"ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის" დირექტორის, ნიკოლოზ რუხაძის ინფორმაციით, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის მშენებლობა უკვე დასრულდა. ამის შესახებ ნიკოლოზ რუხაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
მისივე განმარტებით, ეს შენობა რემონტდებოდა, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირის, ასევე მისი ადმინისტრაციისთვის გათვლილი რეზიდენცია.
"ეს ასევე პერსონალურ სამუშაო ოფისად, ასევე უმაღლესი რანგის დელეგაციების მიღებისთვის არის გათვლილი", -განაცხადა რუხაძემ.
რაც შეეხება თანხას, თუ რა დაჯდა რეზიდენციის მშენებლობა, ნიკოლოზ რუხაძის განცხადებით, საბოლოო ციფრი დაზუსტდება, თუმცა წინასწარი გათვლებით, დახარჯული თანხა 26 მილიონ ლარს აჭარბებს.
"სამხარაულის ექსპეტიზის ბიუროდან საბოლოო ციფრები არ გვაქვს მიღებული, ეს უახლოეს პერიდოში დაზუსტდება, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ 26 მილიონს ასცდება", -განაცხადა ნიკოლოზ რუხაძე.
ამასთან, ჯერ არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია, საბოლოოდ რა დანიშნულების იქნება ობიექტი.