მამუკა არეშიძე -

მამუკა არეშიძე - "რუსეთმა შეიძლება ომი გამოგვიცხადოს"


"პუტინის განცხადება ისეთი ფორმის არის, ადამიანა შეიძლება იფიქროს, ერთი მხრივ, ეს არის ჭკუადაკარგული ადამიანის ნათქვამი, მეორე მხრივ, შეიძლება ეს გაფრთხილებად მივიღოთ. პუტინმა ამ განცხადებით მეორედ ახადა ფარდა (მანამდე მედვედევმა გააკეთა მსგავსი განცხადება) ომის დაწყების რეალურ მიზეზებს. ამ განცხადებით ომის რეალურად დამწყებიც გამოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მხარეს ჰქონდა სამხედრო რიტორიკა და ქართულმა მხარემ მისცა რუსეთს ომის დაწყების მიზეზი, რუსეთი მაინც ემზადებოდა ამ ომის დასაწყებად დიდი ხნით ადრე - ჩემი ვარაუდით, 2008 წლის მარტიდან. ეს ფაქტი თავად პუტინმა დაადასტურა", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მამუკა არეშიძე: "რუსეთმა შეიძლება ომი გამოგვიცხადოს".

"უნდა ითქვას, რომ იმ დროისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგების საკითხი ასე აქტიური და გადაწყვეტილი არ იყო - ამით იმის თქმა მინდა, რომ პუტინის განცხადება - ჩვენ ომი ამის წინააღნდეგ დავიწყეთო, მთლად სიმართლეს არ შეესაბამება. პუტინის ეს განცხადება სხვა აზრს შეიცავს - კერძოდ, რომ დავიწყებთ ომს, თუ ეს რადარები განთავსდა - ეს არის ამ განცხადების მთავარი გზავნილი. რუსეთი იმდენად რთულ მდგომარეობაშია, რომ იძულებული გახდა ეღიარებინა ომის დაწყებაც და თუ რადარები განთავსდება - კიდევ დავიწყებთ ომსო. რუსეთი ამ ომისთვის მზად არის. ერთი წელია მაქსიმალურად ცდილობს და თავისი სამხედრო ფორმირებები კავკასიაში - ბაზები ცხინვალში, სოხუმში და სომხეთის ტერიტორიაზე გიუმრიში სრულ მზადყოფნაში ჰყავს - ნელ- ნელა მოამზადეს. დამაგვირგვინებელი ფაზა, ერთი შეხედვით, უნდა იყოს სექტემბერში დასაწყები წვრთნები, რომელსაც "კავკასია-2012" ეწოდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"ექსპერტების დასკვნით, 2012 წლის მაისისთვის ირანს უნდა ჰქონდეს ატომური იარაღი. ამიტომ არ გამოვრიცხავ საბრძოლო მოქმედებები დაიწყოს უფრო ადრე, ვიდრე ეს წვრთნები დაიწყება. არ არის გამორიცხული, რომ წვრთნების ტაიღი დასახელებულია თვალის ასახვევად; ისრაელი სერიოზულად ემზადება თავდასხმისათვის. მიუსედავად იმისა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ამბობს, ისრაელი 2012 წლის განმავლობაში არ გადადგამს ამ ნაბიჯსო, მაინც მიმაჩნია, რომ ესეც შეიძლება თვალის ასახვევად იყოს ნათქვამი. ისრაელმა უკვე რამდენიმე სპეცოპერაცია ჩაატარა ირანის წინააღმდეგ. გაანადგურა რამდენიმე მაღალჩინოსანი, რომლებიც დაკავებული იყვნენ ირანის ატომური პროგრამის შექმნით, მათ შორის გენერალი მოკადამი. შექმნილი ვითარება გვაძლევს მიზეზს ვივარაუდოთ, რომ ომის ზღვარზე ვდგავართ. ამიტომაც არის, რომ რუსეთის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იძულებული გახდა ამ ტიპის განცხადება გაეკეთებინა. გაეფრთხილებინა დანარჩენი მსოფლიო, რომ იმ შემთხვევაში თუ ირანის წინააღმდეგ დაიწყება სამხედრო მოქმედებები, რომელიც რუსეთს სამხრეთის მიმართულების გავლენის დაკარგვას უქადის, ის ახალ აგრესიაზე საქართველოს წინააღმდეგ წამომსვლელია. გამოდის, დასავლეთი უტევს რუსეთის მოკავშირე ირანს, რუსეთთ კი, თავის მხრივ, უტევს დასავლეთის მოკავშირე საქართველოს", -გააგრძობს რესპონდენტი.

