"ეუთო ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოში თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს". (VIDEO)

"თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" ვარშავაში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის ხელმძღვანელს იანეშ ლენარჩიჩს შეხვდენ. 

როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, "ეუთო ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოში თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს". 

"ეუთო, ODIR-ი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არჩევნები საქართველოში თავისუფლად ჩატარდეს და რაც მთავარია, საერთაშორისო თანამეგობრობა და ეუთო გაყალბებულ არჩევნებს აღარ შეურიგდება", - განაცხადა ალასანიამ.

"რესპუბლიკელების" ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით კი, "დელეგაციის წევრებმა პრაქტიკულად იმის გარანტია მიიღეს, რომ არჩევნებისთვის საქართველოში ე.წ. გრძელვადიანი დამკვირვებლები აუცილებლად იქნებიან, მანამდე კი ODIR-იდან დელეგაციები ჩამოვლენ".

"თავისუფალი დემოკრატები" - ირაკლი ალასანია და ვიქტორ დოლიძე და "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი ავსტრიაში შეხვედრებს განაგრძობენ.