ევროკავშირის სამიტმა ვერ შეძლო უკრაინასთან ურთიერთობებისა და შემდგომი დაახლოების საკითხზე საერთო აზრამდე მისვლა უნგრეთის ვეტოს გამო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
უნგრეთის გარდა, ევროკავშირის ყველა სახელმწიფო აცხადებს, რომ ევროპული საბჭო „ადასტურებს უკრაინის განუყოფელ უფლებას, აირჩიოს საკუთარი ბედი“ და „ურყევად უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზას“.
ასევე, მათ მაღალი შეფასება მისცეს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული რეფორმების ტემპს და მიესალმნენ „მნიშვნელოვან პროგრესს“.