მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოკლეს

მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოკლეს

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოვის ცენტრში რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოკლეს , - ამის შესახებ "ინტერფაქსს" დედაქალაქის სამართალდამცავ ორგანოებში წყარომ აცნობა.

ტრაგედიის დეტალები დგინდება. პირველადი მონაცემებით, ბორის ნემცოვი ვასილევსკის დაღმართში მოკლეს. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას 4-ჯერ ესროლეს, რის შედეგადაც, 55 წლის პოლიტიკოსი, მოძრაობა "სოლიდარნოსტის" დამფუძნებელი მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.