”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძე პატიმრობიდან 2000 ლარი გირაოს სანაცვოდ გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, რომ ელგუჯა ჩხაიძე გურულმა სამართალდამცველებმა 12 იანვარს დააკავეს. ოფიციალურ ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად, დაკავებულის კუთვნილი გომურიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი იყო ამოღებული, თუმცა, ჩხრეკის ოქმს მოწმეებმა ხელი არ მოაწერეს.
შემდეგ კი, დაკავებულთან ადვოკატიც არ შეუშვეს, რითაც სამართალდამცველებმა დაკავებულის დაცვის უფლება დაარღვიეს.
ამ ეტაპზე ელგუჯა ჩხაიძე თვისუფალია და თავად საუბრობს მომხდარზე.