ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით გამომძიებლები ყველა ვერსიას განიხილავენ

ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით გამომძიებლები ყველა ვერსიას განიხილავენ

რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით გამომძიებლები ყველა ვერსიას განიხილავენ, მათ შორის შეკვეთილი მკვლელობის ვერსიას . "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა იულია ივანოვამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

კითხვაზე, განიხილება, თუ არა პოლიტიკური მოტივი ბორის ნემცოვის მკვლელობის ვერსიად, მან აღნიშნა, რომ ყველა ვერსია იხილება. მანვე დაადასტურა, რომ საქმეში საუკეთესო კრიმინალისტები და გამოძიებლები არიან ჩართული.