„განცახადებას შევიტან გამოძიების მოთხოვნით იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც სააკაშვილის ხელისუფლებას წარმოადგენდნენ - ჩემგან დაიწყონ“

„განცახადებას შევიტან გამოძიების მოთხოვნით იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც სააკაშვილის ხელისუფლებას წარმოადგენდნენ - ჩემგან დაიწყონ“

„ეს არის ნამდვილი შიზოფრენია, რომელიც გადმოდის ხელისუფლების პირველი პირებიდან და უპირველესად სააკაშვილისგან“ - ასე აფასებს დღევანდელ ქართულ რეალობას გოგა ხაინდრავა:

- სააკაშვილის მიერ დეკლარირებული ნულოვანი ტოლერანტობა ყველასათავის გასაგებ ენაზე დაუნდობლობას ნიშნავს. დაუნდობლობა ისე გაჯდა სახელმწიფო სტუქტურებში, როდესაც ამ ყველაფრის მომსწრე ხდები და იაზრებ, მიდიხარ დასკვნამდე, რომ ამ ადამიანებმა ადამიანური სახე დაკარგეს. ეს უკვე აღარ არის ადამიანის და ხელისუფლის ნამოქმედარი. ამას პირუტყვები, ზნედაკარგული არსებები სჩადიან.

„ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანებად არ მიიჩნევს მათ, ვინც მმართველი პარტიის წევრი არ არის. „ნაციონალებისთვის“ არანაციონალები არ არიან ამ სახელმწიფოს მოქალაქეები. სახელმწიფოც თვითონ არიან და მოქალაქეებიც. ყველა სიკეთე, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია მათია და მიიჩნევენ, ეს სიკეთეები ისე უნდა გადავანაწილოთ, როგორც საჭიროდ ჩავთვლითო. ვიღაცას მისცემენ, ვიღაცას - არა. ვიღაცის მიმართ კანონს გამოყენებენ, ვიღაცის მიმართ - არა. ყველაზე დიდი უბედურება კანონის იგნორირება და ადამიანების გარკვეული ჯგუფის კანონზე მაღლა დაყენებაა. ზოგისთვის არც კანონი არსებობს, არც - კონსტიტუცია და როდესაც სახელმწიფოში კანონი არ არის, მაშინ ყველაფერი დაშვებულია. სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აბსოლუტურად მიუღებელი ცხოვრების წესი დაამკვიდრეს. არის ადამიანების კასტა, რომელთათვისაც არც ზნეობა არსებობს, არც მორალი. მათ ყველაფრის უფლება აქვთ და დანარჩენები ვალდებულნი არიან მათ დაექვემდებარონ, მათი აზროვნებით იცხოვრონ. ეს დიდი დანაშაული, სახელმწიფო ტერირიზმია, რომელსაც სააკაშვილი ყოველ ნაბიჯზე ახორციელებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.

შეიძლება პოლიციელს შემთხვევით შემოაკვდეს ადამიანი, მაგრამ როდესაც ეს შემთხვევითაც ხდება, ვნახეთ რაც მოჰყვა ამას საფრანგეთსა და საბერძნეთში. ჩვენთან კი პოლიციელის მიერ უდანაშაულო ადამიანების დახოცვა ცხოვრების წესად იქცა. ხელისუფლება, რომელიც  ზონდერებს იყენებს, ტერორისტული ხელისუფლებაა. მთელი საზოგადოება დატერორებულია. როდესაც ისე გცემენ, ნახევარ სიცოცხლეს წაგართმევენ, როდესაც ჩემი მეგობრების შვილები თავისუფლება აღკვეთილები არიან იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შეხედულებებს არ იზიარებენ, ასეთ ქვეყანას დემოკრატიის შუქურა არ ჰქვია.

რას ეძახიან დემოკრატიულ რეფორმებს? ქვეყანაში თითქოს დაიძლია კორუფცია, სინამდვილეში კი ამ ქვეყანაში კორუფცია მძვინვარებს, ოღონდ მან ელიტარული სახე მიიღო.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრი ჩანასახშივე კორუფციონერია. რაც მათთვის დაშვებულია, დანარჩენებისთვის დაშვებული არ არის. „ნაციონალური მოძრაობა“ თავის, როგორც სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკურ გავლენას იყენებს საკუთარი კეთილდღეობის მოსაწყობად და ეს არის სწორედ კორუფცია. ესენი ნეპოტიზმზე ლაპარაკობენ და მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ ნეპოტიზმი არ არის? მმართველ გუნდში  უამრავი მანკიერების სიმბიოზია.

