"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"რა თანხა დახარჯა ბოლო თვეების განმავლობაში ნაციონალურმა მოძრაობამ მედიაში გასული სარეკლამო მასალებისთვის, ამაზე საუბარი არც პარტიაში სურთ და არც კონტროლის პალატაში. უფრო მეტიც, კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის ხელმძღვანელი "რეზონანსს" საერთოდ დაემალა. არადა ფაქტია, რომ მედიაში გასული სარეკლამო მასალით სწორედ კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის ხელმძღვანელი ნათია მოგელაძე დაინტერესდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სააკაშვილმა და ადეიშვილმა ივანიშვილს და მედიას პირადი პროკურორი დაუნიშნეს / რატომ ემალება ნათია მოგელაძე "რეზონანსს" და რატომ არა აქვს მას ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მედიის დაფინანსების შესახებ.
"კონტროლის პალატას პოლიტიკური პარტიების ფინანსური ანგარიშგების შესწავლა დეკემბრის ბოლოს დაევალა. ამასთან, გამკაცრებული კანონი ითვალისწინებს იმასაც, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები გავრცელდება პოლიტიკური პარტიებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულ პირებზეც. ნათია მოგელაძემ კი საქმიანობა საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" შემოწმებით დაიწყო - მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" პოლიტიკური პარტია არ არის. რაც მთავარია, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ამ ორგანიზაციისგან მოითხოვა ის ინფორმაცია, რომელიც კანონის მირებამდე პერიოდში გაწეულ საქმიანობას ეხება - ეს კი ცალსახად იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ამ კანონს უკუძალას ანიჭებს. სწორედ ამიტომ, ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ კონტროლის პალატამ ამ გადაწყვეტილებით სამი არსებითი შეცდომა დაუშვა - პირველი ის, რომ ყოველგვარი ნორმატიული აქტის გარეშე ჩათვალა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა უნდა შეემოწმებინა, მეორე ის რომ კანონის მიღებამდელი ანგარიშების შემოწმება მოითხოვა და მესამე - დასკვნის არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით გაკეთება და შემდეგ ამ მასალის გამოქვეყნება", - აღნიშნავს გამოცემა.
"საინტერესო ის არის, კონტროლის პალატა მაინცდამაინც მედიაში რეკლამისთვის გადახდილი თანხით ინტერესდება, რატომ არ მოხდა ქვეყანაში ყველაზე დიდი პარტიის - "ნაციონალური მოძრაობის" შემოწმება. "რეზონანსმა" სცადა, ინფორმაცია მოეპოვებინა თავად პარტიაში - აქვთ თუ არა მათ რამე გადახდილი რეკლამაში, მაგრამ მათგან პასუხად მხოლოდ ის მოვირეთ, რომ გასული წლების ფინანსური ანგარიშგება აქვთ წარდგენილი ცესკოსთვის. 2011 წლის ანგარიშგების წარდგენისთვის კი ვადა 1 თებერვლამდე აქვთ და როდესაც ეს ინფრომაცია გამოქვეყნდება, მაშინ შეგვეძლება მისი გაცნობა. აღსანიშნავია, რომ ცესკო-ს ვებგვერდზე პარტიების ყოველწლიური ანგარიშგების მოძიება შეუძლებელი აღმოჩნდა. როგორც ცესკო-ს პრესსამსახურში განმარტავენ, საიტზე განთავსებულია მხოლოდ საარცევნა კამპანიის ანგარიშგებები და დამატებიტი ინფორმაციისთვის ცესკო-ს წერილობით უნდა მოივმართოთ. თავად "ნაციონალური მოძრაობის" ვებგვერდზეც მხოლოდ 2008 წლის ფინანსური ანგარიშგებაა წარმოდგენილი. ისიც საინტერესოა, რომ "ნაცმოძრაობას" ფინანსური ანგარიშგებისთვის ვადა 1 თებერვლამდე აქვს და ამ დროს სხვისთვის ეს ვადა მხოლოდ 3 დღით შემოიფარგლება - შეგახსენებთ, რომ ნათია მოგელაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" 3-დღიანი ვადა ჰქონდა ინფორმაციის მიწოდებისთვის" - დასძენს გამოცემა.
"რეზონანსი" მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, თავად ნათია მოგელაძისგან მიეღო პასუხი იმ კითხვებზე, თუ რატომ და რა კრიტერიუმით იქნა შერჩეული "ქართული ოცნება" და რატომ არ მოწმდება ქვეყანაში ყველაზე დიდი პარტია "ნაციონალური მოძრაობა" და რატომ არ დაინტერესდნენ, რა თანხა აქვს გადახდილი და რომელს ,ედიასაშუალებებში "ნაციონალურ მოძრაობას" თუნდაც მხოლოდ რეკლამაში? რატომ აქვთ სხვადასხვა პარტიებს ანგარიშის წარდგენისთვის სხვადასხვა ვადა და ა.შ, მაგრამ ნათია მოგელაძემ ჩვენთან საუბარი მთე;ლი დღის განმავლობაში არ მოისურვა. იმედია, მომდევნო დღეებში მაინც გაგვცემს ამ კითხვებზე პასუხს", - წერს სტატიის ავტორი.
832
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85