28 დეკემბერს, მესამე და საბოლოო მოსმენისას, საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ორაზროვანი კანონპროექტი მიიღო. ახალი კანონი იურიდიულ პირებს, კომერციული ორგანიზაციების ჩათვლით, პარტიების დაფინანსებას უკრძალავს. ხშირი იყო განცხადებები იმის თაობაზე, რომ კანონში შეტანილი ეს ცვლილებები კონკრეტულად ერთი რამისთვის გაკეთდა – მილიარდერს და ქველმოქმედს, ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციური პარტიების დაფინანსება აღარ უნდა შესძლებოდა. ივანიშვილმა სამი თვის წინ განაცხადა, რომ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს.
მაგრამ ოპოზიციისთვის აშკარა ხელის შეშლის და შეზღუდვის მცედლობა ამ ახალი კანონის ფართო კრიტიკის ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა. საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა ოფიციალური გამოძიების ჩატარება მოითხოვეს საბოლოო ტექსტში მოგვიანებით შეტანილი ცვლილებების კანონიერებასთან დაკავშირებით. ამ ცვლილებებმა გააჩინა კითხვები იმის შესახებ, არის თუ არა კანონის ძირითადი დებულებები უკუქცევადი.
ოპოზიცია კითხვის ქვეშ აყენებს იმასაც, რომ პარტიების მიერ ახალი კანონმდებლობის შესრულების კონტროლი, საარჩევნო კომისიის ნაცვლად ახლა კონტროლის პალატის საგანგებოდ შექმნილ კომისიას დაევალა. როგორც ვებ-გვერდებმა civil.ge-მ და kavkaz-uzel.ru-მ განაცხადეს, ახალი პირობების თანახმად, კორპორატიული შემოწირულობა იკრძალება, მაგრამ პოლიტიკური პარტიისთვის ინდვიდუალური შემოწირულობების რაოდენობა 30,000-დან 60,000 ლარამდე იზრდება ($18,003-$36,006). თუ კერძო პირთა ჯგუფს შემოსავლის საერთო წყარო აქვს (თუ მაგალითად ერთ კომპანიაში მუშაობენ), მათი საერთო შემოწირულობა, ერთი წლის განმავლობაში 500,000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. პარტიებს, რომელთა მიერ მიღებული დაფინანსება ჩასწორებების მიხედვით დადგენილ თანხას აღემატებოდა, ცვლილებების მიღებიდან სამი დღის განმავლობაში, თანხის დონორისთვის დაბრუნება ევალებოდათ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, განხორციელდებოდა კონფისკაცია და თანხა სახელმწიფო ბიუჯეტს გადაეცემოდა. ივანიშვილის მოკავშირე ოთხ პოლიტიკურ პარტიას – რესპუბლიკელებს, კონსერვატორებს, სახალხო პარტიას და “ჩვენი საქართველო – თავისუფალ დემოკრატებს”, როგორც ცნობილია, ბოლო ორი თვის განმავლობაში 12 სხვადასხვა კომპანიისგან 4 მილიონ ლარზე ოდნავ მეტი აქვთ მიღებული. civil.ge-ის ცნობით, ამ 12-დან 10 კომპანია ივანიშვილთან არის დაკავშირებული. მეტიც, ხმების მოსყიდვის აღსაკვეთად, ჩასწორების მიხედვით, უკანონოა თუ პოლიტიკური პარტიები ან მათთან პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებული იურიდიული სუბიექტები, მომავალ ამომრჩევლებს ფინანსურ ან მატერიალურ სტიმულს შესთავაზებენ.
აშშ-ს შეშფოთება
civil.ge-ის თანახმად, განხორციელებული ცვლილებებით, კანონს უკუქცევის ძალა ენიჭებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ პოლიტიკური პარტიები დაკარგავდნენ იმ შემოწირულობას, რომელიც ჯერ არ დაუხარჯავთ. ვებ-გვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდა პარლამენტარ კობა ხაბაზის ციტატა, რომელშიც ის 28 დეკემბრის კენჭისყრის შემდეგ ადასტურებდა, რომ ორიგინალურ ტექსტში შესწორებები შევიდა, მას მერე, რაც ერთი დღით ადრე, დებატებისას მან ეს საკითხი წამოჭრა.
