ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე პოლიცია თეთრი ფერის „Ford Focus“-ის ან „Ford Mondeo“-ს მარკის ავტომანქანას ეძებს

ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე პოლიცია თეთრი ფერის „Ford Focus“-ის ან „Ford Mondeo“-ს მარკის ავტომანქანას ეძებს

რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე პოლიცია თეთრი ფერის „Ford Focus“-ის ან „Ford Mondeo“-ს მარკის ავტომანქანას ეძებს . ამის შესახებ რუსული სააგენტოები წერენ. ადგილზე ნაპოვნია 6 მასრა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები არ ტარდება. 

გარდაცვლილის ცხედარი რეანიმობილით გადაასვენეს. ტრაგედიის ადგილზე მოქალაქეები მიდიან, რომლებსაც ყვავილები მიაქვთ. იქვე რჩებიან ჟურნალისტები. მათი ცნობით, ამ დრომდე არაფერი გარკვეულა იმ ქალბატონთან დაკავშირებით, რომელთანაც ერთადაც იმყოფებოდა მკვლელობის დროს პოლიტიკოსი.