"ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"უნდა შემოწმდეს არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ პირველ რიგში "ნაციონალური მოძრაობის" ანგარიშები - დიახ, დავინახავთ მოდის თუ არა რუსული ფული. აი, გეტყვით, რომ შარშანდელი დაფინანსებები ძალიან ბევრია სადაც მე ვიცი და ალბათ ეს საჯაროც გახდება, რომ რუსეთის მიერ 51% მფლობელი კომპანიები აფინანსებენ "ნაციონალური მოძრაობას" და სააკაშვილს", - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ირაკლი ალასანია: "ნაციონალებს და სააკაშვილს რუსული კომპანიები აფინანსებენ!"
"ახლა რეგიონებში ვიყავი და საზოგადოებას ის კი არ აინტერესებს, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თანხას როგორ დახარჯავს, არამედ ის, თუ როგორ დახარჯავს ხელისუფლება ერთ მილიარდს საქართველოს ბიუჯეტიდან, რომელიც "სხვადასხვა ხარჯებშია" გაწერილი. როგორც დახარჯავს თავად სააკაშვილი თავის პირად პრეზიდენტის ფონდს, რომელზეც არ არის ანგარიშვალდებული საზოგადოებასთან და ისეთი ცვლილებები შეიტანეს, რომ წლევანდელი ბიუჯეტი ყველაზე არაგამჭვირვალე ბიუჯეტია. საზოგადოებას ასევე ის აღელვებს, რომ 10 მილიარდებდე გაიზარდა შიდა და საგარეო ვალი ბოლო 3 წელიწადში. მათ აინტრესებთ და საუბრობენ - სად არის ჩვენი ფული, რატომ არ გვეხმარება ხელისუფლებაო? ჩვენ, საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა ყურადღება უნდა გავამახვილოთ როგორ უყაირათოდ და დანაშაულებრივად ხარჯავს საქართველოს ბიუჯეტს პირდაპირ პრეზიდენტი სააკაშვილი. იგივე თბილისის მუნიციპალიტეტი, რომლებიც, არ ვიცი საიდან, ამას გამოვიკვლევ - უორმაგებენ საკუთარ ნაციონალურ კოორდინატორებს ანაზღაურებას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ირაკლი ალასანია.
"თავად ჩვენ გადმორიცხული თანხებით წინასწარ გადავიხადეთ ოფისების არენდა, სხვადასხვა რესურსი შევიძინეთ, რომელიც, ზოგადად მთელი წლის განმავლობაში დაგვჭირდება. ვამზადებთ - სკოლა დავარქვით ამას, - დამკვირვებლებს, კომისიის წევრებს და იურისტების ჯგუფებს, რომლებიც 3600-ვე უბანზე უნდა იყვნენ მობილიზებულნი. ჩვენ რეალურად ვაშენებთ ინფრასტრუიქტურას და სწორედ ამის შეეშინდა სააკაშვილს. მან დაინახა, რომ ჩვენ ამ ფულით, როგორც ნაციონალური მედიაპროპაგანდა აკეთებს, კი არ ვაპირებთ საზოგადოების მოსყიდვას, განსხვავებით მათგან, ჩვენ ვაშენებთ საარჩევნო ინფრასტრუქტურას, რომლითაც დავამარცხებთ "ნაციონალურ მოძრაობას". დიახ, სააკაშვილი შეშინდა და ეს ყველგან ჩანს. ყველაფერში ვლინდება, რომ სააკაშვილი არის დამფრთხალი დაგეგმილი არჩევნებით. გარდა ფინანსური შეზღუდვებისა, ბოლო დაახლოებით 20 დღის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა ზეწოლა ადგილობრივი პოლიციის, უშიშროებისა და გამგეობის მიერ ჩვენს წარმომადგენლებზე. ეს ერთადერთი რამ დარჩათ - შიშველი ზეწოლა", განაგრძობს რესპონდენტი.
"ივანიშვილი შემოსვლამ დინამიკაც შეცვალა. ჩვენ გადავეწყვეთ უკვე ალიანსის მომზადებაზე. ივანიშვილი საკუთარ პარტიას ჩამოაყალიბებს და შემდეგ უკვე ალიანსს შევქმნით მასთან - დაახლოებით თებერვლის დასაწყისში ეს საკითხების დარეგულირდება - ალბათ შეგიძლიათ მას ჰკითხოთ, მაგრამ თებერვლისთვის ჩვენ უკვე მზად ვიქნებით, რომ ის ალიანსური პოლიტიკური კონფიგურაცია საზოგადოებას გავაცნოთ", - დასძენს ირაკლი ალასანია და შეკითხვას - "ვინ შეემატება თქვენს რიგებს?" პასუხობს:
"ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს და შეთავაზებას ვაძლევთ ეროვნულ ფორუმს. ეროვნული ფორუმი ყოველთვის იყო ჩვენი პარტნიორული ორგანიზაცია. მე ველაპარაკები კონკრეტულად ბატონ კახას, ფორუმის ლიდერს და უახლოეს მომავალში გაირკვევა ჩვენი თანამშრომლობის მასშტაბი და თებერვალში საზოგადოებას წარვუდგენთ ახალ პოლიტიკურ ძალას. რაც შეეხება ბურჯანაძეს, მასთან არ მიდის არანაირი მოლაპარაკებები. არავის ვბლოკავ, ყველას მიმართ მაქვს ძალიან ნათელი, სამართლიანი დამოკიდებულება. საქართველო არის ყველასი და ყველას უნდა ჰქონდეს შანსი მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ აქტიურობაში, არჩევნებში და თუკი მხარდაჭერას მოიპოვებს, იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და ხელისუფლებაში, მაგრამ გვექნება თუ არა პოლიტიკური თანამშრომლობა კონკრეტულ ძალათან, ეს არის ღირებულებითი თანხვედრის და პოლიტიკური გემოვნების საქმე
801
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85