ნაციონალების ხონური მაქინაციები

ნაციონალების ხონური მაქინაციები

საარჩევნო წელი, როგორც წესი, ბიზნესმენების „გაწეწვის“ წლად ითვლება და ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო ხვეწს იმ მეთოდებს, თუ ფული როგორ უნდა იშოვოს. თუმცა, იმის გამო, რომ პარტიების დაფინანსება, მათივე გადაწყვეტილებით, იურიდიულ პირებს აღარ შეეძლებათ, კომპანიებისგან ფულს ღიად ვეღარ აიღებენ.

ცხადია, არც ის არის გამორიცხული, რომ მათ ეს ფული ჩუმად აიღონ, მაგრამ კანონის თანახმად, ხელისუფლებამაც თანხა მხოლოდ ფიზიკური პირებისგან უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა, იმის მოძიებაც შეიძლება, ამ ფიზიკურ პირებს ეს ფული საიდან აქვთ, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე არჩევნების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ამიტომაც, ახლა ნაციონალებისთვის მთავარი არჩევნებში გამარჯვებაა და, თუკი ამ მიზანს მიაღწევენ, მერე რა მოხდება, უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება. მაგრამ, თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ არჩევნებისადმი საზოგადოების ინტერესი და ყურადღება ძალზე ძლიერია, სავარაუდოა, რომ ხელისუფლება ისეთ მეთოდებს მიმართავს, რაც მეტ-ნაკლებად შეუჩნეველი იქნება და, პრინციპში, ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

ყოველ შემთხვევაში, presage.tv-ს ინფორაციით, ხონში „ნაციონალების“ ადგილობრივმა ორგანიზაციამ თავისი აქტივისტების დაფინანსების პრობლემა ორიგინალური მეთოდით გადაჭრა. ამ მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ნაციონალების ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პარლამენტარ აკაკი ბობოხიძის ძმა, ლევან ბობოხიძე, თავისი რამდენიმე ხელქვეითის მეშვეობით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებისგან ყოველთვე იღებს ხელფასის 15-20%-ს და შემდეგ ეს თანხა პარტიულ აქტივისტებზე ნაწილდება. სხვა საკითხია, ამ აქტივისტებს რა აქვთ დავალებული და ამ ფულს რაში იღებენ, მაგრამ ეს ძალიან მალე გამოჩნდება. ამ შემთხვევაში საინტერესო ის არის, მათი დასაფინანსებელი თანხა საიდან მოდის. მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში პარტიების მიერ მიღებული თუ დახარჯული თანხები ხელისუფლებისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს.

ცხადია, ეს ადამიანები ამაზე ღიად ვერ საუბრობენ, მაგრამ ამ რაიონში ნებისმიერი საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელი იძულებულია, ეს ხარკი გადაიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი სამსახურს დაკარგავს და ცხადია ამ ადამიანებს ურჩევნიათ, რომ ხელფასიდან გარკვეული თანხა გადაიხადონ, ვიდრე სამსახურის გარეშე დარჩნენ.

ძნელი სათქმელია, ეს რამდენი ხანია, რაც გრძელდება, მაგრამ presage.tv-ს მიაწოდეს  უწყისი, სადაც მოცემულია 28 კაცის სია, სადაც ნაჩვენებია, რომ ადამიანები იღებენ 50 ლარიდან 300 ლარამდე ხელფასს, რაც საერთო ჯამში შეადგენს  3850 ლარს.

იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნებოდა პარტიული ორგანიზაციის სახელფასო თანხა, ნაცმოძრაობამ იმდენი კი უნდა იცოდეს, რომ საქართველოში ხელფასები საბანკო ანგარიშებზე უნდა ირიცხებოდეს. უფრო მეტიც, ამას რომ თავი დავანებოთ, პარტიის ცენტრალურ ოფისს უნდა გააჩნდეს დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ხონისთვის ყოველთვიურად ეს თანხა ირიცხება.  

მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ნაცმოძრაობის გენმდივანმა ზურაბ მელიქიშვილმა საერთოდ ვერ გაიხსენა, ეს ოფისი რა ფულს იღებს, ეს თანხა საიდან რიგდება ან ეს უწყისი რა უწყისია. როგორც მან განაცხადა, ამის შესახებ არაფერი იცის.

ამიტომაც, ცხადია, ამ საკითხს სათანადო შესწავლა ესაჭიროება და, მინიმუმ, კონტროლოს პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი, ალბათ, პირველ რიგში, ასეთი ფაქტებით უნდა ინტერესდებოდეს.      

ეს კი ხონელი აქტივისტების სახელფასო უწყისია:

 ზაზა ჯიშკარიანი  -  150 ლარი

მედეა გედენიძე     -  200 ლარი

რიტა ბალავაძე  -  200 ლარი

რუსუდან გაბისონია  - 200 ლარი

ფრიდონ ჩიხლაძე - 100 ლარი

დათუნა გედენიძე - 100 ლარი

ზაურ მამიაშვილი -  50 ლარი

მიხეილ ცაგურია  - 100 ლარი

აკაკი ტაბიძე -100 ლარი

ზურაბ ქომეთიანი - 100 ლარი

ბადრი ხაჭაპურიძე -100 ლარი

მზია ფაილოძე - 100 ლარი

ჯემალ ჩიხლაძე - 200 ლარი

გია ქუთათელაძე - 200 ლარი

მარინა ეფრემიძე - 100 ლარი

ობოლა ბობოხიძე - 200 ლარი

ლევან ქუთათელაძე -100 ლარი

ზაზა ქურასბედიანი -100ლარი

დავით ქობულაძე -100 ლარი

ნონა ბალავაძე - 150 ლარი

ზაზა კეთილაძე - 150 ლარი

გოჩა ჩხაბერიძე - 100 ლარი

გიორგი მესხი - 100 ლარი

ლიკა ხაჯომია  150 ლარი

გიორგი არაბიძე - 150 ლარი

შორენა ჭოლოკავა - 300 ლარი

კახა წულაია -150 ლარი

ნუნუ ჭურაძე - 100 ლარი

1