"ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"ნაციონალებისგან გასხვავებით, მე ჰაერზე განცხადებებს არ ვაკეთებ. ჩემი ყოველი სიტყვა დოკუმენტებით არის გამყარებული. ესენი შაშკინის გამოცემული ბრძანებები და ამონაწერებია საჯარი რეესტრიდან. ჩვენს ბრალდებას წყალი არ გაუვა, ამ დოკუმენტებით მტკიცდება, რომ შაშკინიცა და გოროზიაც კორუფციის ჭაობში იხრჩობიან - აქ ელიტური კორუფციის მთელი სისტემაა შექმნილი. სქემა, რომელიც მე გამოვიტანე, ცხადყოფს, რომ ესენი კორუფციაში ნათესავებთან ერთად არიან ჩაფლული - ისინი ფულს ბავშვების ხარჯზე აკეთებენ", - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ჯონდი ბაღათურია: "შაშკინმა ათასობით ბავშვი განათლების უფლების გარეშე დატოვა!" / რატომ ითხოვს დეპუტატი პატარკაციშვილის ფულის წარმომავლობის შესწავლას.
"ესენი ბავშვებს განათლების უფლების გარეშე ტოვებენ. სკოლები იხურება. ჩემი ბრალდებები ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით გავამყარე. განათლების სამინისტროს დიდმოხელეები და ადგილობრივი ხელისუფლება შეთანხმებულად ხურავენ სკოლებს - საუბარია ძირითადად საჯარო სკოლებზე. შემდეგ ხსნიან კერძო სკოლებს, რათა დახურული სკოლების მოსწავლეებმა სწავლა ამ კერძო სკოლებში განაგრძონ, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკუთვნის. ოფიციალური მონაცემებით, 3000-დან 1045 სკოლა უკვე დახურულია, 30%-ზე მეტი. ათასობით ბავშვია ქუჩაში დარჩენილი. ამ ბავშვების ოჯახების დიდ ნაწილს არ აქვს საშუალება, ბავშვი კერძო სკოლაში შეიყვანოს... 10 და 14 კილომეტრის დაშორებით ვინ ატარებს ბავშვებს სკოლაში. ზამთარში როგორ უნდა იარონ? ოფიციალური სტატისტიკით, 36 000 ბავშვით გაიზარდა კერძო სკოლების მოსწავლეთა რაოდენობა და მათი გადახდილი ფულით ცხოვრებას იწყობენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯონდი ბაღათურია.
"ყველა ფაქტი დოკუმენტურად არის დადასტურებული. ნაციონალების რეაქცია მე არ მაინტერესებს. მე მათთვის კი არ გავშიფრე ეს კორუფციული სქემა. როდის ყოფილა, ნაციონალებს ეთქვათ, რომ რაღაც შეეშალათ. იმპიჩმენტის გარდა, ჩვენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ვითხოვთ. უკვე გადაგზავნილია საბუთები პროკურატურასა და სასამართლოში. საქმე დღეს თუ არა, მჯერა, ხვალ აღიძვრება. არც შაშკინსა და არც გოროზიას არ შერჩებათ. როგორც კი ნაციონალებს ცოტა გაუჭირდებათ, ორივეს გაწირავენ. ეს მომენტი შორს აღარ არის. ყველა დაინახავს ამათ ნამდვილ სახეს. ყველა დაინახავს, რომ ამ კორუფციულ ჭაობში მთელი ხელისუფლებაა ჩართული შაშკინსა და გოროზიასთან ერთად - ზოგი ბავშვებს ატყავებს, ზოგიც "კრიშავს" ამ კორუმპირებულებს", - დასძენს ჯონდი ბარათურია.
759
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85