გუდაურიდან კობის მიმართულებით გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გუდაურიდან კობის მიმართულებით გზის გაწმენდითი სამუშაოები სატესტო რეჟიმში დაიწყო. აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე შევიდა შესაბამისი ტექნიკა. აღნიშნული გადაწყვეტილება დილით გუდაურში, გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აკვირდებიან.