დავით ჩიხელიძე: დასავლეთის მრავალ ქვეყანაში საპარლამენტო დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა პატიმრობით სრულდება-დასავლეთი, თავზე ნაცარს იყრის, როცა მათ ქვეყანაში არსებულ ნორმას ჩვენს ქვეყანაში აკრიტიკებს და აპროტესტებს

დავით ჩიხელიძე: დასავლეთის მრავალ ქვეყანაში საპარლამენტო დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა პატიმრობით სრულდება-დასავლეთი, თავზე ნაცარს იყრის, როცა მათ ქვეყანაში არსებულ ნორმას ჩვენს ქვეყანაში აკრიტიკებს და აპროტესტებს

“დასავლეთის მრავალ ქვეყანაში საპარლამენტო დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა პატიმრობით სრულდება, აღნიშნული ნორმაა იმ ქვეყნებისთვის სადაც კანონი უზენაესია! დასავლეთი, თავზე ნაცარს იყრის, როცა მათ ქვეყანაში არსებულ ნორმას (საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში პატიმრობის გამოყენებას) ჩვენს ქვეყანაში აკრიტიკებს და აპროტესტებს”- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. 

მისივე თქმით,  ბოლო დროს დასავლეთი ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში გაიწაფა, რაც პირველ რიგში მათ ინტერესებს აზიანებს, რადგან ქართველი ხალხი მკაფიოდ ხედავს, რომ დასავლეთისთვის შავზე თეთრის თქმა ნომად იქცა,  რაც ჩვენი თავმოყვარე საზოგადოებისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია.

“დასავლეთის მრავალ ქვეყანაში საპარლამენტო დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა პატიმრობით სრულდება, აღნიშნული ნორმაა იმ ქვეყნებისთვის სადაც კანონი უზენაესია! დასავლეთი, თავზე ნაცარს იყრის, როცა მათ ქვეყანაში არსებულ ნორმას (საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში პატიმრობის გამოყენებას) ჩვენს ქვეყანაში აკრიტიკებს და აპროტესტებს!  დიახ კომისიაზე გამოუცხადებლობა ჯარიმით ან ციხით სრულდება,  პარლამენტი პირველ რიგში ხალხის ნებას გამოხატავს, ის ხალხის დაკვეთას ასრულებს და სწორედ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე იქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც  საზოგადოებისთვის საჭირო საკითხების წინა პლანზე წამოწევას და გამოძიებას ემსახურება, არავის აქვს უფლება უგულებელყოს ხალხის ლეგიტიმური ინტერესები და კითხვებს თავი აარიდოს.  ბოლო დროს დასავლეთი ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში გაიწაფა, რაც პირველ რიგში მათ ინტერესებს აზიანებს, რადგან ქართველი ხალხი მკაფიოდ ხედავს, რომ დასავლეთისთვის შავზე თეთრის თქმა ნომად იქცა,  რაც ჩვენი თავმოყვარე საზოგადოებისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია.  საქართველოსკენ თითის გამოშვერამდე, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საკუთარ კანონმდებლობაში ჩაიხედონ,  რითაც დარწმუნდებიან, რომ საქართველოში იდენტური  და უფრო რბილი საკანონმდებლო ბაზა არის.”- წერს დავით ჩიხელიძე.