სტალინის ფენომენის შეფასება მსოფლიოს ისტორიის ერთ-ერთი ურთულესი პრობლემაა. სტალინი უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მისი მმართველობის ხანაში განვითარებული მოვლენების მიხედვით, არამედ იმის გათვალისწინებითაც თუ რა იყო ამ მოვლენების ობიექტური ალტერნატივა, ანუ - თუ რა მოხდებოდა (სხვა რისი შესაძლებლობა იყო სისტემურად დაშვებული, მისი თანადროული მსოფლიოს მდგომარეობის მიხედვით), მის მიერ ინიციირებული იმ მოვლენების გარეშე, რომლებმაც მსოფლიოს ისტორიის შემდგომი სვლა განსაზღვრეს. აქ წარმოგიდგენთ ამ ფენომენის განხილვას ახალი პოზიციიდან, რომელიც ფსიქიკურ სტიქიათა თეორიას ემყარება.
წინასწარ უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ საზოგადოებაში სტალინისადმი დღეს არსებული, მეტწილად ნეგატიური, დამოკიდებულების განმსაზღვრელი, მის მიმართ წამოყენებული ბრალდებების გაბათილება შესაძლებელია ისტორიის პროცესების ანალიზის ახალი მეთოდის გარეშეც.
- სტალინს ცოდვად უთვლიან ბოლშევიკური პარტიის წევრობას, მაგრამ ბოლშევიზმს, როგორც თავისი დროის პრობლემების მიმართ ეფექტურ რეაქციას, აბსოლუტური ცოდვის იარლიყი უნდა მოვხსნათ: ბოლშევიკურმა პარტიამ შესძლო უმოკლეს დროში აღმოეფხვრა უკიდურესი სოციალური უთანასწორობა, რომელიც რუსეთის იმპერიში მოქცეულ ქართველ ერსაც მეტად უმძიმებდა არსებობას (სოციალური კლასებს შორის ურთიერთობის რუსული მოდუსის გათავისებით ქართული არისტოკრატიის დიდი ნაწილი თვითონვე მოევლინა მტრად ეროვნულ თვითშეგნებას); საბჭოეთის მაგალითმა დიდად შეუწყო ხელი კოლონიალური, რასობრივი და სოციალური ჩაგვრის მოსპობას მთელს მსოფლიოში (სამწუხაროდ დღეს საპირისპირო ტენდენციის აღორძინებას ვხედავთ: ადამიანით ვაჭრობა, ტრეფიკინგი თანამედროვეობის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად უნდა დასახელდეს).
- მეორე, რაც სტალინს ცოდვად მიეწერება, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის ინიციატორად მის წარმოდგენას ემყარება. სინამდვილეში საქართველო საამისოდ გასწირა ბრიტანეთის იმპერიამ: 1920 წელს საბჭოთა საგარეო საქმეთა კომისრის, ჩიჩერინის ლონდონში ვიზიტისას მოხდა შეთანხმება საქართველოს საკითხზე - რუსეთის იმპერიაში, მათ შორის ბაქოს ნავთობსარეწებში, განხორციელებული ბრიტანული კაპიტალდაბანდებების სახელმწიფო ვალად აღიარების სანაცვლოდ საბჭოთა რუსეთს დაუთმეს კავკასია (ბრიტანეთის იმპერიამ თავისი პოზიცია დააფიქსირა ერთა ლიგიში საქართველოს მიღების ჩაშლით - მისი ზემოქმედებით შეგროვდა საკმარისი მოწინააღმდეგე ხმები), ამას დაერთო რუსეთ-თურქეთის შეთანხმება კავკასიის გაყოფის საკითხზე, რომელმაც განსაზღვრა აფზაზეთის და აჭარის ავტონომიების ფორმირების, საქართველოსგან საინგილოს ჩამოშორების, ქვემოქართლის მაჰმადიანი მოსახლეობის აზერბაიჯანელებად რეგისტრაციის ფაქტები. ამრიგად, საქართველოს სახელმწიფოს ხელახალ დამხობაში საბჭოთა რუსეთზე არანაკლები წვლილი მიუძღვით თურქეთს და დიდ ბრიტანეთს. ამის შემდეგ ეს მხოლოდ დროის შერჩევის საკითხი იყო. სტალინს, როგორც ბოლშევიკური პარტიის პოლიტბიუროს წევრს, არ შეიძლება არ სცოდნოდა ამის შესახებ. ამდენად, მისეული არჩევანი ისედაც გარდაუვალი მოვლენის რეალიზაციაში ინიციატორად თავის წარმოჩენით ქართველი ერის სტრატეგიული ინტერესების ზიანის მაქსიმალურად შემცირების მცდელობად უნდა მოვიაზროთ. მართლაც, მის გარეშე საქართველოს ანექსია მაინც მოხდებოდა და, როგორც დღეს მიმდინარე მოვლენები გვიჩვენებენ, მისი ადმინისტრაციული სზღვრები დღეს ჩვენი ხელისუფლების ფაქტიურ კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიის მომცველიც ვერ იქნებოდა. 1936 წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუციის შემოღებით სტალინმა მოახდინა საქართველოს საკითხზე არსებული, აღნიშნული საერთაშორისო შეთანხმებების შედეგების ნაწილობრივ მაინც გაბათილება: უშუალოდ მის შემადგენლობაში მოექცა აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკები; შემდეგ მასვე შეუერთდა თებერდის რაიონი და ჩრდილოეთ კავკასიის ზოგიერთი ტერიტორია.
