საქართველოს მთავრობამ ძალიან მოზომილი განცხადება გააკეთა ამ [ირან-ისრაელის] კონფლიქტთან დაკავშირებით. ჩვენ ისრაელთანაც გვაქვს ურთიერთობა, ირანთანაც. მხარეს ვერ დავიჭერთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ ირან-ისრაელის ომზე საუბრისას.
„ჭკვიან ირანელებს ახლაც ესმით, რომ საფრთხე კიდევ არსებობს და შეძლებული ფენა შეეცდება ირანის საზღვრებს იქით გადაინაცვლონ. შესაძლოა უძრავი ქონების ბაზარზე საქართველოშიც შემოვიდეს უფრო მეტი ირანელი კლიენტი. საქართველოს მთავრობამ ძალიან მოზომილი განცხადება გააკეთა ამ [ირან-ისრაელის] კონფლიქტთან დაკავშირებით. ჩვენ ისრაელთანაც გვაქვს ურთიერთობა, ირანთანაც. მხარეს ვერ დავიჭერთ, რადგან ეს ომები ადრე თუ გვიან მორჩება და ურთიერთობები უნდა გაგრძელდეს. საუკუნოვან ურთიერთობებს ვერ ვუღალატებთ და ნეიტრალიტეტი ზედგამოჭრილია საქართველოსთვის“, - აღნიშნა გოგავამ.