ლაპარაკი ორი პოლიტიკური  ბანაკის შექმნაზე რამდენად რეალურად გესახებათ, როდესაც არაერთი პოლიტიკური ძალა დარჩა ივანიშვილის კოალიციის მიღმა?

- როდესაც ივანიშვილმა განაცხადა - ორი ბანაკი ჩამოყალიბდებაო, ფაქტის კონსტატაცია მოახდინა. საქართველოში თეთრი და შავის გარდა, სხვა ფერები აღარ არსებობს. არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც თერთ ფერზე დგას და არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც შავზე დგას.

თუმც არებობს შეხედულება, რომ დემოკრატიისთვის სწორედ მრავალფეროვნებაა საჭირო და არა არჩევანი შავსა და თეთრს შორის.

- ეს იმ ადამიანების დემაგოგიაა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ ვითომ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად, მაგრამ ამის სკოლის მოსწავლეებსაც აღარ სჯერათ. სააკაშვილთან კანონიერი თანამშრომლობა შეუძლებელია. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელთან თანამშრომლობა შეუძლებელია, რადაგან მას ძალაუფლება აქვს უზურპირებული და გაყალბების გზით მოვიდა ხელისუფლების სათავეში. სააკაშვილმა არჩევნები ძალის გამოყენებით და უკანონობით მიიტაცა, ამიტომაც ილუზიაა, რომ მასთან თანამშრომლობა რამე შედეგს მოიტანს. 

ამას მაშინაც არ დაიჯერებთ თუ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შედეგად არჩევნების წინ ბევრად უკეთესი საარჩევნ სია დაიდება?

- ვნახავთ რა სიაც იქნება, მაგრამ ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომ ამ ხელისუფლებას არ ვენდოთ. ვისაც ამ თანამშრომლობის სჯერა, შეგნებულად იტყუებს თავს. უხერხულია ამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, როდესაც უამრავი ქართველი პატრიოტი თავპირდამტვერული, თვალებში სინათლედაკარგული, დასახიჩრებული ან დაპატიმრებულია. სააკაშვილის აშენებული ბაბილონის გოდოლი უკვე ინგრევა და ეს არის იმ უკომპრომისო ბრძოლების შედეგი, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობდა.  იქეთ არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მის ირგვლივ გაერთიანებული ძალები, რომლებიც ამით სარგებელს პოულობენ და აქეთ არის დანარჩენი საქართველო. თუმც არსებობს პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ვერცერთ ბანაკში ვერ მოხვდნენ. პატივი უნდა ვცეთ მათ, ვინც  თავიანთი თავგანწირვით დაანახეს საქართველოს, რომ ნამდვილად ებრძვიან ამ ხელისუფლებას.

თქვენ და ასეთი პოლიტიკური ძალები რატომ არ ხვდითქართულ ოცნებაში“?

- ეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა. ჩვენ აღვიქმებოდით როგორც რადიკალები, მაგრამ ყველა, ვინც ამ ტერმინს იყენებს  ჩვენი მისამართით, სიცრუეში მონაწილეობს. 6-წლიანი ბრძოლის განმავლობაში  ჩვენ არცერთი კრიმინალური ქმედება არ ჩაგვიდენია და კანონი არ დაგვირღვევია. არასოდეს წავსულვართ რადიკალიზმზე, როდესაც ამის შესაძლებლობაც იყო და მოთხოვნაც იყო საზოგადოებისაგან. ამის გაკეთება ძნელი არ იყო არც 7 ნოემბერს, არც 2 ნოემბერს,  არც 13 და არც 20 იანვარს, როდესაც ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე  ქუჩაში იდგა და მზად იყო სააკაშვილს ჯოხებით შევარდნოდა. ჩვენ ამაზე არ წავედით და ეს არის ის, რის გამოც თავს გვესხმიან და პრეტენზიებს გვიყენებენ - რატომ არ შევარდითო. არასწორია, ამის მერე ჩვენ ვინმემ რადიკალებად მიგვიხსენიოს.  რადიკალები ვინც არიან საბერძნეთის მაგალითზე ჩანს.

ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლას არჩევნებით აპირებს. ეს შესაძლებელად მიგაჩნიათ?

- ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამდე ვერ ვხედავდი ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის შესაძლებლობას. ვერ ვხედავდი ფიგურებს, რომელთაც ამის პოტენცია ჰქონდათ. ბევრი პოლიტიკოსი ვნახე, რომელიც რაღაც ეტაპზე გალიდერდა და მერე ჩამოლაბორანტდა. ბიძინა ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო, საქართველოში არანაირი სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდებოდა. ბიძინა ივანიშვილის, მის გარშემო გაერთიანებული  ჯგუფის პოტენცია და საზოგადოების განწყობები შემოდგომისთვის ნათელს გახდის, რომ ხელისუფლების არჩევნებით დამარცხება შესაძლებელია.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ტერორისტული დაჯგუფება. ამას დავამტკიცებ არა პრესაში, არამედ თავისუფალ სასამართლოში და როდესაც ეს ხელისუფლება შეიცვლება, განცხადებას შევიტან გამოძიების მოთხოვნით იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც სააკაშვილის ხელისუფლებას წარმოადგენდნენ 2004 წლიდან დაწყებული. მოვითხოვ,  გამოძიება ჩემგან დაიწყონ. ჩვენებას მივცემ და სააკაშვილის დანაშაულის  დამადასტურებელ საბუთებს წარვადგენ. ასევე დავამტკიცებ, რომ სახელმწიფო დამნაშავეები არიან მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, ლომაია და სხვები. მათ უმძიმესი დანაშაული აქვთ ჩადენილი სახელმწიფოს და  საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.

ეს ხელისუფლება მოლაპარაკებით არაფერს დათმობს. ამის გამო სკეპტიკურად ვუყურებდი „რვიანს“ და რასაც ველოდი ის მოხდა, ხელისუფლებასთან შეთანხმება არ მოხდა. 

თუმცრვიანისზოგიერთი ყოფილი წევრი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი დათმობები მიიღეს.

- იმ 2 პარტიას, რომელმაც თავი 10 ოქროდ გაყიდა და ხელისუფლების ნავში გადახტა, კიკუები ვუწოდე. გამყრელიძის გამოსვლები უკვე აღარ განსხვავდება „პადოშას“ გამოსვლებისგან. მასთან შედარებით პეტრე ცისკარიშვილი ბევრად კორექტულია. დაუკვირდეს ვისი ქომაგია და ვის პოზიციაზე დგას. ამ გარყვნილებასა და უკანონობაში ცხოვრება აღარ შეიძლება. დეკემბერში პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ მიღებული კანონის მერე ვინც საარჩევო გარემოს გაუმჯობესებაზე ლაპარაკობს, თავს იტყუებს. თუ ვიღაც თავს იტყუებს და სარკეში არ იყურება, მისი ნებაა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიყურებით სარკეში, ხომ ვხედავთ რეალობა როგორია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ახალი საარჩევნო კანონი უკეთესია ვიდრე დახვრეტა, დიახ, მართლაც ასეა. რაც 26 მაისს ამ კინო-თეატრში (ინტერვიუ „რუსთაველის” კინო-თეატრში ჩავწერეთ) ჩაატარეს „ნაციონალებმა“ და მათმა ზონდერებმა ის კოდექსი იმასთან შედარებით ცოტათი უკეთესია.

ბრძანეთ, ოქტომბერში ყველა ერთად ვიქნებითო, ივანიშვილის გუნდში იქნებით?

- არცერთ პოლიტიკურ გუნდში არ ვიქნები, მე დავამთავრე პოლიტიკური საქმიანობა.

თქვენ ლევან გაჩეჩილაძისა და კოკა გუნცაძის მეგობარი ბრძანდებით, ხომ არ გიხილავთ ახლაარსებულ არასამთავრობო ორგანიზაციაშიამომრჩეველთა ლიგა“? ითქვა, რომ ლევან გაჩეჩილაძეც მალე გამოჩდება ამ ორანიზაციაში.