- სტალინს დადებით ალტერნატივად უპირისპირებენ 1924 წელს საქართველოში ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზატორებს. მაგრამ, მხოლოდ თავგანწირვა არ არის საკმარისი ქვეყნისთვის სარგებლის მოსატანად: მაშინდელ ვითარებაში, როცა წითელი არმიის ნაწილებს ეჭირათ ყველა საკვანძო პუნქტი, შეთქმულებს არ ჰქონდათ საკმარისი იარაღი, მოკლებულნი იყვნენ საგარეო მხარდაჭერას, აჯანყების წამოწყებას პროვოკაციიის მეტს ვერაფერს ვუწოდებთ: - საბჭოთა საოკუპაციო ძალებს მიეცათ საბაბი ახალი რეჟიმის მოწინააღმდეგეთა და სხვა არასასურველ პირთა ლიკვიდაციისთვის. აღსანიშნავია, რომ აჯანყების სახელმძღვანელოდ ემიგრაციიდან დაბრუნებული გამოჩენილი ქართველი გენერალი, ვალიკო ჯუღელი ადგილზე ვითარების გაცნობის შემდეგ მივიდა აჯანყებისთვის მზადების შეჩერების აუცილებლობის შესახებ დასკვნამდე. მაგრამ სხვა ლიდერები ვერ დაითანხმა და კატასტროფის აცილება ვერ შესძლო. აჯანყებულები მოქმედებდნენ იმხნად წამყვან გეოპოლიტიკურ ძალებს შორის საქართველოს საკითხზე არსებული, მეტწილად ფარული, მაგრამ მოვლენების განვითარების ლოგიკით არაძნელამოსაცნობი შეთანხმებების პირობების გაუთვალისწინებლად და საფრთხეს უქმნიდნენ საბჭოეთის პოლიტიკურ ელიტაში ქართველ ბოლშევიკთა წარმომადგენლების პოზიციას, ერთადერთ რესურსს იმ ვითარებაში ქართველი ერის სტრატეგიული ინტერესების დასაცავად.
არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ სტალინის დამსახურებაა საბჭოეთში რელიგიის ინსტიტუტების ფუნქციის აღდგენა და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება რუსეთის ეკლესიის მიერ.
ყოველივე აღნიშნული მნიშვნელოვანი გარემოებაა, მაგრამ სტალინის ფენომენის შესაფასებლად ჩვენ სხვა უფრო ღრმა არგუმენტებს დავეყრდნობით. ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის მიხედვით, რომლის გარეშეც ამ არგუმენტთა წარმოდეგენა შეუძლებელია, სტალინი კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენის - დედამიწის ნოოსფეროს ფენომენური გამთლიანების, მისი ერთ ცივილიზაციაში მოქცევის ისტორიული აქტის პერსონიფიკაციაა, როგორც ეგეოსური ცივილიზაციის გლობალიზაციის მომტანი მოვლენების ინიციატორი. ეს გარემოება მნიშვნელოვანი არგუმენტია ერთა მართვის მანიის კლასის გამოკვეთილ ლიდერად ქართველი ერის დასახელებისთვის. თეორიული აპარატის შესახებ აუცილებელი ინფორმაცია მკითხველს შეუძლია მიიღოს ავტორის წინა წერილებიდან.
