აპირებს თუ არა ივანიშვილი კიდევ ერთხელ ტელევიზიის შექმნას?

აპირებს თუ არა ივანიშვილი კიდევ ერთხელ ტელევიზიის შექმნას?


"რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ტელევიზიის შექმნას აპირებს. პირველ ეტაპზე ივანიშვილის გუნდი ინტერნეტ-ტელევიზიის შექმნას გეგმავს, ხოლო ცოტა მოგვიანებიტ მოქმედი ტელევიზიების მეშვეობით აპირებს სერიოზული ტელევიზიის შექმნას. წყაროს ცნობით, ტელევიზიისთვის საჭირო აპარატურა უკვე შეძენილია, თუმცა საბაჟოზე არის გარკვეული შეფერხება და ჯერ თბილისში არ ჩამოსულა. თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ ივანიშვილის პრესცენტრში", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით აპირებს თუ არა ივანიშვილი კიდევ ერთხელ ტელევიზიის შექმნას? / მერაბ მერკვილაძე: "ჩვენ ნებისმიერ წინადადებას განვიხილავთ".

"ივანიშვილის პრესცენტრის წარმომადგენელ ნონა ყანდიაშვილის თქმით, "ირაკლი ტრიპოლსკის განცხადებით ტელევიზიის შექმნაზე საუბარი ტყუილი და ჭორია", თუმცა, არსებული ინფორმაციით, მომავალი ტელევიზიისთვის უკვე კადრების შერჩევაც დაწყებულია. აღსანიშნავია, რომ წყაროს განცხადებით, ივანიშვილის გუნდი ცნობილ ჟურნალისტებზე არ აკეთებს გათვლას და ნაკლებად ცნობილ სახეებთან მიდის მოლაპარაკებები. ამასთან, მეორე ინფორმაციით, ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს იწყებენ რეგიონული მაუწყებლის "25 არხის" ხელმძღვანელობასთან, თუმცა ამ ინფორმაციასაც, როგორც ივანიშვილის პრესსამსახურში, ასევე "25 არხის" დირექტორი და დამფუძნებელი მერაბ მერკვილაძეც უარყოფს", - აღნიშნავს გამოცემა.

"შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ საუბარი იყო იმაზეც, რომ ივანიშვილი ასევე რეგიონული მაუწყებლის ტელეკომპანია "თრიალეთის" ხელმძღვანელობასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა ეს ინფორმაციაც თავის დროზე ორივე მხარემ კატეგორიულად უარყო. გარდა ამისა, ივანიშვილის გვარი ყველაზე ხშირად გაისმა "მაესტროში" შექმნილი პრობლემების დროს. თუმცა ღლონტის განცხადებით, ის არ აპირებს ივანიშვილისგან ფული აიღოს, რადგან "მაესტროს" ერთ-ერთ მფლობელ მაკა ასათიანს აქვს ფინანსები, რომ "მაესტრო" უზრუველყოს და სხვისი დახმარება არ დასჭირდეთ... ფაქტია, რომ ივანიშვილის პერსონა პერიოდულად სხვადასხვა ტელეკომპანიების სახელთან მოიაზრება, თუმცა ჯერ კონკრეტული არაფერი მომხდარა. ასევე ყველა ინფრომაციას, რომელიც რომელიმე ტელევიზიის და ივანიშვილის შესაძლო თანამშრომლობის შესახებ გავრცელდა, ივანიშვილის გარემოცვა კატეგორიულად უარყოფს", - დასძენს გამოცემა.

"ჯერჯერობით არაფერი მსგავსი არ ყოფილა. მეც მომივიდა ამის შესახებ ინფორმაცია, რომ კულუარებში საუბრობენ ამაზე, მაგრამ ნამდვილად არამნაირირ შემოთავაზება არ ყოფილა. ჩვენ ნებისმიერ წინადადებას განვიხილავთ, მაგრამ გულწრფელად რომ გითზრათ, ძალიან სკეპკტიკურად ვუყურებ იმას, რომ ფული ჩადოს პოლიტიკოსმა მედიასაშუალებაში და იქ სარედაქციო დამოუკიდებლობა სრულყოფილად უზრუნველყოფილი და დამოუკიდებელი იყოს. თუმცა თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ძალიან ეჭვის თავლით ვუყურებ ამგვარ გარიგებებს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "25 არხის" დამფუძნებელი მერაბ მერკვილაძე და შეკითხვას - "თუმცა, როგორც მივხვდი, არაფერს არ გამორიცხავთ?" - პასუხობს:

"ნებისმიერი შემოთავაზება, ვისგანაც არ უნდა იყოსდ, აუცილებლად განიხილება - პირადად ჩემთვის რამდენადაც მიურებელი არ უნდა იყოს ეს წინადადება, განხილვა მაინც მოხდება, რადგან მე პარტნიორები მყავს და ერთპიროვნულად ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას. თუმცა ჯერ ნამდვილად არაფერი ხდება და ნამდვილად არავინ არ დამკავშირებია".