ბარაქ ობამა:    ბორის ნემცოვის მკვლელობა ამტკიცებს, რომ რუსეთში ვითარება გაუარესდა

ბარაქ ობამა: ბორის ნემცოვის მკვლელობა ამტკიცებს, რომ რუსეთში ვითარება გაუარესდა

"რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობა ამტკიცებს იმას, რომ რუსეთში ვითარება გაუარესდა. იქ ბოლო რამდენიმე წლის განმალობაში გამუდმებით ირღვევა ადამიანის უფლებები, პრესის თავისუფლება კი იზღუდება", - ეს კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ "როიტერთან" ინტერვიუში გააკეთა.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, რუსეთში შეიქმნა ისეთი გარემო, სადაც სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი ჟურნალისტები, ის ადამიანები, რომელთაც ინტერნეტით თავისუფლად სურთ ინფორმაციის გავრცელება, გამუდმებით ზეწოლის და საფრთხის ქვეშ არიან. მისივე თქმით, რუსეთის მოსახლეობა მხოლოდ მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ.

ბარაქ ობამამ რუსეთს ბორის ნემცოვის მკვლელობის სრული და მიუკერძოებელი გამოძიებისკენ მოუწოდა.