ეგეოსურ ცივილიზაციაში, რომლის შემადგენელ ელემენტადაც ჩამოყალიბდა ქართველი ერი, ცივილიზაციური ფაზების ცვლა მიმდინარეობს "ფარული დასაწყისის ეფექტის სქემის" მიხედვით: ყოველი მეორე ფაზა “ორმაგი ეფექტის ფაზას” - მართვის მანიის და ძლევის მანიის ფსიქიკური სტიქიების სინქრონული აქტუალიზაციის ფაზას წარმოადგენს, რომელთაც მორიგეობით მოსდევს ცხრომის მანიის და ფორმის მანიის ფსიქიკურ სტიქიათა დაცალკევებულად აქტუალიზაციის ანუ “ცალფა ეფექტის” ფაზები; ამავე სქემის მიხედვით, მაგრამ ფსიქიკურ სტიქიათა დასახელებული წყვილების საპირისპირო პოზიციებზე (ორმაგი ეფექტის ფაზების რეალიზატორებად - ცხრომის მანიის და ფორმის მანიის ფსიქიკური სტიქიების, ცალფა ეფექტის ფაზების რეალიზატირებად - მართვის მანიის და ძლევის მანიის ფსიქიკური სტიქიების) დაფიქსირებით მიმდინარეობდა ფაზების ცვლა დასავლეთევროპულ ცივილიზაციაშიც, რომელიც გამოეყო ეგეოსურ ცივილიზაციას (მასში გერმანელ-სკანდინავიელთა თანდათანობითი ინტეგრაციის პროცესში, სხვადასახვა ეთნოელემენტთა მიხედვით ეგეოსური ცივილიზაციის ფაზათა ცვლის სინქრონულობის დარღვევის შედეგად) მე–12 საუკუნის შუა წლებში და უმძიმესი კონკურენცია გაუწია მას გლობალიზაციის პროცესში. ეს კონფლიქტი მათი გაყოფის აქტით დაიწყო (საქართველო-ეგვიპტის ალიანსი ჯვაროსნების წინააღმდეგ, ბიზანტიის მემკვიდრეობის გაყოფა საქართველოსა და ჯვაროსბნებს შორის - ტრაპიზონის იმპერიის ჩამოყალიბება), მაგრამ 13-ე საუკუნეში ჩინური ცივილიზაციის ექსპანსიის შედეგად, დროებით შეწყდა. რუსეთის სივრცეზე აღმოცენდა ჩინური ცივილიზაციის ფორმის მანიის ეფექტის ფენომენები, ოქროს ურდოს და მოსკოვის რუსეთის სახით (ნოვგოროდის რუსეთის სახით ეგეოსური ცივილიზაციის ფენომენის ოპოზიცია). ხოლო რუსეთის იმპერიის (პეტერბურგის რუსეთის), ასევე, ფორმის მანიის ეფექტის ფენომენის ჩამოყალიბება, რაც პეტრე I დიდის სახელთანაა დაკავშირებული, რუსეთის სივრცეზე დასავლეთევროპული ცივილიზაციის დომინანტის დამყარების აღმნიშვნელია. თუმცა ამით ძლევის მანიის კლასის რუს ერს არსებობა არ შეუწყვეტია, რაც რუსული საზოგადოების უდიდესი ნაწილის მისი თვითორგანიზაციის საწყისი მოდუსით, რუსული თემის (ობშჩინა) სახით არსებობაში გამოიხატა.
1901 წელს დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში დადგა მეორე "ძლევის მანიის ცალფა ეფექტის ფაზა". რუსეთის იმპერიის, როგორც ფორმის მანიის ეფექტის ფენომენის, არსებობა გახდა არააქტუალური. ხოლო ძლევის მანიის კლასის რუს ერს მიეცა შესაძლებლობა ამ მნიშვნელობის კომპონენტად დასავლეთ ევროპულ ცივილიზაციაში ჩართვისა, რომელიც ამ დრომდე ითვისებდა მის სივრცეს მისი, როგორც არააქტუალური ელემენტის, იგნორირებით.
