მაქსიმ ლარივი, "Foreign Policy"
ობამას მესამე ანგარიშში სახელმწიფოში შექმნილი ვითარების შესახებ, საგარეო პოლიტიკის და თავდაცვის სფეროს მიღწევები მისი ერთსაათიანი სიტყვის შესავალ და დასკვნით ნაწილში იყო გამოყენებული. ეს მოულოდნელი არ გახლდათ, თუკი გავითვალისწინებთ აშშ-ს მიმდინარე შიდა და ეკონომიკურ სიტუაციას, ისევე როგორც პრეზიდენტ ობამას საგარეო პოლიტიკურ მიღწევებს.
ობამამ სიტყვით გამოსვლა თავისი საგარეო პოლიტიკური მიღწევების ჩამოთვლით დაიწყო: ყველა სამხედრო დანაყოფის ერაყიდან დაბრუნება; უსამა ბინ ლადენის საფრთხის განადგურება და მის აგენტებზე მუდმივი თავდასხმები მთელს მსოფლიოში; ასევე ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პროცესი. საგარეოპლიტიკურმა და სამხედრო წარმატებებმა უზრუნველყო გადასვლა მისი გამოსვლის ცენტრალურ ნაწილზე: როგორ გარდავქმნათ ამერიკა და ჩამოვაყალიბოთ ძლიერი ეკონომიკა.
გამოსვლის მთავარი ნაწილის დასაწყისში ობამამ მეორე მსოფლიო ომის დასრულება გაიხსენა, როდესაც აშშ-მ „მსოფლიოს უძლიერესი ეკონომიკა ააშენა“. შემდეგ განაცხადა, რომ „ჩვენი დროის განმსაზღვრელი ამოცანა ამ დაპირების [ამერიკული ოცნების ასრულება] შენარჩუნებაა“. შემდეგ პრეზიდენტი ობამა თავს დაესხა უოლ-სთრითს და დერეგულირებულ ეკონომიკას. არ არის გასაკვირი, რომ ანგარიშში პირდაპირ იყო საუბარი შიდა ეკონომიკურ პრობლემებზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, საგადასახადო რეფორმებზე, წარმოებაზე, იმიგრაციაზე, მომხმარებელთა დაცვაზე, ფინანსურ რეგულირებაზე და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ობამამ მნიშვნელოვანი დრო დაუთმო მთავრობის და ამერიკული ინსტიტუტების რეფორმირებაზე საუბარს. როგორც პოლიტიკოსს და ადამიანს, ობამას კატეგორიულად სწამს ინსტიტუტების როლის. ამ ფილოსოფიური შეხედულებების მიუხედავად, მან სამართლიანად განაცხადა, რომ „ვაშინგტონი დამსხვრეულია და ფუქნციონირება შეწყვიტა“. ინსტიტუციონალურ და სამთავრობო რეფორმებთან დაკავშირებულმა მისმა წინადადებებმა ვერ მოიპოვა დიდი მხარდაჭრა არჩეულ წარმომადგენელთა შორის, რომლებიც კონგრესში გამოსვლას ეწსრებოდნენ. ობამამ ისაუბრა იმაზეც, თუ რა ლპობად გავლენას ახდენს ფული პოლიტიკაზე. ის ისეთი კანონების მიღების ინიციატივითაც კი გამოვიდა, რომლებიც ბოლოს მოუღებს კანონით დაშვებულ „ინსაიდერულ“ ვაჭრობას, საიდანაც კონგრესის წევრები შემოსავალს იღებენ, შეზღუდავს და დააწესებს თვალთვალს ეკონომიკურ ინტერესთა კონფლიქტებზე და გააკონტროლებს ლობისტების ძალისხმევას კონგრესში. მან ისაუბრა ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების რეფორმირების აუცილებლობაზე.
