"ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"ერთი რამ ნათელია, "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ პარტიას რეალურად არ წარმოადგენს. მათ არ აქვთ პარტიული მიდგომები და ხედვები. ის არის ინდივიდების ერთობლიობა, რომლებიც გაერთიანებული არიან სააკაშვილის ირგვლივ, აბსოლუტურად დამოკიდებული არიან მასზე და მათი მმართველობის სტილი არის ის, რომ მოიქცნენ ისე, როგორც მიაჩნია სააკაშვილს", - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით :"ნაციონალებს უმცირესობაში გადავიყვანთ!"
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ ჩამოაყალიბა საკუთარი ხედვა განათლებასთან მიმართებაში, 6 განათლების მინისტრი შეიცვალა და თითოეულს თავისი ხედვები ჰქონდა. ეკონომიკის სამინისტროში 8 მინისტრი შეიცვალა, მათაც განსხვავებული ხედვები ჰქონდათ. ზოგს შეიძლება საერთოდაც არ აქვს ხედვა - გვყავდა თავდაცვის რამდენიმე მინისტრი, რომლებსაც სხვადასახვა მიმართულებით მიყავდათ საქმე. ჩვენ გვყავს შს მინისტრი, რომელმაც, ვაღიარებ, გარკვეულ პროგრესს მიაღწია მცირე დონის კორუფციასთან ბრძოლაში, მაგრამ ეს ბრძოლა გადაიზარდა იმაში, რომ შს სამინისტრო გახდა პოლიტიკური რეპრესიების მანქანა... რაც შეეხება პიარკამპანიას, რომელიც დაწყებულია ნაციონალური არხების მხრიდან, ეს კამპანია მიკერძოებულია. დარწმუნებული ვარ, ყველა კვალიფიციური ადამიანი და ჩვენი თანამოქალაქე კარგად ხვდება, რომ ეს სიუჟეტები რეალურად არის უსაფუძვლო და ემსახურება მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას. ეს არის მცდელობა, სამიოდე მართვადი არხის მეშვეობით მოხდეს ერთი და იგივეს პედალირება, რომ საზოგადოება რაღაცაში დააჯერონ. ჩვენი ბრძოლის მეთოდი კი არის სიმართლე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ჩიქოვანი.
"განვრცობას არ ვაპირებ, მაგრამ გეტყვით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის წარსულის პოლიტიკოსი. მან რაც უნდა მოინდომოს, მაინც ვერ წავა ქართული საზოგადოების ნების წინააღმდეგ. ქართველი საზოგადოების ნება არის ნათლად გამოხატული ჩემს, თქვენს, საახლობლოში, მთელ ქვეყანაში. მათ ასეთი მმართველობა აღარ სჭირდებათ. მათ სჭირდებათ სიახლე, ჯანსაღი ძალა, რომელიც რეალურად შეიტანს ცვლილებებს იმ კატასტროფულ პოლიტიკაში, რომელსაც აწარმოებს მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ არ ვართ პასიურ რეჟიმში. ინტენსიურად ვემზადებით აბსოლუტურად ყველა მიმართულებით და ვპირდებით საზოგადოებას, რომ შევთავაზებთ რეალურად განსხვავებულ საარჩევნო კამპანიას, რომელიც მკვეთრ ხაზს გაავლებს იმ პრობლემებს შორის, რაც დააგროვა ნაციონალურმა მოძრაობამ ამ წლების განმავლობაში და როგორ აპირებს კოალიციური ძალა ამ ყველაფრის მოგვარებას", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლა. ჩვენი მიზანია ხელისუფლების ისეთი მოდელის შეთავაზება, რომ საზოგადოებას რეალურად ჰქონდეს საშუალება აკონტროლოს მის მიერ არჩეული და დაქირავებული ხელისუფლება. ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც გაერთიანებულია ამ კოალიციაში, ჰქონდა პრივილეგია ყოფილიყო ხელისუფლებაში, მაგრამ მათ უარი თქვეს ამაზე, იმიტომ, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა. და ადამიანები არ არიან იმისთვის განწყობილნი, რომ პირადი მომხვეჭელობით იყვნენ დაკავებული, არამედ რეალური საქმის კეთებით არიან დაინტესებულნი - ჩვენი საზოგადოება იმდენი ხანია უყურებს ხელისუფლების ექსტრემიზმს, ამას მეორედ საზოგადოება არ დაუშვებს", - დასძენს ირაკლი ჩიქოვანი.
711
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85