რუსი ერის მიერ თვითრეალიზაციის ამ ახალი შესაძლებლობის გამოყენების პირველი ცდა, 1905 - 1907 წლების რევოლუციის მოვლენებში ასახული, წარუმატებლად დამთავრდა და დასავლეთ ევროპულ ცივილიზაციაში თანადროულ ფაზაში აქტუალური ელემენტის ამგვარად შეფერხებამ ძლევის მანიის ეფექტის არაპირდაპირი მექანიზმით რეალიზაცია გამოიწვია, რაც არის ამ ცივილიზაციის ერების ორ სამხედრო ბანაკად დაყოფის (გერმანული ბლოკი და ანტანტა) და 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის გაჩაღების მოვლენის არსი. ევროპული იმპერიების, როგორც წინა ფაზის რელიქტების, ამ კონფლიქტით გამოფიტვამ გზა გაუხსნა რუსი ერის პირდაპირი თვითრეალიზაციის აქტს, რაც 1917 წელს რუსეთის დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის, პროლეტარიატის დიქტატურის დამყარების მოვლენის საზრისია. ამავდროულად, რუსი ერის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის გამოხატულებად, მოხდა რუსეთში რელიგიის ინსტიტუტების ფუნქციის შეცერება. 1918 -1920 წლების სამოქალაქო ომში, რომელშიც მონაწილეობდნენ დასავლეთევროპული იმპერიებიც, რუსმა ერმა შესძლო ძლევის მანიის კლასის ერის სტატუსის დაცვა ამ ცივილიზაციაში. დასავლეთევრპულ ცივილიზაციაში მესამე ორმაგი ეფექტის ფაზის (1921-1940 წწ). დადგომამ დააფიქსირა რუსეთის სივრცეზე ამ ცივილიზაციის დომინანტის შენარჩუნებულობა: 1921 წელს ლენინის მიერ ინიციირებული "ახალი ეკონომიკური პოლიტიკა", როგორც ცხრომის მანიის ეფექტის ფენომენი, მასთან სინქრონულად განვითარებულ საბჭოეთის პოლიტიკური ცენტრალიზაციის ტენდენციასთან, როგორც ფორმის მანიის ეფექტის ფენომენთან, ერთად საბჭოეთში არსებული მდგომარეობის დასავლეთევროპული ცივილიზაციის თანადროულ ფაზასთან შესაბამისობას უზრუნველყოფდა.
მაგრამ ამასთანავე საბჭოეთის სივრცეზე მიმდინარეობდა ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზის რეალიზაციაც. სათანადო ტენდენციების მთავარ გამტარებლებად ქართველი ბოლშევიკები მოგვევლინენ. მათი გავლენით, ბოლშევიკური პარტიის შიგნით ბრძოლამ ორი ცივილიზაციის კონფლიქტის გამომხატველი ასპექტი შეიძინა და ცივილიზაციათა კონფლიქტში ეგეოსური ცივილიზაციის შეუქცევად დაწინაუერბას დაუდაო სათავე. ეს კონფლიქტი განსაკუთრებით გამძაფრდა 1927 - 1929 წლებიდან ქართველ ბოლშევიკთა ლიდერის, სტალინის მიერ ტოტალური რენაციონალიზაციისა და კოლექტივიზაციის პოლიტიკის ინიციირებით. საქმე ისა, რომ ეს წლები დაემთხვა ეგეოსურ ცივილიზაციაში მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის (1927 - 1947 წწ.) დასაწყისს, რასაც ადექვატურად პასუხობდა ლენინური ნეპ-ის ("ახალი ეკონომიკური პოლიტიკის") შეჩერება პოლიტიკური ცენტრალიზაციის ტენდენციის შენარჩუნებისა და გაღრმავების ერთდროულად, როგორც დასავლეთევროპული ცივილიზაციის ორმაგი ეფექტის ფაზის (ფორმის მანიის და ცხრომის მანიის თანხვედრილი ეფექტის) ფენომენის ეგეოსური ცივილიზაციის თანადროულ, მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის ფენომენზე დაყვანის აქტი. საამისოდ სტალინმა კარგად გამოიყენა თვით დასავლეთევროპული ცივილიზაციის მიმდინარე ფაზით დაშვებული, პოლიტიკური ცენტრალიზაციის შესაძლებლობა (ორმაგი ეფექტის ფენომენის ერთ-ერთი ასპექტი - ფორმის მანიის ეფექტის სათნადო) და ძალაუფლების საკუთარ ხელში კონცენტრაციით მიაღწია აღნიშნულ ეფექტს.
