პარლამენტში რიგგარეშე სესიას, უმრავლესობიდან დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დაესწრება. როგორც ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სესიაზე მისი დასწრება განპირობებული იმ ინტერესით, თუ რამდენად საქმიანი იქნება დღევანდელი შეხვედრა.
,,მე არც მანდატურთუხუცესი ვარ და არც პარლამენტის სპიკერი, ჩამოვედი იმის გამო, რომ ვნახო იქნება შოუ თუU საქმიანი განხილვა. პირადად მე, შოუს მოწინააღმდეგე ვარ", - განაცხადა ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარლამენტში რიგგარეშე სესია ,,ნაციონალური მოძროაბის" მოთხოვნით 14 საათისთვის იყო ჩანიშნული, თუმცა სხდომა ჯერ არ დაწყებულა. სხდომის გამართვის მიზეზად, საპარლამენტო უმცირესობის წევრები, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით დებატების ჩატარებას ასახელებენ.