პრეზიდენტი სააკაშვილი უარყოფს, რომ პრემიერ-მინისტრად დარჩენა სურს

პრეზიდენტი სააკაშვილი უარყოფს, რომ პრემიერ-მინისტრად დარჩენა სურს

ვაშინგტონი – სამშაბათს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარყო ოპოზიციის განცხადებები იმის თაობაზე, რომ მას სურს ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრად დარჩენა, მას შემდეგ, რაც მომავალ წელს მისი ვადა ამოიწურება, აცხადებს რა რომ მის ქვეყანას „პუტინი ვერ ეყოლება“.

ვლადიმერ პუტინი რუსეთს 2000 წლიდან მართავს, როგორც პრეზიდენტის, ასევე პრემიერ-მინისტრის რანგში და მარტში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას გეგმავს, მიუხედავად

იმისა, რომ საზოგადოება მისი მმართველობით უკმაყოფილოა.

სააკაშვილის ოპონენტები 43 წლის ლიდერს, რომელიც ხელისუფლებაში, 2003 წლის უსისხლო „ვარდების რევოლუციით“ მოვიდა იმაში ადანაშაულებენ, რომ ხელისუფლებაში დარჩენა უნდა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას აპირებს, როგორც მისი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი, პარტიის, რომელსაც პარლამენტში დიდი უმრავლესობა ჰყავს.

„ყველაზე ნაკლებად ის მსურს საკუთარი თავი გაკოტრებულ პოლიტიკოსად (lame duck) ვაქციო ჩემს პირად მომავალზე სპეკულაციებით“, – განუცხადა სააკაშვილმა რეპორტიორების ჯგუფს ვაშინგტონში.

„ხალხი მეკითხება, „პუტინი უნდა გახდე?“ საქართველოს არ შეიძლება ჰყავდეს პუტინი. საქართველო რუსეთი არ არის და ჩვენ სწორედ ახლა ვაკეთებთ ვაკეთებთ ისეთ რაღაცაცეებს, რაც სამუდამოდ გამორიცხავს პუტინის ტიპის მოვლენების არსებობას საქართველოში“, განაცხადა სააკაშვილმა და გაიხუმრა, რომ 43 წლის ასაკში ის ზედმეტად მხრცოვანია პოლიტიკური კარიერისთვის.

2010 წელს, საქართველომ კონსტიტუციური რეფორმა განახორციელა, შეცვალა რა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის საპრეზიდენტო სისტემა „შერეულ“ სისტემად, ისეთად, სადაც უფრო ძლიერი პრემიერ-მინისტრი და პარლამენტი იქნება 2013 წლისთვის, როდესაც სააკაშვილის მეორე საპრეზიდენტო ვადა იწურება.

საქართველოს და მის დიდ მეზობელ რუსეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2003 წლის რევოლუციით სააკაშვილმა ყოფილი საბჭოთა ლიდერი ედუარდ შევარდნაძე დაამხო და პირობა დადო, რომ ქვეყანას მოსკოვის გავლენისგან დაიხსნიდა.

მეზობლებს შორის 2008 წლის აგვისტოში ხანმოკლე ომი გაჩაღდა, როდესაც რუსეთმა დამანგრეველი პასუხი გასცა ამერიკელების გაწრთვნილი საქართველოს არმიის შეტევას აჯანყებულ პრო-რუსულ სამხრეთ-ოსეთის რეგიონზე, რაც სეპარატისტებთან შეხლა-შემოხლისა და მანამდე რუსეთის რამდენიმე თვიანი პროვოკაციების გამო მოხდა.

ომის შემდეგ, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია და სააკაშვილმა სამშაბათს განაცხადა, რომ „ფორმალურად“ ისინი კვლავ ომის მდგომაროებაში არიან, რადგან რუსეთის არმიას კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი.

სააკაშვილი ახლა შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება და ორშაბათს, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ისინი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობას განიხილავენ.

სამშაბათს, მან მსოფლიო ბანკში აუდიტორიას განუცხადა, რომ ის თუ როგორ წარმატებით დააღწია თავი საქართველომ ათწლეულის კორუფციას, მსოფლიო ბანკის ახალი სახელძღვანელოს თემაა.

მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ საქართველომ „უნიკალურ წარმატებას მიაღწია“ კორუფციასთან ბრძოლის თვასლაზრისით საჯარო სამსახურებში, და ეს იმ დროს, როდესაც ქვეყნების უმრავლესობა ანალოგიურ პრობლემებს ებრძვის. მისი თქმით, საქართველოს წარმატებამ დაანგრია მითი იმის თაობაზე, რომ კორუფცია კულტურული პრობლემაა.
foreignpress.ge