"ალიას" მასალების მიხედვით
"მე ვფიქრობ, რომ სწორედ ივანიშვილის გარშემო იქმნება ერთიანი ეროვნული ფრონტი. იმ პარტიებისგან კი, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ ამ გაერთიანების მიღმა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ვიწრო კოალიცია ჩამიყალიბდება. ვფიქრობ ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალა ამა თუ იმ ფორმით უნდა იყოს იმ კოალიციის ირგვლივ, რომლის სათავეშიც დგას ბიძინა ივანიშვილი", - აცხადებს "კონსერვატიული პარტიის" ლიდერი, "ქართული ოცნების" წევრი ზვიად ძიძიგური გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით როგორ გადაჯგუფდება ოპოზიცია და კიდევ ვინ შეუერთდება ივანიშვილს? / რა დეტალებს უმხელს "ალიას" ზვიად ძიძიგური.
"არიან პარტიები, რომელთა მიმართაც არსებობს წინააღმდეგობა. სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა ვისაც უნდა, ბიძინა ივანიშვილის მიმართულებას და გეგმას უნდა გაჰყვეს. ეს არის რეალური გეგმა, რომელსაც შეუძლია სააკაშვილის ფაქტორი ჩაანაცვლოს. თუ დააკვირდებით სააკაშვილი როგორ ისტერიულად მოძრაობს, ფსიქიურად როგორ აშლილ მდგომარეობაშია, როგორ იწყევლება - ამის ფონზე ადეკვატური დასკვნაა გასაკეთებელი - ეს იმიტომ კი არ მოსდის, რომ რომელიღაც დიდი ეროვნული კოალიციის ჩამოყალიბების ეშინია - მას ეშინია ბიძინა ივანიშვილის და მის გარშემო შექმნილი კოალიციის. ახლა ჩატარდება ორპოლუსიანი არჩევნები, შემიძლია ამაზე სანაძლეოც დაგიდოთ. თუკი პოლიტიკაში მესამე პოლუსი ჩამოყალიბდება, ის ჩამოყალიბდება სააკაშვილის დიდი მეცადინეობით. იმას არ ვამბობ, რომ ასეთ კოალიციაში ვინც მიიღებს მონაწილეობას, სააკაშვილის ხალხია, მაგრამ სააკაშვილი ყველანაირად შეუწყობს ხელს ასეთი ტიპის კოალიციის გაჩენას - მათ ტელევიზიებსაც გაუხსნის, დაფინანსებაში ხელს არ შეუშლის. ვფიქრობ, ის პარტიები, რომლებსაც შეუძლიათ შორს გახედვა, ასეთ კოალიციაში მონაწილეობას არ მიიღებენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად ძიძიგური.
"მე ვერ გამოვდგები იმ პოლიტიკოსების მრჩევლად, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მქონდა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის დღიდან. თვენახევრის განმავლობაში ისე მიდიოდა კონსულტაციები, რომ არავინ არაფერი იცოდა ამის შესახებ. გულწრფელად გეტყვით, გადაწყვეტილი მქონდა საერთოდ არ მიმეღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში თუ არ ვიქნებოდი ივანიშვილის კოალიციაში - ეს ჩემთვის ტრაგედია არ იყო. ასე რომ, ეს მათი გადასაწყვეტია, თუ რომელი პოლიტიკოსი რა პოზიციას დაიკავებს... ოპოზიციური და ზოგადად პოლიტიკური მინდორი ძალიან სერიოზულად შეიცვლება და გასუფთავდება ამ არჩევნების ჩატარების შემდეგ 2012 წელს. არ მიგულისხმია, რომ რომ ოპოზიციურმა პარტიებმა არსებობა უნდა შეწყვიტონ - მოხდება საარჩევნო კოდექსის დემოკრატიულად გასწორება, ამ არჩევნების შემდეგ საერთო პოლიტიკური ველი გახდება სამართლიანი, ამ თვალსაზრისით გასუთავდება ოპოზიციაც და ნებისმიერ პოლიტიკოსს ექნება თანაბარი პირობები. ხელისუფლება, როგორც წესი, არსებულ ბერკეტებს ბოროტად იყენებს. ისეთი უსინდისობა, როგორსაც სააკაშვილის ხელისუფლება სჩადის, დედამიწის ზურგზე არავის სმენია და ეს ამბავი გასწორდება", - დასძენს რესპონდენტი.
"საქართველოში არის მოუთმენლობის სინდრომი. ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს ერთი ძალიან კარგი თვისება, რაც სააკაშვილს წონასწორობას აკარგვინებს. ის გამოზომილად და თანმიმდევრულად მოქმედებს. ის, რომ კოალიცია გაფართოვდება, ეს არის გადაწყვეტილი საკითხი, თუმცა როგორ, რა მიმართულებით და ვისით გაფართოვდება, ეს საკითხი თანდათანობით გახდება ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის. ყველა ჯანსაღი და პოზიტიური ძალა, ვინც მზადაა, რომ შეცვალოს სააკაშვილის რეჟიმი, ეს რესურსი უნდა იქნა გამოყენებული", - აცხადებს ზვიად ძიძიგური და შეკიხთვას - "მაინტერესებს, "ეროვნული ფორუმის" პოზიცია, ამ კითხვით თითქმის ყველა პოლიტიკურ ძალას მივმართავ - ჩემი ინფორმაციით, ამ კვირის ბოლოს გაირკვევა ვის მხარეს აღმოჩნდება ფორუმი..." - პასუხობს:
"ბიძინა ივანიშვილს რომ არ ეთქვა ის, რომ ფორუმთან კონსულტაციებს მართავს, ამას მე არ ვიტყოდი, რადგან ეს ჩემი გადასაწყვეტი და სალაპარაკო არ არის. მაგრამ კონკრეტულად რაც გადაწყდება, ამას გაიგებთ. ამ სტადიაზე ამას ვერ გეტყვით, რადგან არ ვარ უფლებამოსილი პირი, ამ თემაზე ვილაპარაკო. ამის შესახებ განცხადება ერთობლივად კოალიციამ უნდა გააკეთოს".
724
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85