პარლამენტში სამართალდამცველების ფორმალური მოწვევა უნდა დამთავრდეს

პარლამენტში სამართალდამცველების ფორმალური მოწვევა უნდა დამთავრდეს

"ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ უნდა დამთავრდეს სამართალდამცველების პარლამენტში ფორმალური მოწვევები და მათზე სერიოზული ზედამხედველობა დაწესდეს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა განაცხადა.

"აქედან გამომდინარე, ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია საპარლამენტო კომისიის შექმნა, რომელიც შეისწავლის არამხოლოდ ვაზაგაშვილის საქმეს, მანამდე გამოუძიებელ საქმეებს, სადაც იკვეთება, რომ არის შეკვეთილი მკვლელობა ან ორგანიზებული დანაშაული, როგორებიცაა რაფალიანცის საქმე, ვაზაგაშვილის საქმე, თათუხაშვილის საქმე, კიწმარიშვილის საქმე, თელავში ახლახანს განხორციელებული შეკვეთილი მკვლელობა, რომლის შესახებაც ინფორმაციას ფლობს ლექსო თამაზაშვილი", - განაცხადა სერგო რატიანმა.