ბორის აკუნინი: საქართველოს მოუწევს სამხრეთ ოსეთთან დამშვიდობება და ეს თავისი ბრალია

ბორის აკუნინი: საქართველოს მოუწევს სამხრეთ ოსეთთან დამშვიდობება და ეს თავისი ბრალია


რუსი მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) რუს ჟუნალისტებს არ ენდობა და მიიჩნევს, რომ რუსეთის სახელმწიფო მედიამ და დიპლომატიამ ფსიქოლოგიური ომი წააგო. მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში ორივე ქვეყნის მთავრობაა დამნაშავე. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. 

"როდესაც მოლაპარაკებები სისხლიან კონფლიქტში იზრდება, ყოველთვის ხელმძღვანელებია დამნაშავე", _ აცხადებს აკუნინი რუსულ გამოცემა "ნოვიე იზვესტიასთან" საუბარში. 

"მე ვნახე ახალი ამბები ჩვენი ტელევიზიით და მათ არავითარი ნდობა არ აღმიძრეს. ყველაფრის გადამოწმება სააგენტო "როიტერში" მიწევდა, რომელიც სიატუაციას, ჩემი აზრით, სრულად ასახავდა", _ აცხადებს აკუნინი. 

მისი თქმით, ის, რომ ფსიქოლოგიური ომი რუსეთის სახელმწიფოებრივი მედიისა და დიპლომატიის მიერ საერთაშორისო დონეზე პირწმინდად წაგებულია, ეჭვს არ იწვევს. 

"ის, რომ ფსიქოლოგიური ომი რუსეთის სახელმწიფოებრივი მედიისა და დიპლომატიის მიერ საერთაშორისო დონეზე პირწმინდად წაგებულია, ეჭვს არ იწვევს. თავდაპირველად არსებული მომგებიანი სიტუაცია - სააკაშვილი აშკარა აგრესორი, რომელმაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაბომბა მსოფლიო ცნობიერებაში ზუსტად პირიქით შეტრიალდა - აგრესორი პუტინი, რომელიც მშვიდობიან მოქალაქეებს ბომბავს. რა თქმა უნდა, აქ ჩვენმა სამხედროებმაც ივაჟკაცეს. გამანადგურებლების გაშვება მინისტრ კუშნერის თავზე, როდესაც იგი საქართველოში იმყოფებოდა - მაგარია", _ აცხადებს მწერალი. 

აკუნინი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმას მიაღწია, რაც უნდოდა, აი, რუსმა დიპლომატებმა კი "ხარბად გადაყლაპეს ანკესი". 

"ავანტიურისტი არ უნდა ხელმძღვანელობდეს სახელმწიფოს - ახლა უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ კონფლიქტში ჩართული მხარეები საქართველო და რუსეთი არიან და არა საქართველო და სამხრეთ ოსეთი. მაგრამ ქართველების ნაცვლად, მე ამ მოჭადრაკეს, რომლისთვისაც ადამიანების სიცოცხლე პაიკებია, პასუხს ვაგებინებდი. ავანტიურისტი არ უნდა იყოს სახელმწიფოს სათავეში", _ განაცხადა მწერალმა და აღნიშნა, ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში, პირველ ყოვლისა, რუსეთის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. 

"პოსტსაბჭოთა რუსეთის არსებობის განმავლობაში პირველად აღმოვჩნდით სრული პოლიტიკური იზოლაციის საფრთხისა და ახალი ცივი ომის წინაშე. ეთნიკური წმენდა მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურში შესაძლებელია მხოლოდ ზემოდან ჩურჩულით გაცემული ბრძანებით. სხვათა შორის, ამის გამო პასუხი ჯერაც არავის უგია", _ აცხადებს აკუნინი და აღნიშნავს, რომ მას არ სჯერა, რომ ქართული ჯარი ჭყლეტდა ოსებს, წვავდა ტაძრებს, ისევე როგორც არ სჯერა ოსების მიერ ჩადენილი სიმხეცისა. 

"ამ ხალხების ტრადიციებში არ არის ტაძრების დაწვა და ბავშვების მკვლელობა. პუტინის ადგილზე მე უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, თანაც ამ დროში, ასეთ ბრალდებებზე არ ვისაუბრებდი", _ აცხადებს მწერალი. 

მომხდარ მოვლენებს ხელოვანი "ამპუტირებული კიდურების ფანტომურ ტკივილებს" უწოდებს. 

"ჩვენმა მმართველებმა ვერა და ვერ გაიგეს, რომ მეზობლები კი არ უნდა დააშინო, არამედ უნდა მიიჩვიო. მერე ვბრაზდებით, რომ უკრაინას, ბალტიისპირეთსა და საქართველოს ნატოში უნდათ. კი მაგრამ, სად ეძებონ მათ კიდვე ჩვენგან დაცვა?" _ აცხადებს ბორის აკუნინი და კითხვაზე, ვინ გაიმარჯვა კონფლიქტში, აცხადებს: "გაიმარჯვა სიბრიყვემ. პოლიტიკური თვალსაზრისით, ყველამ წააგო. ჩვენ წავაგეთ მეტი, იმიტომ, რომ მთელ მსოფლიოს გავახსენეთ საბჭოთა სამხედრო საფრთხე, მაგრამ სააკაშვილმაც წააგო. არა მგონია, რომ იგი ამის მერე მალე შეუშვან ნატოში, მით უფრო ევროკავშირში, რომლის დროშაც მას კაბინეტში აქვს. პატარა პარტნიორი, რომელიც დიდი პრობლემებს ქმნის, არავის უნდა", _ განაცხადა მწერალმა. 

მისი თქმით, იარა აგვისტოს მოვლენებისა ჯერ კიდევ კარგა ხნის განმავლობაში დარჩება. 

"მიმაჩნია, რომ ოსები და ქართველები უახლოესი ასი წლის განმავლობაში ვერ შერიგდებიან, როგორც ჩანს, საქართველოს მოუწევს სამხრეთ ოსეთთან დამშვიდობება და ეს თავისი ბრალია. ხოლო რაც შეეხება ჩვენს ხალხებს, როგორმე გავარკვევთ რამეს. შეიცვლებიან მმართველები, დათბება ურთიერთობა, ჩვენ ხომ ცუდის გარდა, გასახსენებელი ბევრი გვაქვს", _ აცხადებს ბორის აკუნინი.