29 დეკემბერს, აშშ-ს საელჩომ ეს აკრძალვა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყნა და განაცხადა: “ვშიშობთ, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულების რეტროაქტიული გამოყენება კიდევ უფრო უთანასწოროს გახდის პოლიტიკურ კონკურენციას”.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანონმდებლებმა მაშინვე უარყვეს ის ფაქტი, რომ კორპორატიული დაფინანსების აკრძალვა უკუქცევადი იყო.
იურიდიულ საკითხებში პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა მოგვიანებით განაცხადა რომ, კანონს „არანაირი უკუქცევის ძალა არ აქვს და არც ერთი პოლიტიკური გაერთიანება არ დაისჯება იმისთვის, რომ მან ადრე კანონიერი გზით გარკვეული შემოწირულობა მიიღო.” (მანამ, სანამ ახალი ნორმები ამოქმედდებოდა).
კანონის ის ვერსია, რომელიც შემდგომში ქვეყნის სამრთლებლივი აქტების ინტერნეტ სარეგისტრაციო გვერდზე “საკანონმდებლო მაცნე”-ში გამოქვეყნდა, განმარტავს, რომ „პარტიის მიერ კანონის დარღვევით მიღებული ფინანსური ან მატერიალური შემოწირულობა“ (და არა „ამ კანონის დარღვევით“) შემომწირველს უნდა დაუბრუნდეს.
რისხვა და აღშფოთება
30 დეკემბერს, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი მინაშვილმა უარყო ის ფაქტი, რომ უკუქცევის შესახებ პუნქტი კენჭისყრის შემდეგ ჩასწორდა და რომ ეს აშშ-ს ფარული კრიტიკის გამო მოხდა.
30 დეკემბერს, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გენერალურ პროკურატურას მოუწოდა, დაეწყო ოფიციალური გამოძიება იმასთან დაკავშირებით, რასაც მან, გამოქვეყნების შემდეგ ტექსტის არალეგალური „მკურნალობა“ უწოდა. იუსტიციის სამინისტრომ ამის შემდეგ გამოსცა ბრძანებულება, რომლიც ”საკანონმდებლო მაცნეს” კანონმდებლობის ტექსტში ნებისმიერი საჭირო „რედაქტორული ჩასწორების“ შეტანის უფლებას ანიჭებს. მაგრამ, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელმა თათული თოდუამ ”რადიო თავისუფლებას” განუმარტა, რომ ”საკნონმდებლო მაცნეს” მხოლოდ ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შესწორებების უფლება აქვს, ხოლო კანონის მესამე მოსმენის მთავარი მიზანი სწორედ ისაა, რომ საბოლოო ვერსიაში ასეთი შეცდომები აღარ მოხვდეს.
„თავისუფალი არჩევნებისთვის“ თავმჯდომარემ, ირაკლი მელაშვილმა ”რადიო თავისუფლებას” უთხრა, რომ ასეთი სენსიტიური კანონის მიღება საშობაო და საახალწლო დღესასწაულებზე, როდესაც უცხოელი დიპლომატების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების დიდი ნაწილი შევბულებაშია, საქართველოს კანონმდებლობისთვის სტანდარტული პროცედურაა.
საინფორმაციო სააგენტო Caucasus Press-ის 5 იანვრის ცნობების თანახმად, რისხვისა და აღშფოთების მიუხედავად, ივანიშვილის მოძრაობამ „ქართულმა ოცნებამ“, ”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ და სახალხო პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადეს, რომ მზად არიან კონტროლის პალატას ფინანსების შესახებ საჭირო ინფორმაცია მიაწოდონ.
რთულია იმის გათვლა, თუ რა შედეგები მოჰყვება ახალ აკრძალვებს. ამ შესწორებების შეტანამდეც კი, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ „თუ პოლიტიკურ პარტიების არ ექნებათ სახელმწიფო სუბსიდიების ადეკვატური დონე, მკაცრად დადგენილი დებულებების საფუძველზე კორპორაციული დაფინასების აკრძალვამ, შეიძლება პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსების მოძიებაში სირთულეები შეუქმნას“. შესაბამისად კომისიის რეკომენდაცია ასეთი იყო – „გადახედილ იქნას პარტიების დასაფინანსებლად კორპორაციული შემოწირულობების მკაცრი აკრძალვა.“
foreignpress.ge
801
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85