შევნიშნავთ, რომ დასავლეთევროპული ცივილიზაცია იმ ხანად გლობალიზაციის ზღვარზე იდგა, რაც ერთა ლიგის დაარსების აქტით ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გამომხატველი გარდაქმნისკენ მისწრაფების გამოვლენაში აისახა. დასავლეთევროპული ცივილიზაციის მიერ საბჭოეთის სივრცეზე განცდილი მარცხით, რომელიც არის უმთავრესი მიზეზი 1929-1933 წლების უმწვავესი დეპრესიისა (რომელმაც მაქსიმალური დარტყმა მიაყენა დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში ერთა ცხრომის მანიის კლასის ახალ ლიდერს - ამერიკელ ერს), დაიწყო ამ ცივილიზაციის შეუქცევადი დაქვეითება.
ოციან წლებში საბჭოეთში ინიციატივის სტალინის მიერ დაუფლებამ, რაშიც საქართველოს ანექსიის ინიციატორად მისმა წარმოდგენამ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი, აღკვეთა ტროცკის აღზევება ანუ რუსეთის მსოფლიო რევოლუციის სამხედრო ბანაკად გადაქცევა: ტროცი უარყოფდა რევოლუციის ერთ ქვეყანაში გამარჯვების შესაძლებლობას და პროლეტარიატის დიქტატურის მთელს მსოფლიოზე გავრცელების ძალით ინიციირების აუცილებლობას აღიარებდა. საამისო მცდელობა სავსებით შეესაბამებოდა ეგეოსურ ცივილიზაციის თანადროულ, მეოთხე ორმაგი ეფექტის ფაზას, რომელი 1926 წელს დასრულდა, მაგრამ შეიცავდა ქართველი ერის ფუნქციის ნიველირების საფრთხეს, რადგან ეგეოსური ცივილიზაციის საბჭიეთის გარეთ გაფართოება მართვის მანიის ეფექტის არაპირდაპირი გზით რეალიზაციას უზრუნველყოფდა. ამ შემთხვევაშიც საქართველო საბჭოთა რუსეთში კონცენტრირებადი რევოლუციური ძალების ინტერვენციის ერთ-ერთი პირველი ობიექტი იქნებოდა, მსხვერპლი კი - გაცილებით დიდი.
ამრიგად ოციან წლებში გაჩაღებული, სტალინიის მიერ ინიციირებული უკომპრომისო პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც პოლიტიკურ დევნაში გადაიზარდა, როგორც, ერთ მხრივ ცივილიზაციათა კონფლიქტის, მეორე მხრივ - ქართველი ერის თავდაცვითი რეაქციის გამოხატულება, ვერ ჩაითვლება დესტრუქციულ მოვლენად. ვერც ამ დროს მიმდინარე ეკლესიის შევიწროების პროცესი ვერ გამოდგება სტალინის დესტრუქციული მოქმედების მაჩვენებელ ფაქტად, რადგან ეს იყო რუსი ერის (და მასთან ერთად ქართველი ერის) ფენომენური განვითარების მეოთხე საფეხურზე გადასვლის აქტის კულმინაციური მომენტი. პირიქით, ამ გადასვლის აქტის დასასრულია, სწორედ, სტალინის სახელთან დასაკავშირებელი, რომელმაც სამამულო ომის პირველი ეტაპის უმძიმესი მდგომარეობის გამოყენებით მოახდიან ეკლესიის ფუნქცის აღდგენა.
