ბარაკ ობამამ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად სულ 15 წუთი გამოყო

ბარაკ ობამამ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად სულ 15 წუთი გამოყო

საქართველოს მოსახლეობის მთელი ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრისკენაა მიმართული, რომელიც წუთი–წუთზე, ანუ ამერიკის დროით 2:15pm გაიმართება. თეთრი სახლის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული http://www.whitehouse.gov/schedule/complete  განრგის მიხედვით, ბარაკ ობამა ამერიკის სტრატეგიული ქვეყნის პრეზიდენტს სულ 15 წუთს უთმობს.

2:30pm–ზე კი თეთრი სახლის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით ბრიფინგი გაიმართება, საიდანაც ოფიციალურად გვამცნობენ შეხვედრის მთავარ დეტალებს. შეხვედრის  დროის მცირე მონაკვეთით თუ ვიმსჯელებთ, ალბათ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა ვერ გაამართლებს მმართველი გუნდის იმედებს, რომელზეც ისინი ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრს საუბრობდნენ.

ასე რომ, კიდევ უფრო სარწმუნო ხდება ცნობა იმის შესახებ, რომ აღნიშნული შეხვედრისთვის მმართველი გუნდის ლობისტურმა კომპანიებმა უზარმაზარი ძალისხმევა დახარჯეს და, რომ ეს შეხვედრა  მიხეილ სააკაშვილმა.    რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე თანხმობისთვის დაიმსახურა.