"ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"გასული წელი მოვლენებით დატვირთული წელი იყო. პრაქტიკულად ყველაფერმა პოლიტიკური ჟღერადობა მიიღო. ყველაზე მძიმე მოვლენა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის, საზოგადოებიოსთვის 26 მაისი იყო. ყველაზე მოულოდნელი საზოგადოებისთვის და ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა, რომელმაც პრაქტიკულად არაპროგნოზირებადი გახადა მეტისმეტად პროგნოზირებადი სიტუაცია. საერთაშორისო უთიერთობებიდან გამოვარჩევდი მსოფლიო სავაჭტო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების ფონზე მიღებულ დათმობას, რომლის დროსაც პრაქტიკულად უპრეცედენტო რამ მოხდა - რუსეთმა ირიბად საქართველოს უფლებები აღიარა იმ ტერიტორიაზე, რომელიც მას ოკუპირებული აქვს, ეს სტატუსი მან თავისი ნებით შეცვალა. ამ ფაქტით ცხადი გახადა როგორც ჩვენთვის, ისე აფხაზებისა და ოსებისთვის, ასევე მსოფლიოსთვისაც, რომ საკმარისია შეიქმნას ისეთი სიტუაცია, რომელიც რუსეთს უბიძგებს, რომ ოკუპაციის პოლიტიკა შეცვალოს", - აცხადებს პოლიტილოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რამაზ საყვარელიძე: "სააკაშვილი გადადგება და ნაციონალების საარჩევნო სიას ჩაუდგება სათავეში".
"ასე რომ, ქართული დიპლომატიისთვის, წარმატებული წელი იყო. ასევე საერთაშორისო კონტაქტების, ნატო-სთან, ევროკავშირთან ურთიერთობების მხრივ. მაგრამ ამავე დროს 2012 წელის დიდი გამოცდის წელი იქნება - საერთაშორისო თანამეგობრობა გაფაციცებით ადევნებს თვალყურს მიმდინარე პროცესებს. ამას მიუთითებს ის უპრეცედენტო რეაქცია, რაც ამერიკის საელჩომ გააკეთა. გარდა იმისა, რომ საინტერესო იყო ამ რეაქციის მყისიერობა, როდესაც ყველა ელოდა, რომ 4 იანვრემდე დასავლეთი პოლიტიკური პროცესებიდან გათიშული იქნებოდა, ასევე საინტერესო იყო ელჩის კონკრეტული ინტონაცია, კონკრეტული ფრაზეოლოგია, რაც გამოსჭვივის ამ განცხადებაში. საერთო პათოსი ასეთია: საქართველოს მთავრობამ კიდევ უნდა იმუშაოს კანონმდებლობაზე, რათა გააქარწყლოს ეჭვები რამდენად თანაბარ პირობებში არიან მეტოქეები. ეს შეიძლება ვთქვათ, უკვე კრიტიკული შენიშვნაა. დასავლეთმა სადაც ახლა არ წაუყრუა, სავარაუდოა, რომ აქტიურ ფაზაში ისინი კიდევ უფრო ყურადღებიანები იქნებიან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
"ჩანს, ხელისუფლება ლავირებას შეეცდება. როგორც იტყვიან, ხელისუფლებას დასაკარგი არაფერი აქვს, ამიტომ ის ალბათ ყველა ხერხს გამოიყენებს, რათა საპარლამენტო არჩევნებში მაქსიმუმი მიიღოს. დღეს უმრავლესობის შენარჩუნება ხელისუფლებას ისე სჭირდება, როგორც არასდროს. რადგან მის მიერვე შექმნილი კონსტიტუციის ახალი მოდელით პრემიერ-მინისტრი პარლამენტმა უნდა აირჩიოს - პრემიერი, რომელსაც ისეთი სტატუსი აქვს, რომელიც არასდროს არ ჰქონია და პირველი პირი ის ხდება. ამ პირობებში თუ პარლამენტი არ იქნა მორჩილი, როგორც აქამდე იყო და მრავალპარტიული პარლამენტი მივიღეთ, მაშინ ეს პარლამენტი ისეთ ცალსახა გადაწყვეტილებას არ მიიღებს, როგორც "ნაციონალურ მოძრაობას" ენდომება. შესაბამისად, მთელი აღმასრულებელი ვერტიკალი შეიცვლება, ეს კი ქვეყანაში ბევრი რამის ცვლილებას გამოიწვევს", - მიიჩნევს პოლიტოლოგი.
