაჯა.

2001 წლის 14 ივლისს ფოთში პოლიციის შენობიდან გადმოვარდა და დაიღუპა თემურ მიქაია. მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით 15 პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. რამდენიმე მათგანის საქმის განხილვა სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდება, ვინაიდან როგორც მათი ადვოკატები ამბობენ, ბევრი პოლიციელი მხოლოდ იმისთვის დაისაჯა, რომ შევარდნაძის დროინდელ პოლიციაში მსახურობდა.      

სწორედ ადამიანთა ის ჯგუფი, რომლებმაც 11 წლის წინ, ფოთის პოლიციაში მომხდარი ფაქტის გამო, პოლიციელების მთელი არმია უმკაცრესად დასაჯა, დღეს, ანალოგიურ დანაშაულზე თვალს ხუჭავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოსო ქიმერიძის ფაქტთან დაკავშირებით, ხაშურის პოლიციის უფროსი გიორგი ხარჩილაძე თანამდებობიდან გადააყენა და იგი კადრების განკარგულებაში გადაიყვანა. ეს არის ის სასჯელი, რომელიც მან მის პოლიციის შენობაში ადამიანის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების გამო მიიღო. ამასთანავე, შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმის გამო, რომ ხაშურის პოლიციის შენობაში არ მოხდა უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა. ამდენად, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აღიარებს, რომ პოლიციის შენობაში ადამიანი სასტიკად იყო ნაწამები, როგორც ამას დამოუკიდებელი ექსპერტიზა ამბობს.

აღნიშნული ფაქტის შეფასება presage.tv-მ სთხოვა პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანს.

თეა წულუკიანი: „ვანო მერაბიშვილის უწყებისგან, რა თქმა უნდა, ისიც კი გასაკვირია, რომ პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რადგან იგი თავის უწყებაში სრული დაუსჯელობის სინდრომს ამეფებს. ეს სანდრო გირგვლიანის საქმემაც კარგად აჩვენა. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გასაკვირია, მაგრამ ამავე დროს არ არის საკმარისი. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს თემურ მიქაია, რომელიც შევარდნაძის მმართველობის დროს ფოთის პოლიციის შენობიდან გადმოვარდა. მაშინ დაწყებული პოლიციის უფროსიდან, დამთავრებული ჩვეულებრივი გამომძიებლით, ყველა დააკავეს და მათ შორის, იყო ის ცნობილი პოლიციელი სმაგინი, რომელიც აგრეთვე მონაწილეობდა სვანეთში აფრასიძეების ოჯახის დარბევაში და დაბომბვაში. ამ პოლიციელებს საკმაოდ ხანგრძლივი დროით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა.

დღეს ამის ფონზე, როდესაც სააკაშვილი ამაყობს იმით, რომ დემოკრატია დაამკვიდრა საქართველოში, ჩვენ პოლიციის უფროსის მხოლოდ განთავისუფლებით უნდა ვიყოთ კმაყოფილები. რა თქმა უნდა, ეს არის შეუსაბამობა იმ დეკლარირებულ მიზნებთან, რასაც სააკაშვილი აცხადებს. გარდა ამისა, სრული შეუსაბამობაა ევროპული კონვენციის მეორე მუხლთან, რომელიც ითვალისწინებს მიუკერძოებელი გამოძიების უმოკლეს ვადებში ჩატარებას და დამნაშავეების დასჯას. ეს კი იმას გულისხმობს, რომ მხოლოდ გათავისუფლება და მით უმეტეს, კადრების განკარგულებაში აყვანა არ არის საკმარისი. თუკი ეს ადამიანი დამნაშავეა, იგი უნდა დაისაჯოს სისხლის სამართლის წესით და მას უნდა ჩამოერთვას საჯარო მოხელედ და მით უმეტეს, პოლიციელად მუშაობის უფლება გარკვეული ვადით. ეს არის ევროპული სასამართლოს სტანდარტი. ამიტომ, გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მერაბიშვილმა, არის არასაკმარისი.

საჭიროა პროკურატურამ გამოძიება ჩაატაროს რაც შეიძლება მალე და მივაკვლიოთ დამნაშავეებს, რადგან როცა შევხედავთ რა სახის დაზიანებები ჰქონდა ქიმერიძეს სხეულზე, ვრწმუნდებით, რომ შეუძლებელია ეს ერთ ადამიანს ჩაედინა.

როგორ ფიქრობთპოლიციის უფროსის თუნდაც განთავისუფლება ხომ არ უკავშირდება იმასრომ ქიმერიძის საქმე ასე გახმაურდაანუ ეს ფაქტი რომ არ გახმაურებულიყოშინაგან საქმეთა სამინისტროსმხრიდან რაიმე რეაგირება მოხდებოდა?

- არა, რომ არ გახმაურებულიყო, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებაც არ იქნებოდა მიღებული, რომელიც როგორც გითხარით თავისთავად არის არასაკმარისი. მთლიანად საზოგადოების მობილიზების შედეგია ის, რომ მერაბიშვილმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ეს სიმბოლურიც არის, მიუხედავად იმისა, რომ არასკმარისი ზომაა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ სცენაზე გამოჩენის შემდეგ, ეს არის პირველი პრეცენდენტი იმისა, რომ მერაბიშვილის უწყება უკან იხევს ამ გახმაურების და ივანიშვილის განცხადებების შედეგად. იმედია, რომ ამას მოყვება უკვე დამნაშავეების სისხლის სამართლის წესით დასჯა.

ჩვენ გვახსოვს გირგვლიანისრობაქიძის და ბევრი სხვა ასეთ საქმეროგორ ფიქრობთქიმერიძის საქმესაც ასე ჩაატარებს ხელისუფლება თუ ეს ფაქტი სერიოზულ ბერკეტად იქცევა ოპოზიციის ხელშიხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად?

- ბერკეტს მე ვერ დავარქმევდი, უბრალოდ ოპოზიცია და მათ შორის „ქართული ოცნება“ ვერ დატოვებს ვერც ამ და ვერც სხვა მსგავს შემთხვევას რეაგირების გარეშე. რეალური ოპოზიციის ელემენტარული მისიაა, რომ გააკეთოს მკაცრი რეაგირება მსგავს ფაქტებზე.

ხელისუფლების წარმომადგენლები კი ოპოზიციას ბრალს სდებენრომ ამ საქმის პოლიტიზება ხდებაამაზე რას უპასუხებდით მათ?

- ნებისმიერ ანტიდემოკრატიულ რეჟიმში ხელისუფლება თვლის, რომ ადამიანის უფლებები არის პოლიტიზირებული საკითხი. ამიტომ ეს გასაკვირი არ არის. ქიმერიძის საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. ხელისუფლებამ ის ჭორებიც დაყარა, რომ ქიმერიძე „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი იყო, რაც მტკნარი სიცრუეა. სოსო ქიმერიძე იყო ერთი ჩვეულებრივი აპოლიტიკური მოქალაქე, რომლის ამგვარი გარდაცვალების ფაქტზე ჩვენი კოალიციის არც ერთი სუბიექტი თვალს არ დახუჭავს.