აშშ-ს საელჩო საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
მიგვაჩნია, რომ ბევრი შესწორება, საარჩევნო სიებში არსებული რეალური, თუ წარმოსახვითი უზუსტობების აღმოსაფხვრელად გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებთან ერთად, ხელს შეუწყობს კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
ვშიშობთ, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულების რეტროაქტიული გამოყენება კიდევ უფრო უთანასწოროს გახდის პოლიტიკურ კონკურენციას. დემოკრატიის მშენებლობა მუდმივი პროცესია.
შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიული პროცესების კიდევ უფრო გასაძლიერებლად", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში