თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები ვენაში ეუთო-ს ხელმძღვანელობას შეხვდნენ (VIDEO)

თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები ვენაში ეუთო-ს ხელმძღვანელობას შეხვდნენ (VIDEO)

თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები ვენაში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ხელმძღვანელობას შეხვდნენ. 

ირაკლი ალასანიამ, ვიქტორ დოლიძემ და დავით უსუფაშვილმა ეუთო-ს გენერალურ მდივან ლამბერტო ზანიერის, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს თავმჯდომარეს ეონ ოლერის და ეუთო-ს წარმომადგენელს, მასმედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიტოვიჩს, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდეს.

ალასანიას განცხადებით, ეუთო-ში ყველას კარგად ესმის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩვენები საქართველოში რეალურად უნდა ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად და მას პირველად, არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება უნდა მოჰყვეს.

„მათ კარგად ესმით, რომ ეუთო არის ის ორგანიზაცია, რომელმაც დიდი წვლილი უნდა შეიტანოს ამ არჩევნების წარმატებით ჩატარებში, - აღნიშნა ალასანიამ.

დავით უსუფაშვილის თქმით, ძალიან სერიოზული ღონისძიებებია მოსალოდნელი იმისთვის, რომ საარჩევნო წელს საქართველოში მაქსიმალურად გაიხსნას და დაბალანსდეს მედია, რათა ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მოქალაქეებისთვის ყველა არხი ხელმისაწვდომი იყოს.