- ლევანზე ვერაფერს გეტყვით. მე საქართველოს მოქალაქე და ამომრჩეველი ვარ და ძალიან მომეწონა ამ ორგანიზაციის შექმნის იდეა. ძალიან დაკავებული ვარ და არ ვმონაწილებდი მის შექმნაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციის საქმიანობაში არ მივიღებ მონაწილეობას. „ამომრჩეველთა ლიგა“ ძალიან ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის  შტაბბინა ბრიუსელშია. ყველაზე მიმზიდველი ჩემთვის ის არის, რომ ამ ორგანიზაციის წევრებს არ გააჩნიათ პოლიტიკუი პრეტენზია. იქ არ არის ხალხი, ვინც ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს. გეტყვით, რომ მაქვს ამ ორგანიზაციაში შესვლის შემოთავაზება. ჩვენ დავიცავთ ამომრჩევლის უფლებებს და ქართულ საზოგადოებას გავაერთიანებთ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენი არჩევანი ყველა ეტაპზე უნდა დავიცვათ. ისეთი გარემო უნდა შევქმნათ, რომ ვერცერთმა მოძალადემ ვერ გაბედოს არჩევნების გაყალბება. ხაზგასმით ვამბობ, „ამომრჩეველთა ლიგა“ არ არის პოლიტიკური პრეტენზიის მქონე  ორგანიზაცია და ყველა ამომრჩეველი  ბუნებრივად იქ ვართ, ამ ორგანიზაციის წევრები ვართ. ეს ბრძოლა უჩვენოდ არ დამთავრდება. თუ ქართველმა საზოგადოებამ მოახრეხა და ეს ხელისუფლება ძალადობის გარეშე მოიცილა, ეს უპრეცედენტო შემთხვევა იქნება. ამის იმედი მაქვს.

უკვე მეოთხე რეჟიმთან მიწევს დაპირისპირება, რადგან  ყველა ხელისუფალი ქვეყნის სათავეში ხალხის სამსახურისთვის კი არ მოდიოდა, არამედ იმისათვის, რომ ხალხი გაეხადათ მსახურად. ჩვენს სახელმწიფოს სერიოზული გამოცდა ელოდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ გვაქვს შანსი, რომ კოალიციური მთავრობა მივიღოთ. სისულელეა ლაპარაკი, რომ ერთი პარტია ცვლის მეორეს.

პარლამენტშინაციონალებისდარჩენას გულისხმობთ?

- „ნაციონალური მოძრაობა“ დამნაშავე ორგანიზაციაა და მის საქმიანობას რომ გამოიძიებენ, ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხავენ. ამისათვის ყველა კონსტიტუციურ ხერხს გამოვიყენებ. დავამტკიცებ, რომ ბევრ ასპექტში ეს ხელისუფლება მოქმედებდა ტერორის გზით, ტერორისტულ ორგანიზაციას კი არაფერი ესაქმება თავისუფალი ქვეყნის პარლამენტში. 

ივანიშვილის კოალიციის სახით, ერთ პარტიას არ აქვს ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია. პარალამენტში რომ შევლენ, ყველა პარტია თავის პარტიულ საქმიანობას გააგრძელებს და გარწუნებთ კოალიციის დღევანდელ წევრებს შორის პარლამენტში შესვლის მერე სერიოზული დებატები წავა.  

რატომ ფიქრობთ, რომ სააკაშვილი დანებებას აპირებს? ხომ ჩანს, რომ ეს აქტიურ საარჩევნო კამპანიას ეწევა.

- მის სარჩევნო კამპანიას სამი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა ავღანეთში და ამ საქმეს აუცილებლად ჩავეძიები. მოვიძიებ ინფორმაციას, რამდენად არის ეს დაკავშირებული სააკაშვილთან და მის გაუთავებელ პიარკამპანიასთან. ჩვენ არაერთხელ გვინახავს ასეთი დადგმები.  ერთი ასეთი დადგმა იყო ანაკლიაში, როდესაც სააკაშვილი რუს ჯარისკაცებეს „მიუვარდა“. ამ დადგმაში ფული იყო გადახდილი. ნანახი მაქვს სხვადასხვა კამერებით გადაღებული ეს კადრი და გაგეცინებათ რომ ნახოთ - კეზერაშვილი ტელეფონზე ლაპარაკობს - ამ ადგილზე კამერა რატომ არ დგას, სად ხართ, ამდენი დრო არ გვაქვსო. ასევე დადგმული იყო  გალში სროლის ფაქტები, სადაც „რუსთავის 2“-ზე  გასულ კადრში სროლის ადგილას ჩანს შტატივი და ოპერატორი, რომელიც ტელეფონზე წყნარად ლაპარაკობს. თბილისში ბუშზე მოწყობილი თავადასხმაც ამათი მოგონილია. იმ კაცმა ვინც მერე დააპატიმრეს, შესაძლოა, არც იცოდა ვისი ხელით მოქმედებდა. ეს ძველი ხრიკებია. ასეთ რამეებს ჰიტლერის დროს გიმლერი აკეთებდა, სტალინს დროს - ბერია და სააკაშვილის დროს მერაბიშვილი აკეთებს. ძალიან ბევრი შემთხვევა, რაც ტერაქტად გამოცხადდა, მერაბიშვილის მოწყობილი იყო. ბევრი ასეთი ფაქტი მოხდა კონფლიქტის ზონაში და დრო მოვა, ამას სასამართლოში დავამტკიცებ.

