"ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება საქართველოს პრეზიდენტს, რომ ის შევიდეს პოლიტიკურ ფორმაში ასეთი ვიზიტისთვის. ეს არ არის გასეირნება ტრამპთან ან რომელიმე სამხრეთ ამერიკელ პრეზიდენტთან ინაუგურაციაზე, სადაც ძირითადი მიზანი კარგი დროსტარებაა. დარწმუნებული ვარ, რომ თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი ჩვენი პრეზიდენტისთვის სიცრუის დეტექტორი გახდება, რადგან ის სიყალბე, რომლითაც ის ცდილობს თავი წმინდანად მოაჩვენოს საკუთარ საზოგადოებას, თეთრ სახლში არ გაჭრის. შევრცხვებით, თუ იქ მხოლოდ სიმართლე აქ იქნა გამოთქმული, თუნდაც მძიმე და მწარე. აქ კომენტარებს კუბლაშვილებსა და მინაშვილებს კი აღარ მოსთხოვენ, თავად გააკეთებენ ამერიკაში. შესაძლოა ის არ გამოქვეყნდეს, მაგრამ საქმენი წარმოაჩენენ რეალურ დამოკიდებულებას დღევადელი ქართული ხელისუფლების მიმართ", - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სოსო ცისკარიშვილი: "მერაბიშვილმა სააკაშვილს ამერიკასთან საქმე გაუფუჭა".
"არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი საჯაროდ თუ არა, სათავისოდ მაინც ნამდვილად კმაყოფილია, რომ საქართველოდან პერიოდულად გაისმის შეძახილები რუსეთის ხელისუფლების მიმართ. ხშირად ისმენენ იმას, რასაც თვითონ ფიქრობენ, მაგრამ ვერ ამბობენ. ამ ტიპის სიმპათიები შეიძლება გულწრფელი იყოს ჩვენი ხელისუფლების მიმართ, თუმცა ის ფაქტი, რომ დასავლელი პოლიტიკოსები ამას საკუთარი პასუხისმგებლობიდან და საკუთარი ქვეყნების ინტერსებიდან ხმამაღლა არ აჟღერებენ, ნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ მათი დამოკიდებულება შეიძლება აღვწეროთ, როგორც "სხვის ჭირი, ღობეს ჩხირი". რასაკვირველია, იქნება დიდი მადლობები ავღანეთში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობისთვის. თუმცა ამ ვიზიტისთვის ყველაზე დიდი და დათვური სამსახური უკვე გაუწია მერაბიშვილმა სააკაშვილს - ვგულისხმობ, რომ მერაბიშვილმა ცოფის ვირუსით დაგეშა საკუთარი თანამშრომლები მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ საჩხერის რაიონში წამოიძახა - ბიძინას გაუმარჯოს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
"რამდენიმე ადამიანი გაიტაცეს, საშინლად სცემეს. ერთი ფეხმოტეხილიც არის მათ შორის. დაზარალებულებმა ეს ყველაფერი წარმოაჩინეს, როგორც სოდ-ის ნამოქმედარი. ამის მოწმე ბევრი ადამიანია. თუ სააკაშვილი ვაშინგტონში ჩასვლამდე არ დასჯის ამ ოპერაციის დამგეგმავ და შემსრულებელ არაკაცებს, ვერანაირი მტკიცება იმისა, რომ ეს სოფლის მცხოვრებნი საქართველოს უკან, საბჭოთა კავშირში უპირებენ წათრევას, ვერ გაჭრის ოვალურ დარბაზში. ამ ქვეყნის პრეზიდენტიც და მოქალაქეებიც შევრცხვებით. ამიტომ ვამბობ, რომ თავის გასამართლებელი იმდენი აქვს ჩვენს პრეზიდენტს, რომ მსგავსი ფაქტების დამატება სულ არ სჭირდება ვიზიტის წინ - ისედაც, რაც ზურაბ ადეიშვილმა დამართა ქართულ კანონმდებლობას როდესაც ერთი ელექტრონული გამოცემა თავზე დაასვა მთელ პარლამენტს (რასაკვირველია, თუ პრეზიდენტთან საუბრისას არა, ჟურნალისტებთან ურთიერთობის დროს ამოტივტივდება), ვერაფერ ხეირს ვერ შემატებს ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტს. ბატონი ბასთან შედარებით, ტაფტი გახლდათ პრიმიტიული ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი. ამიტომ ინფორმაცია, რომელსაც დღეს ფლობს თეთრი სახლი, სახელმწიფო დეპარტამენტი ვაშინგტონში, ბევრად უფრო სრულია, ვიდრე ეს ტაფტის ელჩობის დროს ხდებოდა", - დასძენს ექსპერტი.
"რასაკვირველია, საჩხერეში ხალხის ასე ცემის ფაქტი უსათუოდ ცნობილი იქნება ბატონი ობამასთვის. თუ ეს ფაქტი, ვიმეორებ, რეაგირების ფარეშე დარჩა, აღარ დასჭირდება ამ თემაზე ობამას სააკაშვილთან საუბარი - მისთვის ყველაფერი ცხადი იქნება. შესაბამისად, ნებისმიერი ბრალდებები ოპოზიციის მიმართ, რაც უსათუოდ გაგრძელდება სააკაშვილის მიერ ვაშინგტონში, წყალში გადაყრილი მცდელობა იქნება - შეიძლება პრიმიტიულ ცილისწამებადაც იყოს შეფასებული", აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - ბატონო სოსო, ბევრი რამ ამ შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი ალბათ საზოგადოებისთვის. როგორც ფიქრობთ, რეალური ინფორმაცი გამოვა?" - პასუხობს:
"ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა სანდო ინფორმაციის მისაღებად. შეგიძლიათ არ გასცდეთ ნაციონალური მაუყებლების ტელევიზიების - "მიშავიზიების" ყურებით იმ ინფორმაციას, რასაც ჯერ კიდევ ამ ვიზიტამდე დაწერს ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგთა ჯგუფი. ხოლო დასავლეთის წყაროები, რომელსაც დაეყრდნობიან "ვაიმედიასაშუალებები", სერიოზული ეჭვის ქვეშ იქნება თარგმანის სანდოობის კუთხით. ამიტომ, ამ შემთხვევაშიც დაგვჭირდება რამდენიმე დღე, ვიდრე რამე კომენტარებს გავაკეთებდეთ საკუთარი თავისთვის სარწმუნოს. თარგმანი უნდა გადამოწმდეს, რადგან, როგორც წესი, ნაციონალური პროპაგანდა ამახინჯებს".
864
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85