ვახტანგ გომელაური გამოირჩევა პროფესიონალიზმით, ვაჟკაცობით, ქართველობით

ვახტანგ გომელაური გამოირჩევა პროფესიონალიზმით, ვაჟკაცობით, ქართველობით

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ შს ახალი მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურის კანდიდატურასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იგი გამოირჩევა  პროფესიონალიზმით, ვაჟკაცობით და ქართველობით.

„ვახტანგს ძალიან კარგად ვიცნობ. როგორც იცით, მე შინაგან სამინისტროში ვმუშაობდი. ვახო გამოირჩევა თავისი პროფესიონალიზმით, ვაჟკაცობით, ქართველობით. ის ნამდვილად განსაკუთრებული პიროვნებაა", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, გავრცელებულ ინფორმაციას შს მინისტრის პოსტზე  მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ, უარყოფს.

„მე ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, შესაბამისად, ამ თემაზე ჩემთან კონსულტაციები არ ყოფილა", - აღნიშნა დანელიამ.