სააკაშვილი რაზეც იდგა, ეს იყო აშშ-ის ბრმა მხარდაჭერა, რაც სააკაშვილის კი არა,  იმ გეგმების მხრადაჭერა იყო, რაც თავად ამერიკას ჰქონდა. საქართველო არის პლაცდარმი, რომელსაც არც ამერიკა დათმობს და არც - რუსეთი. დღეს აშშ-ის ინტერესში არ შედის სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობა და სააკაშვილი თუ გაპრემიერდა, დამთავრდება ამერიკის დემოკრატიის მედროშის იმიჯი.

ასევე განიხილება სააკაშვილის პარლამენტის თავმჯომარეობის ვარიანტიც.

- სააკაშვილი ვერასოდეს გაბედავს პარლამენტის თავმჯდომარეობას. ის ერთი დღით პრეზიდენტობის გულისთვის 30 კაცს დაახრჩობს მტკვარში და გგონიათ, 9 თვით ადრე გადადგება და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს თავის ყოფნა-არყოფნას? სააკაშვილმა იცის, რომ  ზონდერებით და კოორდინატორებით ვერ მოიგებს ამ არჩევნებს. ქართველი ხალხი მოუგებს „ნაციონალურ მოძრაობას“. მიშა გაზაფხულის მოსვლას ვერ შეაჩერებს. რაც უნდა დიდხანს იაროს “შუბით“, დასცხება, მისი გახდა მოუწევს და “შუბას“ რომ გაიხდის, ყველა დაინახავს მის სიშიშვლეს. ერთ ადგილას აქვს მდოგვი ამოსმული, თორემ რას დარბის. ან ეს 20-ლარიანი ვაუჩერები რა არის? ნათია მოგელაძეს ვეკითხები - ამ ვაუჩერების დარიგება ამორჩევლის მოქრთამვა არ არის? ამ საკითხს ძალიან სერიოზულად დავაყენებთ, ამერიკელ პოლიტიკოსებს დავუსვამთ ამაზე შეკითხვებს და პასუხის გაცემა მოუწევთ.

დიდი იმედი მაქვს, რომ ამერიკამ გაიაზრა საკუთარი მოქმედებების შედეგი საქართველოში. საქართველოს მსგავსი პროამერიკული ქვეყანა მსოფლიოში არ არსებობდა და დღეს ამერიკის მომხრეთა რაოდენობა 30%-ს არ სცდება. სააკაშვილმა და მისმა გუნდმა საქართველოში ანტიამერიკული გაწყობა დათესეს. სამარცხვინოდ მოიქცა სააკაშვილი, როდესაც მიუნხენის კონფერენციაზე დარბაზში ძალით შეიჭრა და ორჯერ გაუმეორეს დაუპატიჟებელი სტუმარი ხართო. ესმის, რომ საერთაშორისო დონეზე მისი წასვლის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. გრძნობს, რომ დამთავრდა, როგორც პოლიტიკური ფიგურა, ამიტომ აღარ იცის სად ეცეს. მოთამაშეებს მოსდით ხოლმე ასე - ყველაფერს რომ წააგებენ, მაინც ვეღარ ჩერდებიან. სახლიდან გამოაქვთ ყველაფერი და უკანასკნელ ქონებას დებენ სათამაშო მაგიდაზე. სააკაშვილიც გრძნობს, რომ დამთავრდა და  დარჩენილ დროში ეცდება გაიხანგრძლივოს ის განცხრომა, რომელშიც ცხოვრობს.