გიორგი ბადრიძე, "Independent"
გასულ კვირაში გაზეთი The Independent იუწყებოდა იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს რუსეთი არაღიარებული ქართული რეგიონების – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთისთვის საერთაშორისო აღიარების ყიდვას. სტატიაში სწორად არის აღნიშნული ის, რომ კამპანია სრული ფიასკოთი დასრულდა. იმის მიზეზი, რომ მოსკოვის ხრიკებს მხოლოდ ოთხი ქვეყანა აჰყვა (ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ და ტუვალუ), არის ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ რუსეთი ცდილობს ორი ქართული პროვინციის სამხედრო ოკუპაციის დაკანონებას.
2008 წლის ომის დროს, რუსეთმა ამ ორ რეგიონზე კონტროლი განამტკიცა დაგეგმილი ინტერვენციის დროს განამტკიცა, რასაც ამ რეგიონების მოსახლეობის დიდი ნაწილის შემდგომი ეთნიკური წმენდა მოჰყვა. დაიწვა სახლები, საზოგადოებები გაიხლიჩა, ადამიანთა ცხოვრება და არსებობის საშუალებები ნადგურდებოდა.
დღეს სამხრეთ ოსეთი ასრულებს მხოლოდ რუსული სამხედრო ბაზის როლს საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო აფხაზეთი სავალალო მდგომარეობაშია. ეკონომიკა ინგრევა, ბუნებრივი სიმდიდრე იძარცვება (და ამის მიზეზი ისიც არის, რომ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადას სამშენებლო მასალებით ამარაგებენ), რეგიონში კი კრიმინალია გაბატონებული. ხმის მიცემის უფლება საყოველთაო არ არის, და ეთნიკური კუთვნილებით განისაზღვრება, და ამ შემთხვევაშიც კი არჩევნების შედეგები რუსეთმა უნდა მოიწონოს (რაც მან არ გააკეთა ახლახანს სამხრეთ ოსეთში, და მანამდე აფხაზეთში). დამოუკიდებლობის ნაცვლად ორივე ქართული რეგიონი ფაქტობრივად ჩრდილოეთ კავკასიის, რუსეთის ყველაზე ღარიბი რეგიონის ნაწილად იქცა, სადაც უმუშევრობის და კორუფციის დონე რუსული სტანდარტებითაც კი უზარმაზარია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ადამიანის ძირითადი უფლებები აბსოლუტურად დაუცველია.
შეადარეთ ეს ბოლო დროს საქართველოში, კერძოდ ქვეყნის ავტონომიურ რეგიონში აჭარაში შექმნილ სიტუაციას. ეკონომიკა იზრდება (შარშან თითქმის 7%-მდე), შავი ზღვის სანაპიროზე შენდება სასტუმროები, ხოლო მოქალაქეები ჯანდაცვის და განათლების სფეროში ეფექტური სახელმწიფო მომსახურებით სარგებლობენ. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკმა მის ბოლო ანგარიშში შეაქო საქართველოში განხორციელებული ანტიკორუფციული რეფორმები, უწოდა რას მას უპრეცედენტო და მისაბაძი მოდელი სხვა ქვეყნებისთვის. აჭარა, რომელიც ავტონომიით სარგებლობს ქართულ სახელმწიფოში, სულ უფრო ვითარდება იმ შეთანხმების ფარგლებში, რომლითაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც ისარგებლებდნენ.
მაგრამ, თავდაპირველად ჩვენ სამუდამოდ უნდა შევაჩეროთ რუსები სამხრეთ ოსეთის და აფხაზი ხალხის „ნების“ „ციტირებისგან“, რომლებიც თითქოს საქართველოსგან „დამოუკიდებლობას ირჩევენ“: ორივე რეგიონში მოსახლეობის უმრავლესობა ძალით გამოაძევეს საკუთარი სახლებიდან რუსული არმიის დამხარებით, და სწორედ ეს არმიაა იმის გარანტი, რომ ისინი უკან ვეღარ დაბრუდნენ. რაც შეეხება ნებას…
ჩემი მთავრობის სტრატეგია იმ მოსახლეობის გულებისა და გონებისკენაა მიმართული, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რჩება, იმ ადამიანების ჩათვლით, რომლებიც სეპარატიზმს უჭერენ მხარს. გეგმა, ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯის სახით, მოიცავს ამ ადამიანების უზრუნველყოფას ისეთი მთავარი სახელმწიფო სერვისებით, როგორებიცაა ჯანდაცვა და განათლება. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველო რეგიონებს სთავაზობს ნამდვილ და არა წარმოსახვით ავტონომიას საქართველოს შიგნით, რომელიც თანამედროვე ევროპული დემოკრატიის მშენებლობის პროცესშია.
ამ კვირის The Independent-ის სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ გადამწყვეტი ფაქტორი იმაში, თუ როგორ განსაზღვრავენ ქვეყნები თავიანთ პოზიციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, ფულია. რელობა კი ის არის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ თავისი გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის პრინციპების და ეთნიკური წმენდებისადმი ზიზღის საფუძველზე მიიღო. პუტინის მთავრობამ შეიძლება ყველაფერი იღონოს, რომ იყოდოს მხარდაჭერა მისი განწირული პოლიტიკისთვის – მაგრამ მისი მიდგომა მარცხისთვისაა განწირული, სჯობს თავიანთი რუბლი სხვა ადგილებში გამოიყენონ. მან უნდა გააცნობიეროს, რომ ცივი ომი დასრულდა.
foreignpress.ge
1306
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85