"ამასობაში ორი პოლიტიკური სტილი გამოიკვეთა. ხელისუფლება მიდის ყველა მანიპულაციაზე, რომელიც მას ხელს აძლევს. ოპოზიცია კი ცდილობს კანონი დაიცვას ყველა მიმართულებით, არ გადაუხვიოს არჩევნების ხაზიდან. ეჭვია, რომ ხელისუფლება შეეცდება ეს ხაზი გაამრუდოს და რაც შეიძლება მიუახლოვოს ოპოზიციური მოძრაობა ქუჩის პროცესებს, რათა შემდეგ ძალის გამოყენების მოტივი ჰქონდეს. ქუჩა ადვილად შექმნის იმის პირობებს, რომ ფიზიკური ძალა იყოს გამოყენებული. ამ ფონზე კი ხელისუფლება უფრო ძლიერია. მე მგონი, ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ოპოზიციურმა სპექტრმა ქუჩაზე თქვა უარი, რადგან ქუჩა უპირატეს პირობებს სახელისუფლებო სტრუქტურებს უქმნის. ქუჩამ შეიძლება შეარყიოს ხელისუფლება მხოლოდ "არაბულ" პირობებში - როდესაც მთელი მოსახლეობა თავდაუზოგავია ამ ბრძოლაში - გავიხსენოთ რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა არაბულმა მოვლენებმა, მაგრამ მაინც არ შეჩერებულა რევოლუციური ტალღა. იქ სადაც საზოგადოება არ არის მზად ასეთი თავდაუზოგაობისთვის, ხელისუფლების მიერ გამოყენებული ძალა აჩერებს ხოლმე ამ პროცესებს"- დასძენს რამაზ საყვარელიძე და შეკითხვას - "შეიძლება სხვა პოლიტიკური სტრატეგია ჰქონდეს ხელისუფლებას?"- პასხობს:
"წმინდა პოლიტიკური სტრატეგია შეიძლება იყოს არჩევნების გადმოტანა, რაც არ მგონია მაინცდამაინც მომგებიანი იყოს ხელისუფლებისთვის. ერთადერთი შეიძლება მომგებიანი იყოს იმ მხრივ, რომ ივანიშვილს ჯერ პარტია არა აქვს ჩამოყალიბებული. შეიძლება დაასწრონ ივანიშვილს, მაგრამ ეს არსებით ცვლილებებს ვერ გამოიწვევს. არის მეორე ვარიანტი, რა სტატუსით გააგრძელებს ამ ბრძოლას სააკაშვილი. შეიძლება მან უარი თქვას პრეზიდენტობაზე - სიახლე იქნება, რომ პრეზიდენტი გადადგეს თანამდებობიდან და მონაწილეობა მიიღოს 2012 წლის პარლამენტის არჩევნებში, როგორც სიის ლიდერმა. ის ამით შეეცდება მაქსიმუმის აღებას. სააკაშვილის სიაში პირველ ნომრად ყოფნა მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, პარალელურად დაინიშნება საპრეზიდენტო არჩევნები და ნაციონალები თავისი კანდიდატურის გაყვანას შეეცდებიან. თუ სააკაშვილი ამ ნაბიჯს გადადგამს, ის პარლამენტიდან შეეცდება გახდეს პრემიერ-მინისტრი - ამ ნაბიჯით პრემიერობის შანსი მას კი არ ეხსნება, მეტიც, უფრო გარანტირებული იქნება.
879
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85