ოცდაათიან წლებში საბჭოეთში პოლიტიკური რეჟიმის გამკაცრება და პოლიტიკური რეპრესიები ეგეოსურ და დასავლეთევროპულ ცივილიზაციათა კონფლიქტის, მათი თანაკვეთის არეში საზოგადოების წევრთა შინაგანი გაორების ამსახველია. მაგრამ ამ მოვლენაში მნიშვნელოვანი იყო, ასევე, ეგეოსური ცივილიზაციის შინაგანი მდგომარეობის ცვლის ფაქტორი: - 1927 წელს დაწყებული მისი მესამე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის სათანადო მოვლენები ქართველი და რუსი ერების ლოკალიზაციის არეზე უნდა განვითრებულიყვნენ, რადგან სხვა სივრცე ამ ცივილიზაციას არ გააჩნდა, რაც ამ ერთა თავდაცვითი რეაქციის დათრგუნვის მომენტს გულისხმობს. საბჭოეთის სივრცეზე ლოკალიზებული ფორმის მანიის კლასის ერების (უკრაინელები, ბელორუსები, არმენიელები და საბჭოეთის თურქულენოვანი ნაწილი) სასარგებლოდ. მაგრამ, ამასთანავე, ეს მოვლენა იყო ტიპიური მაგალითი ეგეოსური ცივილიზაციის ფაზების ცვლის მიმართ ქართველი ერის რეაქციისა: სტალინი, როგორც მისი ინიციატორი, წარმოგვიდგება, მდგრადობის კომპონენტად ფორმის მანიის ეფქტის საბჭოთა ფენომენით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის აქტუალიზაციის პერსონიფიკაციად. მისი ფუნცია 1927 წლამდეც ადექვატურად შეესაბამებოდა ეგეოსური ცივილიზაციის თანადროული ფაზისადმი ქართველი ერის რეაქციას, რაც ნიშნავს მის წარმოდგენას, მდგრადობის კომპონენტად ძლევის მანიის კლასის რუსი ერით, ქართველი ერის გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფის პქრსონიფიკაციად.
ეგეოსური და დასავლეთევროპული ცივილიზაციების კონფლიქტში ეგეოსური ცივილიზაციის დაწინაურების ფაქტმა დასავლეთევროპული ცივილიზაციების თავდაცვითი რეაქციას მისცა საფუძველი, რაც ევროპაში ფაშიზმის აღზევებაში გამოიხატა. ფაშიზმი, როგორც რჩეული ერის იდეის გამოხატულება, ფორმის მანიის ეფექტის ფენომენია, ამრიგად გერმანული ფაშისტური იმპერიის ამერიკელ ერთან, როგორც დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში ერთა ცხრომის მანიის კლასის ახალ ლიდერთან, კავშირი ადექვატურად შეესაბამებოდა დასავლეთევროპული ცივილიზაციის თანადროულ მესამე ორმაგი ეფექტის ფაზას და ამ ცივილიზაციის ცხრომის მანიის და ფორმის მანიის კლასის სხვა ერთა უკიდურესი დაქვეითების და ლიკვიდაციის საფრთხის მატარებელიც იყო. ეს აისახა ფაშიზმის ექსპანსიის შედეგად ამერიკელი ერის თვისებრივი კონკურენტების, ფრანგი და ინგლისელი ერების მდგომარეობის უკიდურესად დამძიმებაში.
სრული ლიკვიდაციის საგნად იქცა ფორმის მანიის კლასის ებრაელი ერი და მისი დიასპორების ადაპტაციის ამოცანის საპასუხოდ ძირითადად მისგანვე გამოყოფილი ელემენტისგან ჩამოყალიბებული ცხრომის მანიის კასტური ეფექტის ებრაული ფენომენი, ფაშიზმის მეშვეობით საბჭოეთის გავლენის ზრდის შეჩერების მცდელობა, როგორც დასვლეთევროპული ცივილიზაციის თავდაცვითი რეაქცია, ჯერ ფრანგი და ინგლისელი ერების შესაბამის პოლიტიკაში, შემდეგ კი, რაც მთავარია, ამერიკელი და გერმანელი ერების სტრატეგიული თანამშრომლობის მოვლენაში გამოხატული, გახდა ორივე ებრაული ფენომენის ფუნქციის აქტუალურობის მოხსნის საფუძველი და შედეგად მათი გენოციდის შესაძლებლობის მომტანი გარემოება.
მეორე ალტერნატივას, რომელიც გერმანიის ებრაელებისგან დასაცლელად პალესტინაში გერმანული პროტექტორატით ებრაული სახელმწიფოს აღორძინებას და მით აზიის დასაპყრობად გერმანელთათვის პლაცდარმის ჩამოყალიბებას გულისხმობს, არ გამოუჩნდა სათანადო პერსონიფიკაცია. ცხრომის მანიის ეფექტის ებრაული ფენომენი, რომელიც დასავლეთევროპული ცივილიზაციის ორმაგი ეფექტის ფაზებში გერმანიას თვითკმარობის მომენტს ანიჭებდა და, ამდენად, აქ, განვითრებისკენ მომწოდებელ დამოკიდებულბას პოულობდა.