"რუსეთში ძალიან კარგად იციან, არსებობს აზრი იმის თაობაზე, რომ ირანთან ომის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორია გარკვეულ ფორმატში გამოიყენონ. ეს არ არის თავდასხმის პლაცდარმი - რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ეს არის ზურგის სამსახურების პლაცდარმი - შეიძლება განლაგდეს ჰოსპიტალები, ზოგიერთი ზურგის სამსახური და ა.შ., მაგრამ რუსეთისთვის ალბათ დამატებითი ინფორმაცია ცნობილია, ჩვენგან განსხვავებით. საქართველოს ტერიტორია შეიძლება გამოყენებული იქნას სხვა მიზნითაც. შეიძლება ობამასთან შეხვედრის აუცილებლობა ამანაც განაპირობა - წინადადებათა პაკეტში ისეთ რამ არის, რაც ამერიკის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია. რასაკვირველია, რუსეთში იციან, რომ რაღაც ტიპის შეთანხმება უნდა იქნას მიღწეული ობამა-სააკაშვილის შეხვედრაზე. სწორედ ამიტომ გააკეთა წინმსწრები განცხადება პუტინმა, რომელმაც პირდაპირ თქვა, როგორც დავიწყეთ ომი 2008 წელს, ასევე დავიწყებთ ომს ახლაც, თუ დასავლეთის სამხედო გავლენა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში გაიზრდება" - ამბობს ექსპერტი.

"მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთისგან რაღაც გარანტიების მიღება უნდა, ამ გარანტიებზე იქნება საუბარი. აშშ-ის ხელისუფლებას, ბუნებრივია, ამ გარანტიების მიცემა შეუძლია, თუ ის რუსეთთან მოილაპარაკებს საგარანტიო წინაადადაბების პაკეტზე. მიდის ვაჭრობა - პუტინის განცხადება ნიშნავს პირდაპირ აგრესიას. ის რამდენიმე აზრს მოიცავს: პირველი აგრესიას და მეორე - მომელაპარაკეთო. ეს არის გზავნილი ამერიკის ადმინისტრაციის მიმართ", - დასძენს მამუკა არეშიძე და შეკითხვას - "ბუშის ადმინისტრაციისგან ასეთი გარანტიები ვერ მივიღეთ, მიუხადავად იმისა, რომ დემოკრატებისგან განსხვავებით, სააკაშვილს ბუშის ადმინისტრაცია ღიად უჭერდა მხარს. გვახსოვს ომის დღეებში ბუშის გამოგზავნილი წყალი..." - პასუხობს:

"რასაკვირველია, ვერ მივიღეთ. ეს მუდმივი განსჯის საგანი იქნება. გავა რამდენიმე წელი და ნათელი მოეფინება. ბევრი ვერსია არსებობს, რა ტიპის რეკომენდაციები ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის ხელმძღვანელობის მთელი სპექტრიდან, რა მიდგომები ჰქონდა თეთრ სახლს და რა - პენტაგონს. მე არ მიმაჩნია, რომ თეთრ სახლს და პენტაგობს ერთნაირი მიდგომები ჰქონდათ. აუცილებელი იქნება კომპლექსური გარანტიების მიღება შტატების ყველა უწყებისგან, პლუს რუსეთისგან, მაგრამ ამის მიღწევა ძალიან რთული იქნება".