გამოსვლის დასკვნით ნაწილში, ის საგარეო პოლიტიკას დაუბრუნდა, ხაზი გასუვა რა უსამა ბინ ლადენის განადგურებას და „ალ ქაიდას“ აგენტებზე მუდმივ თავდასხმებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შემდეგ ობამამ აღნიშნა ავღანეთიდან არმიის დაბრუნება და ხელისუფლების ავღანეთის მთავრობისთვის გადაცემა. „არაბული გაზაფხული“ იმისთვის ახსენა, რომ ძველი ავტორიტარული რეჟიმების თემაზე ესაუბრა, ისეთებზე, როგორებიცაა ლიბიის და (მალე) სირიის რეჟიმები. მან განაცხადა, რომ რეგიონში საეჭვო გარდაქმნებისა და გაურკვეველი პოლიტიკური მიმართულების მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატები მისთვის მნიშვნელოვან ფასეულობებს დაუჭერს მხარს, ისეთებს, როგორიცაა, ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატია. პრეზიდენტმა ობამამ დაადასტურა ასევე საკუთარი პოზიცია ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. მისი ძირითადი სტრატეგია ძველებურად დიპლომატიის ძალას ეყრდნობა, რომელმაც შეძლო საერთაშორისო კონსენსუსის გაჩენა, რასაც ირანული რეჟიმის იზოლაციის ზრდა მოჰყვა. ამერიკას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი არ მისცეს ირანს ბირთვული იარაღის მიღების საშუალება, და ობამა „მოქმედების ყველა შესაძლო ვარიანტს“ განიხილავს, თუმცა, უპირატესობა პრობლემის მშვიდობიან გადაწყვეტას ენიჭება.
ევროპისთვის გარდამტეხი მომენტი უდაოდ ის იყო, როდესაც ობამამ აშშ-ს „წყნარი ოკეანის ზესახელმწიფო“ უწოდა. ისე, თითქოს ევროპა არც არსებობდა, პრეზიდენტს ის არცერთხელ არ უხსენებია, სიტყვა არ უთქვამს ევროზონის კრიზისზეც კი. პრეზიდენტ ობამას არაფერი უთქვამს ასევე არც საერთო მისიაზე და ნატოს ძალებით მიღწეულ წარმატებაზე ლიბიაში. ამ ფაქტიდან ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ან დადგა დრო ევროპამ თავად იკისროს ტვირთი, ან ევროპა უკვე წარსული პრობლემაა. და შევხედოთ სიმართლეს თვალებში, რომ ეს მოულოდნელი სულაც არ იყო.
გამოსვლის დასკვნით ნაწილში, ობამამ დაიყვირა, რომ „ამერიკა დაბრუნდა“, რასაც ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა. მან განაცხადა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ამერიკის დაცემაზე საუბრობენ „არ იციან, რას ამბობენ“. ამ განცხადებამ უნცაურ მდგომარეობაში ჩამაგდო, რადგამ ამ სემესტრში უნივერსიტეტში ზესახელმწიფოთა დაცემაზე ლექციების კურსს ვკითხულობ, ამ სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთი შეერთებული შტატებია. ვიმედოვნებ, რომ ჩემს სტუდენტებს ობამას გამოსვლა არ უნახავთ, თორემ ჩემს ჯგუფში შეიძლება რევოლუცია მოხდეს. ობამამ განაგრძო თავისი გამოსვლა იმით, რომ აშშ-ს რბილ ძალას ძველებურად გავლენა აქვს მთელს მსოფლიოში, და რომ აშშ კვლავ წამყვან მსოფლიო ზესახელმწიფოდ რჩება. მისი ანგარიშის დამაგვირგვინებელი სიტყვები ერთობისკენ მოწოდება იყო. მან ერთობისა და წარმატების წახალისებისა და ამერიკული დაპირებების განხორციელებისთვის ორი ელემენეტი დაასახელა: პროტესტანტული ეთიკა და შეიარაღებული ძალები.
ეს ანგარიში დამაჯერებელი გამოსვლა იყო, რომელიც მოიცავდა როგორც მკაფიო და მომავალი მოქმედებებისთვის რეალიზებად შემადგენლებს, ასევე მისი წინასაარჩევნო პროგრამის პუნტებს. ეს 2012 წლის ანგარიში ევროპისთვის მორიგი მინიშნება იყო იმაზე, რომ აშშ კვლავ აღმოსავლეთისკენ იყურება – ობამა ყოველთვის აზიისკენ იყურებოდა, პირადი თუ სტრატეგიული მიზეზების გამო და სწორადაც იქცეოდა. ევროპა ამერიკის უმნიშვნელოვანეს მოკავშირედ რჩება. თუმცა, დადგა დრო საკუთარი როლი და ვალდებულებები ისე გაიზიაროს, რომ ამერიკას არ უცქიროს.
foreignpress.ge
671
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85