ობამა საქართველოს პრეზიდენტს 30 იანვარს უმასპინძლებს

ობამა საქართველოს პრეზიდენტს 30 იანვარს უმასპინძლებს


ვაშინგტონი – შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ქართველ კოლეგა მიხეილ სააკაშვილს 30 იანვარს უმასპინძლებს მოლაპარაკებებისთვის, რომელიც საკვანძო საკითხებზე, მათ შორის ავღანეთზე წარიმართება, განაცხადა თეთრმა სახლმა.

ოვალურ კაბინეტში შეხვედრა ორ ქვეყანას შორის იმ დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავზე იმართება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მხარდაჭერისა და მოსკოვის გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევის საქმეში ამ არასტაბილურ რეგიონში.

პრეზიდენტები „განიხილავენ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შემგომ განმტკიცებას თანამშრომლობის გაღრმავებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, მეცნიერება, განათლება, კულტურა და უსაფრთხოება“, ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ამ დოკუმენტის შედეგად, რომელიც 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვს და თბილისს შორის აჯანყებული რეგიონების სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ირგვლივ გაჩაღებული ხუთდღიანი ომის შემდეგ გაფორმდა, მკვეთრად გაიზარდა შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ფინანსური დახმარება.

თეთრი სახლის განცხადებით, ობამა „ხაზს გაუსვამს თავდაცვის სფეროში საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის საქართველოს არსებით წვლილს ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციაში“.

გასულ თვეში, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ავღანეთში კონტიგენტის თითქმის გაორმაგებას, რამაც ეს ქვეყანა თავისი 1700 კაციანი კონტიგენტით – ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდ კონტიბუტორად აქცია.

რუსეთმა 2008 წლის ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა – ნაბიჯი, რომელიც საქართველოს დასავლელმა მოკავშირეებმა დაგმეს და რომელსაც მხოლოდ რამდენიმე სახლემწიფომ მიბაძა.

30 იანვარს ობამა „დაადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერას“, დასძენს თეთრი სახლი.

შესაძლო დათბობის ნიშნად ნოემბერში, თბილისმა და მოსკოვმა მათთვის უჩვეულოდ, საბოლოოდ მიაღწიეს ისეთ შეთანხმებას, რომელმაც რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგნიზაციაში გაწევრიანების გზაზე თვრამეტწლიანი მცდელობის შემდეგ ბოლო დაბრკოლება მოუხსნა.

იმავდროულად, შეერთებულმა შტატებმა უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ნელი ტემპის გამო.

სააკაშვილმა, რომელსაც ოპონენტები დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფასა და ხელისუფლების ცენტრალიზებაში სდებენ ბრალს, პირობა დადო, რომ რეფორმების პროცესს განაგრძობდა.

ობამა და სააკაშვილი ერთმანეთს ბოლოს 2011 წლის იანვარში შეხვდნენ ვაშინგტონში, ვეტერანი ამერიკელი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის დაკრძალვაზე.
foreignpress.ge