ამრიგად, რომ არა დასავლეთევროპული ცივილიზაციის თავდაცვითი რეაქციის აქტუალიზაცია, რაც სტალინის ინიციატივებს (ეგეოსური ცივილიზაციის თავდაცვითი რეაქციის გამოხატულებას) მოჰყვა, ებრაელთა გენოციდის ინიციირება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა. მაგრამ, რადგან არსებობდაიყო გერმანიის ებრაელთაგან დაცლის მეორე ალტერნატიული გზა ევროპაში მათი გენოციდის სტალინს არაპირდაპირაც ვერ დავაკავშირებთ.
გერმანელი ერის ამერიკელ ერთან ურთიერთხელსაყრელი, მეტწილად ფარული, სტრატეგიულად თანამშრომლობა გაგრძელდა 1941 წლამდე, დასავლეთევროპული ცივილიზაციის ახალი, მეორე მართვის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დასაწყისამდე. ეს ფაზა, წინა ამგვარი ფაზის მსგავსად, დასავლეთევროპული ცივილიზაციის გაფართოებით - მაართვის მანიის ეფექტის არაპირდაპირი რეალიზაციით დაიწო, რაც არის გერმანიის საბჭოეთში ინტერვენციის აქტის საზრისი. გერმანელი და ამერიკელი ერები იქცნენ კონკურენტებად დასავლეთევროპული ცივილიზაციის გაფართოების ობიექტის როლზე, რაც საბჭოეთის მიმართ ამერიკის ირიბი სამხედრო დახმარების ფაქტის საფუძველია.
ეგეოსური და დასავლეთევროპული ცივილიზაციების კონფლიქტის ეს უკანასკნელი აქტი ეგეოსური ცივილიზაციის გამარჯვებით დასარულდა. ამ კონფლიქტის საბოლოო შედეგის დაფიქსირებაში სტალინის წვლილის გათვალისწინება გვაძლევს საფუძველს, სწორედ, ეს პიროვნება დავასახელოთ ეგეოსური ცივილიზაციის გლობალიზაციის აქტის პერსონიფიკაციად.
ეგეოსური ცივილიზაციის გლობალიზაციის ფაქტი დააფიქსირა 1945 წელს გაეროს დაფუძნების ინიციირებამ. დასავლეევროპული ცივილიზაციის არსებობის დასასრულის აღმნიშვნელად შეიძლება დავასახელოთ 1946 წელს ერთა ლიგის გაუქმების ფაქტი.
1945 წელს იაპონიის წინააღმდეგ ამერიკასთან შეთანხმებული სამხედრო კამპანიის ერთდოულად სტალინი გეგმავდა თურქეთში ინტერვენციას, ამ საკითხში ამერიკის წინააღდეგობის მიუხედავად. მაგრამ იაპონიის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის დასაწყისის წინა დღეს ხიროსიმაზე ატომრი შეტევით ამერიკის ტექნოლოგიური დაწინაურების დემონსტრაციამ და შეთანხმებული თარიღის დასწრებით დარღვევაში გამოხატულმა მუქარამ (რამდენიმე დღის დაგვიანებით ნაგასაკიზე ატომურმა შეტევამ ამერიკაში ატომური იარაღის სერიული წარმოების მიღწეულობა დადასტურდა) აიძულა სტალინი ხელი აეღო თურქეთის განადგურებაზე, რითაც ჩაიშალა საქართველოს ისტორიული მიწების დაბრუნების შესაძლებლობა. ე.ი. აქაც ხელის შემშლელი აღმოჩნდა გარეგანი ფაქტორი, დასავლეთის გავლენა.
1948 წელს გლობალიზებულ ეგეოსურ ცივილიზაციაში დაიწყო მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზა. ეს ნიშნავს საბჭოთა იმპერიის სახით ფორმის მანიის ეფექტის ფენომენის დისფუნქციონალიზაციას, ანუ მისი ლიკვიდაციის შესაძლებლობას. აქტუალიზაციის ეტაპი დაუდგათ ქართველ და რუს ერებს, რასაც წინ ეღობებოდა მისი მდგრადობის რესურსი - საბჭოეთის სივრცეზე ლოკალიზებული ფორმის მანიის კლასის ერების თავდაცვითი რეაქცია.
