"ახალი თაობისა" და "ვერსიის" მასალების მიხედვით
"ვერსიამ" სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით შეიტყო, რომ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იგრიკას" ლიცენზიაში 2 მლნ დოლარი გადაიხადა. მეტიც, წყარო აცხადებს, რომ ამ გარიგებამ მამუკა ღლონტი და ეროსი კიწმარიშვილიც შეარიგაო, რაც, ცოტა არ იყოს, დაუჯერებელია. თუმცა ქართულ მედიასივრცეში ისეთი ამბები ხდება, რაღა უნდა გაგიკვირდეს. წყაროსვე ინფორმაციით, ტელეკომპანია "იგრიკა" მაუწყებლობას, სავარაუდოდ, მარტში დაიწყებს მიუხედავად იმისა, რომ ძველქართულად იგრიკა აპრილის სახელწოდება იყო - ჩანს, ივანიშვილის გუნდში სიმბოლიზმს დიდ მნიშვნელობას არ ანიწებენ და სააკაშვილის პრეროგატივად ტოვებენ", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანია "იგრიკა" ეთერში მარტში გავა? / რატომ გადაიხადა მილიარდერმა 2000-ლარიან ლიცენზიაში 2 მილიონი დოლარი.
"ოფიციალური ინფორმაციით, კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უკვე დააკმაყოფილა ტელეკომპანია "იგრიკას" დამფუძნებლის განაცხადი, რათა სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია მიეღო. მანამდე, 2011 წლის 9 სექტემბერს, კომისიამ ასევე დააკმაყოფილა "იგრიკას" დამფუძნებლის განაცხადი და საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზია მიანიჭა. ლიცენზიის მიღებიდან 12 დღეში კი დამფუძნებელმა ამ ლიცენზიის მოდიფიცირება მოითხოვა, რათა სამაუწყებლო ბადე, ამავე ლიცენზიის პირობებით, თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების საშუალებითაც გაევრცელებინა. ლიცენზიის პირობების თანახმად, ტელეკომპანია "იგრიკამ" მაუწყებლობა 10 თვის ვადაში უნდა დაიწყოს (ათვლა სექტემბრიდან იწყება), ტელეკომპანიის გეოგრაფიული დაფარვის ზონაა საქართველო, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა - 24 საათი. წყაროს ინფორმაციით, "იგრიკას" მეორე ლიცენზიაც" მისცეს, ხოლო ივანიშვილმა 2 მლნ დოლარი დროის მოგების მიზნით გადაიხადა", - აღნიშნავს გამოცემა.
"სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, "იგრიკა" 2006 წელს დაფუძნდა, ტელეკომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილით ერთადერთი დამფუძნებელია ილია (ბაჩო) კიკაბიძე, "მაესტროს" გენერალური დირექტორი და ამავე კომპანიის 25%-იანი წილის მფლობელი - შეთანხმებას, რომლითაც "მაესტროს" 25%-იანი წილი გიორგი გაჩეჩილაძემ კომპანიის დირექტორს გადასცა, 2011 წლის 26 ნოემბერს ხელი მოეწერა. წყაროს ინფორმაციით, "იგრიკა" მაუწყებლობას "მაგთის" ქოლგის ქვეშ აპირებს. არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ "იგრიკას" სერიოზული პრობლემები შეუქმნას. მაგალითად, მერიის სპეციალურმა სამსახურებმა მოულოდნელად აღმოაჩინონ, რომ ივანიშვილის "იგრიკას" სატელიტური თეფშები ქალაქის იერსახეს ამახინჯებს ანდა სავაჭრო ქსელიდან რაღაც მიზეზით მთლიანად ამოიღოს, საბაჟოზე კი ისეთი რეგულაციები დაწესდეს, რომ შემოტანას აზრი არ ჰქონდეს. არჩევნების შემდეგ კი უცხოპლანეტელების მფრინავი თეფშებივით ქსელიდან გამქრალი აპარატურა ისევ გამოჩნდეს. ზუსტად ამ ტიპის შეზღუდვების პრევენციის მიზნით სჭირდება ივანიშვილს "მაგთის" პარტნიორობა - ამ კომპანიის დამფუძნებლები ამერიკელები არიან და ხელისუფლება მათთვის პრობლემების შექმნას მოერიდება", - დასძენს გამოცემა.
"ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს ტელევიზია ძალიან სჭირდება. ეს ნამდვილად არ არის დასამალი, რადგან საინფორმაციო ვაკუუმის ოპირობებში არჩევნებზე რამე შედეგის მიღწევა თითქმის შეუძლებელია. მით უმეტეს იმ დროს, როცა ამდენი სახელისუფლებო არხი ივანიშვილის შავ პიარზე მუშაობს და ჯერ სად ვართ, წინ საკმაოდ დიდი პერიოდია. მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ივანიშვილი უკვე აყალიბებს ახალ არხს, რის შესახებაც "ქართული ოცნების" პრესსამსახური თავიდან დუმილს ამჯობინებდა. თუმცა, გუშინ საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს ხმები ჭორი სულაც არ არის" - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ცვლილებები ბიძინა ივანიშვილის ფინანსებში - ბანკ "ქართუს" ხელისუფლებამ ფული დაუბრუნა / როდის გავა ივანიშვილის ტელევიზია პირდაპირ ეთერში.
"ვადასტურებთ ინფორმაცია, რომ ტელევიზიის შექმნა იგეგმბა. რეალობაა ისიც, რომ მართვის უფლებით კომპანია "აქცეპტს" გადაეცა "იგრიკას" 100%-იანი წილი. ჯერ არ არის ცნობილი, როდის გავა ტელევიზია ეტერში და რა ერქმევა მას - ამ ეტაპზე მხოლოდ შიდა სამუშაო პროცესები მიმდინარეობს, - აღნიშნეს "ქართული ოცნების" პრესსამსახურში. აქცეპტის" 80%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძეა. შპს "აქცეპტი" 2008 წლის 3 ოქტომბერს შეიქმნა. სამეწარმეო რეესტროს მონაცემებით, 2011 წლის 30 დეკემბრიდან კომპანიის 80% ეკატერინე ხვედელიძეს ეკუთვნის, 10% - კახა კობიაშვილს, დირექტორი კი ლაშა შონიაა. საინტერესოა, თუ რა დაუჯდა ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს - "იგრიკას" დამფუძნებელი ბაჩო კიკაბიძე განმარტავს, რომ ამ დეტალებსაც გაასაჯაროებს, ინფორმაცია გამჭვირვალე იქნება და საბანკო ანგარიშებზე დაფიქსირდება", - აღნიშნავს გამოცემა
755
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85