ამ დაპირისპირების შენელების მცდელობამ ასახვა ჰპოვა 1951 წელს დაწყებულ ახალ რეპრესიებში: ქართული ინტელიგენციის წარმომადგენელთა მთელი ოჯახებით, მასობრივი გადასახლება შუააზიაში, ქართველი ერის აქტივიზაციის შენელებას ემსახურებოდა. რაც უნდა მივიჩნიოთ დროის მოგების მცდელობად, რადგან, ერთდრულად, სტალინი განაგრძობდა საბჭოთა იმპერიის მოდერნიზაციის (უნდა ვიფიქროთ, - ინტუიციით წვდომილ თანადროულ ეპოქასთან ამ ფენომენის შეუსატყვისობის დაძლევის) გზების ძიებას. ამის გამო ის ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის მდგრადობის რესურსის - საბჭოეთში ლოკალიზებულ ფორმის მანიის კლასის ერების თავდაცვითი რეაქციის სამიზნედაც იქცა.
სტალინის შეფერხებას საფუძვლად ჰქონდა მის სახელთან დაკავშირებული მოვლენის - ეგეოსური ცივილიზაციის გლობალიზაციის შედეგად ქართველი ერის თვითრეალიზაციის მხოლოდ საბჭოეთის მასშტაბის აქტით გამოხატვის შეუძლებელმყოფელი მდგომარეობის დამყარება, გლობალური მასშტაბით ამ პრობლემის გადაჭრისთვის იდეური საფუძვლის დეფიციტის (დედამიწის ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის მეცნიერული პროგრამის არარსებობის) პირობებში. ამ გარემოებამ განსაზღვრა ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენის მდგრადობის რესურსის წინააღმდეგობის ეფექტურობა, რის პერსონიფიკაციადაც წარმოგვიდგება ნიკიტა ხრუშჩოვი, როგორც უკრაინელი ერის წარმომადგენელი.
ბერია-მალენკოვის სახით პერსონიფიცირებული, ქართველი და რუსი ერების აქტუალიზაციის ტენდენცია აღნიშნულმა მდგრადობის რესურსმა დათრგუნა: ფორმის მანიის ეფექტის საბჭოთა ფენომენი გადარჩა, ვარშავის ბლოკის სახით გაფართოებისკენ მიდრეკილ ფორმის მანიის ეფექტის ფენომენად (გაფართოების ობიექტად) ჩამოყალიბდა; ძლევის მანიის კლასის რუს ერს მის გაფართოების სუბიექტის როლში მიეცა თვითრეალიზაციის შესაძლებლობა, რითაც მართვის მანიის კლასის ქართველი ერის ფუნციის ნიველირება მოხერხდა (ამ მოვლენის პერსონიფიცირებული წარმოდგენაა მალენკოვის ღალატის შედეგად ბერიას დამხობა). ამით ქართველი ერი უმაღლესი აქტუალურობის მდგომარეობიდან სრული დისფუნქციონალიზაციის მდგომარეობამდე ჩამოქვეითდა.
ქართველი ერის მდგომარეობის ამგვარი რადიკალური ცვლილების მიუხედავად, სტალინის სახელთან დაკავშირებულ (მსოფლიო პროცესებზე მისი გავლენის გამომხატველ) მოვლენებს ამ ერისთვისაც არ ჩაუვლია უკვალოდ: სტალინის ზეობის წლებში ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელმა, დიმიტრი უზნაძემ და მისმა თანამშრომლებმა შექმნეს საფუძველი აღნიშნული იდეური პრობლემის დასაძლევად.
ამრიგად, ქართველი ერი XX საუკუნეში მსოფლიოში განვითრებული მოვლენების ერთ-ერთ მთავარ ინიციატორად იდენტიფიცირდება, რაც გვაძლევს საფუძველს განვთავისუფლდეთ მსხვერპლად თვითცნობის (კნინობის) კომპლექსისგან. დღეს ქართველი ერი მზად არის გლობალური მასშტაბით პირდაპირი თვითრეალიზაციისთვის, რაც მსოფლიო საზოგადოების ცივილიზაციური სტრუქტურის გლობალური ოპტიმიზაციის პროგრამის ინიციირებაში, დედამიწის ნოოსფეროს საბოლოო სტაბილიზაციის გარდაქმნისადმი დაქვემდებარებაში გამოიხატება.